მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66361.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თავს არ იზოგავდა, რაღას არ ეუბნებოდა: ყვავმა ზღვის იქითაც შავი კვერცხი დადოო.
He spared no effort, he came up with all sorts of proverbs: "A foreign crow has laid a black egg".
66362.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კოდალა სულ აკაკუნებს, მაგრამ მისი გაკეთებული ხარატულები არავის უნახავსო.
A woodpecker keeps pecking, but nobody sees the hole he pecks.
66363.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ვის პურსაც ჭამ, ხმალიც იმისი უნდა მოიქნიოო, არა მჯერა, რომ ჭრიჭინამ კვერცხი დადოს არწივისო.
If you eat someone's bread, you must brandish his sword; I don't believe a cricket can lay an eagle’s egg.
66364.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ ფარნაოზს არ ეწერა იმ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმა.
But Parnaoz was not destined to take that fateful step.
66365.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვანაირად ესმოდა მკურნალსაც და ავადმყოფსაც.
Patient and carer had conflicting interpretations of the same words.
66366.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ამიტომაც უთხრა, ალბათ, მოთმინებიდან გამოსულმა კუსამ: თევზი ბალახის მოსაძოვად ნაპირისკენ რომ წამოვა, გათავებულია მისი საქმე, აუცილებლად მებადურის წერა გახდებაო.
That may be why Popeye, his patience exhausted, told Parnaoz, "If a fish comes ashore to graze grass, it's finished, it ends up in the fisherman's net".
66367.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მერე ყველანი სუფრას შემოუსხდნენ.
After this, they all sat down to dinner.
66368.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ქალები ისე ტრიალებდნენ, თითქოს დიდი წვეულება ჰქონდათ.
The women had worked hard, as if this were a feast for important guests.
66369.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ოთხი ქალის დიასახლისობას მთელ სახლში მართლაც საზეიმო განწყობა შეექმნა.
With four women in charge, the whole house was in a festive mood.
66370.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ხმამაღლა იცინოდნენ, ერთმანეთს არ აცლიდნენ ადგომას კერძის გამოსატანად, შენ რატომ უნდა ადგე, მე მოვიტანო.
They laughed loudly, offering each other dishes before anyone could stand up, "Why get up? I'll bring it to you".
66371.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მოკლედ, ერთმანეთს დატკბობოდნენ და იმ წუთას მართლა გულით უყვარდათ ერთმანეთი.
They made sure that they all enjoyed themselves, and for the time being really loved one another.
66372.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ზიარა პატარა უხეიროს სუფრასთანაც არ იშორებდა, კალთაში ეჯდა, რასაც მოიტანდნენ, ყველაფერზე კითხულობდა, ბავშვს ეჭმევა თუ არაო.
Ziara kept little Ukheiro at the table in her lap and, whatever was served, asked if a baby could eat it.
66373.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„ძირს ჩაუშვი, არაფერი უშავს, მიჩვეულია ღოღიალსაო“ - ეუბნებოდა თინა.
"Let him down, it won't hurt him, he's used to crawling", - Tina told her.
66374.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ ზიარა უფრო მაგრად იხუტებდა პატარა უხეიროს, თითქოს ძალით უპირებდნენ წართმევას.
But Ziara held on even more tightly to little Ukheiro, as if someone was trying to snatch him from her.
66375.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თინას ნათქვამმა ფარნაოზს რატომღაც დედალუსის კუტი შვილი გაახსენა.
Tina's remark reminded Parnaoz of Daedalus's paralysed son.
66376.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ახლა ამაზე გადაუქანდა გული, ხომ შეიძლება ესეც კუტად დარჩესო.
He worried lest he, too, might not be able to walk.
66377.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზმა ცხადად დაინახა იატაკზე დაყურსული იკაროსი, დიდი, გაოცებული თვალებით ასცქეროდა ჰაერში აფარფატებულ ბუმბულს.
Parnaoz could clearly see Icarus confined to the floor, his big, astonished eyes staring at a piece of fluff fluttering through the air.
66378.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ამ ჩვენებამ ისე შეაკრთო და შეაწუხა, ლამის თავს ვეღარ მოერია და იკითხა: რა ხნიდან იწყებენ ბავშვები სიარულსაო.
This vision so alarmed and bothered him that he couldn't stop himself asking, "At what age do children learn to walk?"
66379.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რატომ უნდა დამსგავსებოდა მისი შვილი დედალუსის შვილს, საიდან სადაო, მაგრამ თვითონ იყო ფეთიანი.
There was no reason why his son should be like Daedalus's, but he was fearful.
66380.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ყველგან უბედურებას დაეძებდა, როგორც ბრმა ქათამი ხორბალს, რადგან, კუსას თქმისა არ იყოს, სიამოვნებდა საკუთარი უბედურება.
He was seeking misfortune everywhere, as a blind hen looks for wheat, for, as Popeye said, he enjoyed his own unhappiness.