მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66401.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ლაპარაკი უჭირდათ, თითქოს დიდი ხნის დამდურებული ხალხი ისევ შერიგებულიყვნენ, მაგრამ სათქმელი არაფერი ჰქონდათ.
It was hard to talk, as if people after a longstanding quarrel had got together, but found nothing to say.
66402.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
უბრად ყოფნაში განვლილ დროს მაინც თავისი გაეტანა და ისინიც სამუდამოდ გაეუცხოვებინა ერთმანეთისთვის.
They had been at odds for so long that they were alienated from one another.
66403.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თინამ ბავშვი წაიყვანა დასაძინებლად.
Tina took the baby off to bed.
66404.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პოპინა და ქალუკა ისე ალაგებდნენ სუფრას, თითქოს ამ სუფრასთან მათი მიზეზით ვიღაცას კაცი შემოჰკვდომოდა.
Popina and Kaluka cleared the table as if someone had died at dinner because of them.
66405.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზი ისევ მაგიდასთან იჯდა და სვამდა.
Parnaoz stayed sitting at table, drinking.
66406.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ ღვინო არ ეკიდებოდა, არ უსრულებდა საწადელს.
But the wine had no effect, it didn't do what he required of it.
66407.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მას კი დათრობა უნდოდა, არაფერზე რომ აღარ ეფიქრა, გონება რომ დაეკარგა, გული რომ შეჰღონებოდა და მძორივით გაეთრიათ.
He wanted to get drunk, to stop thinking about anything, to lose consciousness, to faint and be dragged out like a corpse.
66408.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
უნდოდა, მძორივით უგრძნობელი ჩაეგდოთ საწოლში, თუკი იქ იყო მისი ადგილი და სხვა გამოსავალი არ არსებობდა.
He wanted to be put to bed, as insensitive as a corpse if that was his place and he had nowhere else to go.
66409.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
იმ საწოლში ფარნაოზს ძილი აღარ ეწერა, მეტს ვეღარ ითვალთმაქცებდა.
Parnaoz was not meant to sleep in that bed, he could pretend no longer.
66410.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ისედაც საკმარისად წაებილწა და დაემცირებინა იგი თავისი თვალთმაქცობით.
His hypocrisy had sickened and humiliated him enough.
66411.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსამ უკანასკნელი უკან დასახევი გზაც გადაუჭრა.
Popeye had cut off his retreat.
66412.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
უკანასკნელი საშუალებაც წაართვა იმისა, ინოსთან შეხვედრა სიზმრად, კოშმარად, ოცნების აბდაუბდა მონაჩმახად ჩაეთვალა.
He had removed his last chance of seeing the meeting with Ino as a dream, a nightmare, nonsensical fantasy.
66413.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მას სხვანაირად ჰქონდა წარმოდგენილი ინოსთან შეხვედრის დღე, სხვანაირად ეხატებოდა.
He had imagined the day he met Ino would be different, he had portrayed it differently.
66414.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თუმცა არ სჯეროდა, როდისმე მართლა თუ გათენდებოდა იგი.
Although he didn't believe that such a day would ever dawn.
66415.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გათენდა და დაღამდა კიდეც.
It had dawned, and night had fallen on it, too.
66416.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ერთი კვირის წინათ დაღამდა, სამუდამოდ, სამარადჟამოდ, უიმედოდ, უკვალოდ და სამარცხვინოდ.
Night had fallen a week ago, for all eternity and to his shame, without hope or trace.
66417.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზმა იმ დღეს უკანასკნელი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.
On that day Parnaoz had let his last chance slip out of his hand.
66418.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
უკანასკნელი შესაძლებლობა თავის მართლებისა, დანაშაულის გამოსყიდვისა და ნამდვილი, ჭეშმარიტი ბუნების გამომჟღავნებისა.
Last chance to justify himself, to redeem his wrongdoing and to reveal his real true nature.
66419.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზმა იმ დღეს დაჰკარგა ინო, იმ დღეს გასწირა საბოლოოდ.
That day Parnaoz lost Ino, finally sacrificing her.
66420.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სწორედ იმ დღეს უნდა გამოეყვანა, ძალით უნდა გამოეთრია ათასი კაცის გახრწნილი ვნებით აშმორებული ოთახიდან.
That was the day he should have taken her, dragged her from a room besmirched by a thousand men's depraved passion.