მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66421.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
და მასთან ერთად დასდგომოდა უსასრულო გზას, რომელიც წარსულამდე არსებულ დროში გადაიყვანდათ, პატარა მღვიმეში.
And together with her have started the endless path to take them back to the past in real time, to the little cave.
66422.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რადგან სწორედ იქ შეეძლებოდათ ეცხოვრათ ისე, როგორც ოდესღაც ცხოვრობდნენ ადამიანები.
There they could have lived as human beings once lived.
66423.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თამამად და თავისუფლად, საკუთარი თავის იმედით, ნადირის შიშითა და მზის სიყვარულით.
Bold and free, relying on themselves, fearing wild animals and loving the sun.
66424.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
და, რაც მთავარია, რწმენით, რომ ხვალაც ერთად გაიღვიძებდნენ, ჩანავლებული, მაგრამ ჩაუქრობელი კერიის პირას.
And, above all, sure that they would wake up the next day together by the embers of an undying fire.
66425.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მის მარადიულ სითბოს მიფიცხებულნი, როგორც ლეკვები დედის მუცელს.
Warmed by its eternal heat, like puppies against their mother's belly.
66426.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ ეს ოცნება იყო, ფუჭი ოცნება.
But this was a dream, a futile dream.
66427.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რაც არ უნდა ეფიქრა და ეჭოჭმანა ფარნაოზს, მეორე გულით, უფრო ამტანი, მოურიდებელი გულით იცოდა, ვერასოდეს მოიქცეოდა ასე.
Whatever Parnaoz thought, however much he dithered, in the more enduring and firmer half of his heart he knew he would never do this.
66428.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გინდაც ათჯერ, ათასჯერ განმეორებულიყო ინოსთან შეხვედრის დღე.
Even if the day he met Ino were to recur ten or a thousand times.
66429.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რომელიც ისეთივე სინამდვილე იყო, როგორც ყველა დანარჩენი, რაც მისთვის განეკუთვნა ბუნებას.
It was no more real than all the other days typical of his nature.
66430.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ეს დღეც მისი საკუთრება იყო და როგორმე უნდა გადაეტანა.
This day was his in particular and he had to live with it.
66431.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
აკი გადაიტანა კიდეც.
And he had lived with it.
66432.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ინოს ხელი ჰკრა, სამუდამოდ შეაქცია ზურგი და ოჯახს მოაშურა.
He had pushed Ino away, turned his back on her for ever and rushed to be with his family.
66433.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რადგან ინოს ოთახისა თუ სამარხის კართან ვიღაც გარეწარი აიტუზა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, როდის დაიამხანაგებდა ფარნაოზს.
Because outside Ino's room, or burial place, lurked a rogue desperate to be pally with Parnaoz.
66434.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზს კი შეეშინდა და სწორედ მაშინ გახდა გარეწარიც, მოღალატეც, თვალთმაქციცა და უსინდისო.
Parnaoz took fright, and then he too became a rogue, a traitor, a shameless hypocrite.
66435.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თუმცა ამით, როგორც მერე კუსამაც განუმარტა, სხვებს დაემსგავსა და იმ სხვებთან ცხოვრების უფლებაც მოიპოვა.
As Popeye later explained to him, that made him like other people and entitled him to live with them.
66436.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სამაგიეროდ, სამუდამოდ დაჰკარგა ის, რასაც ვეღარაფერი შეუცვლიდა, რადგან მისი შემცვლელი არც არსებობდა.
But he lost forever something quite unique since there was no replacement.
66437.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მან ოცნების უფლება დაჰკარგა, ოცნებისა და სიყვარულის.
He had lost the right to dream and to love.
66438.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ერთიცა და მეორეც ხელის გაუნძრევლად მოინდომა და იმიტომ, მსხვერპლის გაუღებლად.
He had wanted both rights, but wouldn't lift a finger for either or make any sacrifice.
66439.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ღვინო რაღას უშველიდა, ან როგორ მოეკიდებოდა, როცა მისი სული ფხიზლდებოდა ახლა, ნელა, ტანჯვითა და წამებით ახელდა ცისხელა თვალს.
How could wine help or even affect him when his mind was so soberly, slowly, tortuously and painfully opening his eyes as wide as the sky.
66440.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
და ფარნაოზი სულის თვალით ინოს ხედავდა.
And Parnaoz's inner eye could see Ino.