მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66481.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რადგან მაღლა უნდოდა ასვლა, მაღლა ეგულებოდა თავშესაფარი, მისი იმედის, ოცნებისა და იმედის საგანძური.
Because he had to climb higher to where he supposed his refuge to be, the treasury of his hope and dream.
66482.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
როგორმე უნდა მიეღწია იქამდე და მიაღწევდა კიდეც, რადგან ადამიანი იყო და სხვა გზა არ ჰქონდა.
Somehow he had to get there, and he would, since he was human and had no choice.
66483.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ნათრევი და ნაწვალები, მრავალგზის ხელმოცარული, ათას განსაცდელში გამოვლილი, ხანგრძლივი ტყვეობიდან თავდაღწეული.
After drudgery, torment and much disappointment, undergoing countless ordeals, escaping from years of captivity.
66484.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ის იმ განძის სანახავად მიდიოდა, ოდესღაც, მისთვის უკეთეს დროს, შავი დღისთვის რომ გადაემალა.
He would see a treasure which, in better times, he had hidden for a rainy day.
66485.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
დამარხულმა განძმა გააძლებინა დღემდე, ის რომ ეგულებოდა, იმიტომ არ ეთელვინებოდა, იმიტომ არ ეკვლევინებოდა ცხოვრებას.
Buried treasure had enabled him to hold out; knowing this had saved him from being trampled down and killed by life.
66486.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ახლა მთავარია, გზა არ დაბნეოდა და განძიც ხელუხლებელი დახვედროდა.
Now it was important not to lose his way and find the treasure untouched.
66487.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
დიდი დრო გასულიყო იმ დღის მერე, როცა განძი აქ ამოიტანა და იმ იმედით მიაბარა მიწას, არასოდეს რომ არ დასჭირდებოდა.
Much time had passed since he had taken the treasure up there and entrusted it to the earth, thinking he would never need it.
66488.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მღვიმე ადვილად იპოვა, თუმცა, არც უძებნია, თურმე თავიდანვე მისკენ მოდიოდა, რადგან გულს მოჰყავდა, გული უწევდა მეგზურობას.
It was easy to find the cave: he didn't even have to search, as if he had come straight to it, led and guided by his heart.
66489.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ დაინახა თუ არა მღვიმე, ფეხი მოეკვეთა, რადგან ქაჯური, არაადამიანური, არარსებული ალღოთი იგრძნო, მღვიმეში ვიღაც იყო.
But as soon as he saw the cave, he felt weak at the knees: a demonic, non-human, non-existent intuition told him that someone was there.
66490.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გრძნობას, რომელიც ფარნაოზს დაეუფლა, შიში არ ეთქმოდა.
The feeling Parnaoz experienced couldn't be called fear.
66491.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ შიშსა ჰგავდა, დამბორკველი, ყოველგვარი აღტკინების ჩამაქრობელი და გამაბითურებელი ძალით.
But it was like fear, shackling him, extinguishing all enthusiasm, making him feel duped.
66492.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზი მაინც შევიდა მღვიმეში, შეწყალების სათხოვნელად მოსულ ტყვესავით, წელში მოხრილი და წინასწარ შეგუებული ყოველგვარ მოულოდნელობას.
Nevertheless, he entered the cave, like a prisoner who has come to ask for mercy, bent double and prepared to accept the unexpected.
66493.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
უნდა შესულიყო, გინდაც სახეში ძუ მგელი სცემოდა, გველი შემოხვეოდა კისერზე, ანდა ავაზაკს ხანჯალი ეტაკებინა მუცელში.
He had to enter, even if a she-wolf were to leap on his face or a snake coil round his neck, or an outlaw's dagger stab his belly.
66494.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
წელში რომ გაიმართა, ორი ყვითელი ლაქა დაინახა, თითქოს კაცის ფეხის ხმაზე მღვიმის სულმა თვალები დააჭყიტაო.
When he stood up straight he saw two yellow spots, as if the spirit of the cave had opened its eyes at the sound of a man's feet.
66495.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ლაქები უცებ გაქრა და ფარნაოზმა საშინელი დარტყმა იგრძნო მკერდში.
The spots suddenly vanished and Parnaoz felt a terrible blow in his chest.
66496.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პირველად ვერც მოისაზრა, რა მოხდა, ეგონა, თვითონვე შეასკდა კედელს, სიბნელისაგან დაბრმავებული.
He could not at first think what had happened, it seemed that blinded by the darkness, he'd bumped into the wall.
66497.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მერე ჩლიქების ფხაკუნი გაიგონა და ორმა ყვითელმა ლაქამ მღვიმის მეორე კუთხეში გაიელვა.
Then he heard the clattering of hooves and the two yellow spots flashed in another corner of the cave.
66498.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზი დამშვიდდა, მღვიმეში რომელიღაც უწყინარი ცხოველი აფარებდა თავს.
He calmed down: some harmless animal was sheltering in the cave.
66499.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
უცხო სტუმრის გამოჩენას ისე დაეფრთხო, დაუფიქრებლად მიატოვებდა აქაურობა, რაღა თქმა უნდა, თუკი ეს უცხო სტუმარი ამის ნებას მისცემდა.
And it had been startled by the arrival of an alien visitor and was about to leave, assuming that the alien visitor would let it.
66500.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ერთი წამით მაინც მოშორდებოდა გასასვლელს.
And if he would back away, just for an instant, from the exit.