მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66581.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ერთი თხის მწყემსვა მაინც უნდა შეძლებოდა, თუკი მართლა აპირებდა ახალი ცხოვრების დაწყებას.
He should be able to watch over one goat if he really meant to start a new life.
66582.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზს სახლი დაავიწყდა, გულაღმა იწვა მღვიმის ქვის იატაკზე და გაღიმებული უსმენდა თავის მეგობარ ფიქრს.
Parnaoz forgot his house, lay on his back on the cave's stone floor and followed his own amiable idea.
66583.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ის კი ათასჯერ გარდაცვლილი და ათასჯერ ხელახლა დაბადებული კაცის დამაჯერებლობით უხსნიდა, უმარტავდა და უმტკიცებდა.
It explained, expounded and proved to him, with the credibility of a man who had died and been reborn countless times.
66584.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რომ სრულებითაც არ იყო გასაკვირი, თუ ერთ მშვენიერ დღეს ინოც ამოვიდოდა აქ.
That it would not be at all amazing if Ino came up here one fine day.
66585.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
განა ზღვაში გადაგდებული ქვა სამუდამოდ ქრება, სამუდამოდ იკარგება?
Does a stone thrown into the sea vanish, to be lost for ever?
66586.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
არა, არც ქრება და არც იკარგება, უბრალოდ, მისი დანახვა აღარ შეგვიძლია, რადგან წყალშია ჩაძირული.
No, it does not vanish, nor is it lost; it simply disappears from sight because it sinks in the water.
66587.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„მაგრამ, შეიძლება, ვიღაცამ წყალში ჩაყვინთოს და სწორედ ის ქვა ამოიღოს, ჩვენ რომ სამუდამოდ დაკარგული გვეგონა“ - ამბობდა მეგობარი ფიქრი.
"But someone may dive into the water and bring up the stone which we thought was lost for ever", - said the friendly idea.
66588.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზს ისე მოსწონდა, ისე აღელვებდა მეგობრის ნალაპარაკევი, მართლაც უსასრულოდ შეეძლო ესმინა.
Parnaoz was so pleased and excited by these friendly words that he could not stop listening to them.
66589.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
შეეძლო წოლილიყო ასე, გულაღმა გაშოტილი, საკუთარი სხეულის სიმძიმით გაჩენილ ღრმულში.
He could lie stretched out in a hollow created by the weight of his own back.
66590.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ძნელი დასაჯერებელი იყო, მართლა ისე რომ მოხდებოდა, როგორც მისი მეგობარი ამბობდა.
It was incredible that things were happening just as the friendly voice said.
66591.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ მაინც იყო მის ნალაპარაკევში იმედის თოკის ნაგლეჯი, რომელსაც ყველა, ფარნაოზის დღეში მყოფი, დაუფიქრებლად ჩასჭიდებდა ხელს.
But its words were a fragment of the rope of hope which anyone in Parnaoz's state of mind would not hesitate to clutch.
66592.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზსაც ეძნელებოდა გაეშვა ხელი ამ თოკისთვის, მაგრამ იძულებული იყო, დროებით მაინც მოქცეულიყო ასე.
Parnaoz found it hard to let go of this rope, but he had to, at least for a time.
66593.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რადგან იქ, ქვევით ბიჭი ეზრდებოდა და იმ ბიჭსაც სჭირდებოდა ხელის ჩასავლები, სანამ სიარულს ისწავლიდა და წელში გაიმართებოდა.
Because down below he had a growing son and the boy needed support until he had learnt to walk and stand up straight.
66594.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზის გაგარეულება დიდი ხანია შეემჩნიათ ოჯახში.
The family had long ago noticed that Parnaoz had gone feral.
66595.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თინა ძველებური მუყაითობით დასტრიალებდა ჯამ-ჭურჭელსა და კერას.
Tina was as busy as ever in the house with pots, pans and the hearth.
66596.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ პოპინასა და ქალუკას თავზარს სცემდა მის გულში დატრიალებული ცეცხლის გუგუნი.
But the fire blazing in her heart horrified Popina and Kaluka.
66597.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ორივენი ქალები იყვნენ და ორივეს გამოეცადა უგულებელყოფის სიმწარე, სიმარტოვის ყინვა და ეკალი.
They were both women with experience of bitter rejection, icy solitude and life's thorns.
66598.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თინა უბედური იყო, უიღბლო - მისი ბედი ორ სულელ დედაკაცს გადაეწყვიტა, თავიანთთვის სასარგებლოდ.
Tina was unhappy, and felt forsaken by fate: her destiny had been decided by two foolish women for their own advantage.
66599.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რადგან მათ უფრო სჭირდებოდათ თინა, ვიდრე თინას ისინი.
Because they needed Tina more than she needed them.
66600.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თინასთვის არც უკითხავთ, თანახმა თუ იყო მათი რძლობისა, არც ფარნაოზისთვის უკითხავთ რამე.
They never asked Tina if she consented to be their sister-in-law, nor did they ask Parnaoz.