მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66681.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ის „რაღაცაც“ ამ ჭიშკრის იქით არსებობდა მხოლოდ.
That "something" existed only inside the gate.
66682.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
როცა თინამ ჭიშკრის სახელურს მოჰკიდა ხელი, გული ისევე აუთრთოლდა, როგორც იმ დღეს, ფარნაოზის ცოლი რომ გახდა.
When Tina took hold of the handle, her heart quivered as it did on the day that she became wife to Parnaoz.
66683.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„აი, ჩემი სახლიო“ - მაშინაც და ახლაც ასე გაიფიქრა თინამ და ეზოში შევიდა.
"Here it is, my house", - Tina thought then and now as she entered the yard.
66684.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
უკვე სახლთან მისული, უკანვე გამობრუნდა, პოპინას გაუქმებულ სამღებროზე მიყუდებული ცოცხი აიღო.
Coming up to the house, she turned back, picked up a broom leaning on Popina's disused dye-house.
66685.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მოკირწყლული ბილიკიდან ხმელი ფოთლები გადახვეტა.
She swept the dry leaves from the paved path.
66686.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თინა არ აპირებდა რაიმეს შეცვლასა და გამოსწორებას.
Tina had no intention of changing or correcting anything.
66687.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სამაგიეროდ, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, დასასრულისთვის დაეცადა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო იგი.
She had in fact firmly decided to wait for the end, whatever that was.
66688.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გული უგრძნობდა რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო, ყველას რომ შეძრავდა, შეაძრწუნებდა.
Intuition told her that something extraordinary was about to happen which would shake and horrify everybody.
66689.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ბოლოს და ბოლოს, ტაძარი ინგრეოდა, მოთმინების ტაძარი, სიჯიუტის ქვითა და კირით ნაშენი.
Finally, the temple would collapse, the temple of patience, built with the stones and mortar of stubbornness.
66690.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თინაც ამ ტაძრის კედლებთან ერთად იზრდებოდა და მტკიცდებოდა.
Tina had grown up and been formed by that temple's walls.
66691.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ ბავშვური გულუბრყვილობითა და ოცნებით წამოწყებული მშენებლობა თანდათან სხვა მნიშვნელობას იძენდა.
But the childish naivety and dreams that were its foundations had gradually taken on another role.
66692.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თუკი თინა ფარნაოზის შემოტყუებას შეძლებდა, მაშინ ეს ტაძარი მათთვის და მათი შვილებისთვის ყველაზე გამძლე და სამუდამო თავშესაფარი უნდა ყოფილიყო.
If Tina could lure Parnaoz into this temple, then it could be for them and their children a most mighty and permanent refuge.
66693.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თინამ მართლაც შეუძლებელი შეძლო, მაგრამ ტაძარმა ვერ გაამართლა თავისი დანიშნულება.
Tina had done the impossible, but the temple hadn't fulfilled its purpose.
66694.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
საკირედ იქცა, სატუსაღოდ, საცხედრედ...
It had become a lime kiln, a prison, a morgue…
66695.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ალბათ, რაღაც დააკლო ანდა გადააჭარბა თინამ, რაღაც ვერ გაითვალისწინა, მაგრამ ამის გამოსწორება უკვე გვიანღა იყო.
Tina must have left something out or put too much in, or failed to take account of something, but it was too late to put that right.
66696.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ეს ტაძარი ან ასეთად უნდა დარჩენილიყო, ან საერთოდ უნდა დანგრეულიყო, და ინგრეოდა კიდეც.
Either the temple stayed as it was, or it fell apart altogether, and it was falling apart.
66697.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თინა უკვე შეჩვეოდა ამ აზრს.
Tina was now used to the idea.
66698.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ გული კი არ წყდებოდა, სინანულს კი არ გრძნობდა.
But she was neither heartbroken nor remorseful.
66699.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ჩამონგრეული კედლების გრუხუნის მოლოდინში ძნელად ასახსნელი სიხარულითა და მოუთმენლობით ცახცახებდა.
She felt an inexplicable joy waiting for the crashing of collapsing walls and was impatiently trembling.
66700.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
იმ ბავშვივით, ხის მოჭრას რომ ადევნებს თვალს.
Like a child watching a tree being cut down.