მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66701.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ერთი სული აქვს, აქანავებული, ატორტმანებული ხე როდის დაენარცხება მიწაზე გაფარჩხული ტოტების ლაწალუწით.
She is desperate to see the swaying, quivering tree come crashing down to earth to the sound of branches being smashed.
66702.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თინას მოლოდინი ოჯახის დანარჩენ წევრებსაც გადასდებოდა.
Tina's expectations affected the other members of the family.
66703.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ყველას გასჩენოდა ავი წინათგრძნობა და ყველა თავისებურად წუხდა.
They all had forebodings, all worried in their own way.
66704.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სახელი ვერ დაერქმიათ, არ იცოდნენ, რას ნიშნავდა იგი, რას მოასწავებდა.
They could not put a name to what was in store for them: they did not know what it meant.
66705.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გაურკვევლობა კი უარესად აფრთხობდათ, ერთმანეთს თვალს არიდებდნენ.
Not knowing alarmed them more; they avoided each other's gaze.
66706.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ღობე-ყორეს ედებოდნენ, როგორმე რომ ჩამოთავებულიყო თითქოს მათ ჯიბრზე გაწელილი დღე.
They built up walls between one other, in order to get through the day somehow, a day that seemed to be against them.
66707.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სადაც ძეძვის მეტი არაფერი ხარობდა, თვალს მაინც რომ დაესვენა, და სადაც დაუნდობელი ტურები გათენებამდე ყურისწამღებად ჩხაოდნენ.
Where nothing but thorns grew, but where there was no rest until dawn from the deafening, unrelenting howls of the jackals.
66708.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პოპინამ სასაფლაოზე სიარულს მოუხშირა, დღეს არ აცდენდა.
Popina went walking to the cemetery more often, never missing a day.
66709.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
საქმეც რომ ჰქონოდა შინ, მაინც იქ წასვლა ერჩია, თითქოს საქმე მოიცდიდა, მიცვალებულები კი ვერა.
However much housework she had, she preferred to be there, as if work could wait, but the dead could not.
66710.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„რა ვქნა, წუხელაც დამესიზმრნენ“.
"I can't help it, I dreamed of them last night".
66711.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„ისეთი სახე ედო მამაჩემს, მთელი ღამე ტირილში გავატარე, რაღაცა აწუხებს და ვერ გამიგიაო“ - თავს იმართლებდა პოპინა.
"Father looked so awful that I spent all night crying, something bothers him, but I couldn't understand", Popina said in explanation.
66712.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სინამდვილეში კი თვითონ აწუხებდა რაღაცა და ვერ გაერკვია, ეს წუხილი ერეკებოდა შინიდან, წუხილი და ავი წინათგრძნობა.
In fact, something bothered her and she couldn't work out whether the worry came from home or was a foreboding.
66713.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თითქოს მოსალოდნელ უბედურებას მშობლების სიახლოვეს უფრო ადვილად აარიდებდა თავს.
She seemed to be better able to deal with an expected misfortune if she was close to her parents.
66714.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მკვდარი მშობლები უფრო საიმედონი გამხდარიყვნენ, ვიდრე ცოცხალი ნათესავები.
Her dead parents had become more of a support than her living relatives.
66715.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რადგან უბედურება მხოლოდ ცოცხლებისგან იყო მოსალოდნელი, ცოცხლებისგან და ცოცხლებისთვის.
Because misfortune could only come from the living and to the living.
66716.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პოპინას ძველმა შიშმაც გაუხსენა, ყველას დამფრთხალი შესცქეროდა თვალებში, ყველას ეფერებოდა.
Popina recalled her deep-seated fears; she looked everyone in the eyes with alarm, she tried to please everybody.
66717.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რადგან არ იცოდა, ვისგან ან ვისთვის მზადდებოდა უბედურება, რასაც ავი წინათგრძნობა ყოველდღე უდასტურებდა.
Because she did not know from whom and to whom misfortune was coming, a misfortune which her premonitions confirmed every day.
66718.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
არც წყვილი კვიპაროსი ავიწყდებოდა, სისხლით ბანდა ქერცლიან წვივებს.
She didn't forget the twin cypresses and bathed their rugged bases with blood.
66719.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
იქნებ ასე, ყველას ფერებითა და სამსახურით, მოეგო ღმერთების გული და ოჯახი გადაერჩინა.
By caring for and serving everybody, she hoped to win over the gods and keep the family intact.
66720.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სხვა რა შეეძლო, რა ეღონა?
What else could she do or was she capable of?