მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66721.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
დიდი-დიდი მშობლებთან თუ მოყვებოდა თავის გასაჭირს, თუმცა ყველაფრის თქმას იქაც ერიდებოდა.
At most, she could tell her parents of her woes and even there she was reluctant to tell everything.
66722.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
საწყენსა და საჩოთიროს განგებ მიაფუჩეჩებდა ხოლმე, გული რომ არ დაეწყვიტა და ზედმეტად აღარ შეეწუხებინა ისინი.
She only hinted at what hurt and embarrassed her, deliberately, so as not to upset or distress her parents too much.
66723.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
აკლდამას რომ გამოგვიდა და ფილაქანზე წყალს მოაპკურებდა, რომელიმე ლოდზე ჩამოჯდებოდა, გაიღიმებდა.
When she swept out the mausoleum and watered the paving stones, sitting on a rock, she would smile.
66724.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თითქოს მართლა დაინახა მშობლებიო, და მოყოლას იწყებდა, წყნარად, თანამიმდევრულად, ისე, რომ საკუთარი ხმისთვისაც ესმინა.
As if she really could see her parents, and she would begin to talk to them, softly, systematically, listening to her own voice.
66725.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რათა სწრაფად შეძლებოდა შერბილება ანდა გამოსწორება, თუკი, ლაპარაკით გართულს, რამე მშობლებისთვის არასასიამოვნო წამოსცდებოდა.
So that she could soften or correct anything that slipped out which might displease her parents.
66726.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
დარწმუნებული იყო, მშობლები გულისყურით უსმენდნენ.
She was sure her parents listened attentively.
66727.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ისიც ცდილობდა, ყოველი სიტყვა მკვდრებისთვის უფრო სასიამოვნო და ადვილად მოსასმენი გაეხადა.
She tried to make every word as pleasant and acceptable to the dead as possible.
66728.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პატარა უხეირომ რომ გაიარა, პოპინა იმ დღესაც გაიქცა სასაფლაოზე.
The day that little Ukheiro learned to walk, Popina ran to the cemetery.
66729.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
იქაურობა დააწკრიალა, ლოდზე ჩამოჯდა, ხელები კალთაში ჩაიწყო.
She made everything sparkling clean, sat on a rock, laid her hands in her lap.
66730.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
და თქვა: ორივესთვის მომილოცავს, დღეს პატარა უხეირომ გაიარაო.
And she said, "Congratulations to both of you: today little Ukheiro started walking".
66731.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
უკვე დიდი ბიჭია - ხმა გაუთბა პოპინას და ენად გაიკრიფა.
"He's a big boy now", said Popina's voice, warmer now; her tongue loosened.
66732.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
უკვე კბილებიც გამოეჭრა. რა არის, იმის ენამ რომ არ თქვას.
He's cut his first teeth. And there's nothing he can't say.
66733.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
იმ დღეს შუბუმ მაყვალი ამოიტანა ვენახიდან, სახეში ჩახედა და უთხრა: თუ იცი, რატომ გქვია უხეიროო.
The other day Shubu brought some blackberries from the vineyard, and looked him in the face to ask him, "Do you know why you're called Ukheiro?"
66734.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
არც კი დაფიქრებულა, პაპაჩემსაც უხეირო ერქვა და იმიტომო, პაპაჩემი მეომარი იყო და მეც მეომარი უნდა გამოვიდეო.
He didn't stop to think; he said, "Because my grandfather was called Ukheiro, grandfather was a warrior and I'm going to be a warrior, too".
66735.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სიცილით დაგვხოცა.
We nearly died laughing.
66736.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
შუბუ კი ხანჯალს დაჰპირდა.
Shubu's promised him a dagger.
66737.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რა შეგეშინდათ?
No need to be frightened.
66738.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ნამდვილს კი არა, ხისას.
Not a real one, a wooden one.
66739.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თუ სულ ასეთი კარგი ბიჭი იქნები, ისეთი ხანჯალი უნდა გამოგითალო, ამირანსაც რომ შეშურდესო.
If you're always such a good boy, I'll carve you such a good dagger that will be the envy of Prometheus himself.
66740.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ის იყო და ის, ვეღარ მოვაშორეთ შუბუს.
After that we couldn't keep him away from Shubu.