მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66781.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
იმიტომ, რომ შენს შვილს უკეთესი ქმარი ეკუთვნოდა, არა?
That your daughter should have had a better husband, is that it?
66782.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
არა, მამაჩემო, ყველანი ჩვენზე უკეთესები არიან.
No, father, anyone is better than us.
66783.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ჩვენ ვიღაცამ დაგვწყევლა, რაღაც ცოდვა დაგვატეხა თავზე.
Someone has cursed us, we carry the sin for something.
66784.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ისე გაგვაბრუა, ვეღარც კი ვამჩნევთ, კიდევ რომ ცხოვრობს ჩვენს გარშემო ხალხი.
We're too confused to notice that there are other people living, apart from us.
66785.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სხვებს რაღას ვუმწარებთ ცხოვრებას?
Why should we ruin other people's lives?
66786.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ყველას რაღაცა აქვს გასახარი, სტუმარი დაუდით, ჭირიც იციან და ლხინიც.
Everyone has something to be glad of: they have guests, they have both trouble and delight.
66787.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ჩვენთან კი ვინ მოვა, კუსასა და ზიარას მეტი, თუმცა ახლა ფარნაოზიც სტუმარი გაგვიხდა.
But who comes to see us apart from Popeye and Ziara? And now Parnaoz has become just a visitor.
66788.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მე ჩემს თავს აღარ ვჩივი, ან ვის რაში ვჭირდები, მაგრამ მარტო მე ხომ არა ვარ ცოცხალი?
I'm not complaining for myself any more, who needs me, but am I the only person alive?
66789.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
დედა რომ მომიკვდა, მეც მაშინ უნდა დავმარხულიყავი. ცოცხლად უნდა დავმარხულიყავი.
I should have been buried when my mother died: I should have been buried alive.
66790.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რატომ დამტოვე, დედაჩემო, რატომ?! არ გეცოდები, ახლა მაინც არ გეცოდები?!
Why did you leave me, mother, why? Aren't you sorry for me, at least aren't you sorry now?
66791.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რამე მაინც გესწავლებინა, არ იცოდი, სად მტოვებდი?!
You should have taught me something at least: didn't you know where you were abandoning me?!
66792.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
შენ რომ არ გეღალატა, იქნებ ჩემთვისაც გამორეულიყო ერთი ბედნიერი დღე, იქნებ ჩემი შვილიც აღარ მოშხამავდა ქვეყანას!
If you hadn't betrayed me, perhaps I might have had a day's happiness, perhaps my son wouldn't be poisoning everything around him.
66793.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ჩემი შვილი ხომ შხამიანია, დედაჩემო, გველის შხამი აქვს ენის ქვეშ.
My son is poisonous, mother, he has snake's venom under his tongue.
66794.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
როგორ უნდა იცხოვროს ასე, ვის დაეწვება გული?
How can he live like that, who can possibly care for him?
66795.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ცოდვის შვილია და იმიტომ, ჩემი შვილია და იმიტომ მეცოდება, მე გავაჩინე ასეთი.
He's the child of sin, that's why; he's my son, that's why I'm sorry for him, sorry I gave birth to such a child.
66796.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გველკაცია ჩემი შვილი, დედაჩემო, გველკაცი.
He's a snake of a man, mother, a snake of a man.
66797.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რა მექნა, მითხარი, ან სად გავქცეულიყავი, გაქცევაც რომ არ შემიძლია!
Tell me what I should have done, where I should have run to, now that I can't run away!
66798.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გაქცევა კაცების საქმეა, ყველა კაცი გარბის, ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი.
Running away is for men, every man runs away, they all have running away in mind.
66799.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ხომ ასეა, მამაჩემო? ნეტავ შენც შეგძლებოდა გაქცევა.
That's true, isn't it, father? I bet you wish you could have run away.
66800.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რომ არ შეგეძლო, იმიტომ ჩამოხმი ზეზეურად, მაგან გადაგრია.
Because you couldn't, so you withered up, that's what drove you mad.