მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66841.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, თავის სანაცვლოს დატოვებდა, თვითონ კი გაიქცეოდა.
If everything went smoothly, he would leave a replacement for himself even if he did run away.
66842.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ისიც კაცი იყო და, ასე თუ ისე, მის ძარღვებშიც უხეიროს სისხლი წრიალებდა, ნაწილობრივ მაინც, იმდენი, რომ მოსვენება დაჰკარგოდა.
He was a man and, one way or another, Ukheiro's blood ran in his veins, at least in part, enough to give him no peace.
66843.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსამაც იცოდა, ბევრი რამე იყო დამოკიდებული ზიარაზე.
Popeye knew that a lot depended on Ziara.
66844.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ისე დატკბობოდა ცოლს, მათი ამბავი მეზობლებს სალაპარაკოდ ჰქონდათ გამხდარი.
He was being so nice to his wife that the neighbours had begun to gossip about it.
66845.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსამ სახლში მოიხედა, ქოხი ხელახლა გადაახურვინა, ეზოს ღობე შემოავლო და სახედარიც იყიდა.
Popeye took a look at his home, had the hovel re-roofed, the courtyard fenced in and even bought a donkey.
66846.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ზიარას რცხვენოდა ვირით სეირნობა ქალაქში.
Ziara was embarrassed riding a donkey through the city.
66847.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ისედაც მუშტისხელა, უარესად პატარავდებოდა და თავჩაღუნული, ჯიუტად ჩასცქეროდა ვირის გაფშეკილ ქეჩოს.
Tiny as she was, she looked even smaller, hanging her head as she stared at the donkey's mane.
66848.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსა კი გაღიმებული მიუძღოდა ვირს და ტომარასაც განგებ უფრო ხმამაღლა აჟღრიალებდა, ყველას რომ მიექცია მათთვის ყურადღება.
Smiling, Popeye led the donkey and deliberately jingled his sack louder to make everyone pay attention.
66849.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ერთ დღეს კი ზიარას ცოცხი ხელიდან გამოართვა, ქოხი თვითონ გამოგავა და უთხრა: თუ ცოცხალ ბავშვს გამიჩენ, საერთოდ აღარ გცემო.
One day he even took the broom from Ziara's hand and swept the hovel himself, saying: If you give me a live child, I'll stop hitting you altogether.
66850.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პოპინამ ყველაფერი იცოდა, რადგან ზიარა არაფერს უმალავდა დედამთილს.
Popeye knew all this, because Ziara hid nothing from her mother-in-law.
66851.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გუშინ ეს მითხრა და ასე და ასე მომექცაო, მაშინვე ჩაუკავლავდა ხოლმე.
He said that to me yesterday, he did this and that to me, she would blurt out.
66852.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პოპინამ ისიც იცოდა, მისი შვილი რატომ ანებივრებდა.
Popina knew why her son was being so indulgent to her.
66853.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
დაჰფოფინებდა თავზე ზიარას, ქმრის ყურადღებასა და ორსულობას ერთნაირად რომ დაემრგვალებინა და გაელამაზებინა კიდეც.
He fussed over Ziara, whom her husband's attention and pregnancy had made plumper and prettier.
66854.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ზიარას კუსასთვის გაქცევის უფლება უნდა მიეცა.
Ziara had to give Popeye a pretext for running away.
66855.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ასე ფიქრობდა პოპინა, რადგან, მისი აზრით, კაცები შვილებს იმიტომ აჩენდნენ, თვითონ რომ გაქცეულიყვნენ.
That's what Popina thought, because in her opinion men had children so that they could then run away.
66856.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თითქოს ახალშობილის ჭყავილი ის იდუმალი და ნანატრი ნიშანი იყო, რომელიც მათი ჟამის დადგომას აუწყებდათ.
As if the bawling of a newborn baby was some mysterious, longed-for sign announcing their time.
66857.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
როგორც მამლის ყივილი აუწყებდათ გათენებას.
As a cock crow announced the dawn.
66858.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პოპინას აზრით, მხოლოდ ამ ნიშნის მერე იწყებდნენ კაცები ცხოვრებას.
Popina believed that only after that sign did men begin life.
66859.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ნამდვილ მამაკაცურ ცხოვრებას, უაზროს, უსასთუმლოს და უქალებოს, ქარივით სწრაფსა და თავისუფალს.
A real man's life, with no sense, with nowhere to lay their head, with no women, as fast and free as the wind.
66860.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მათი ნაშიერის ჭყავილით გათენებული დღე მათი მოვალეობის აღსრულებასაც ნიშნავდა და მათი უკანასკნელი, მხოლოდ მათთვის განკუთვნილი დღის დადგომასაც.
The day that dawned when their offspring bawled meant the end of their obligations, and the start if their last day, belonging only for them.