მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66801.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თუ კვდებოდით, ფარნაოზს რაღას აჩენდით?
But why did you have Parnaoz when you were both dying?
66802.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზი ხომ ჩემზე უბედურია, ჩემზეც და შენზეც, მამაჩემო, შენი შვილია და ისიც შენ დაგემსგავსა.
Parnaoz is more unhappy than me, than me or you, father; he's your son and he's like you.
66803.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ იმას გული აქვს დამსხვრეული, გულისთვის ვერ მოუყრია თავი, მამაჩემო.
But his heart is broken, and that's why he hasn't been able to do anything.
66804.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
იმ დღეს თინამ ვეღარ შეიკავა თავი და აკი უთხრა, „რა ვქნა, ეტყობა, არ ყოფილა საშველი".
A day or two ago Tina couldn't stop herself telling him, quite rightly, "What can I do? There seems to be no way out, I can't stop you any more".
66805.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
აღარ შემიძლია შენი შეკავება და რაც მოგივიდეს, თავს დააბრალეო, შენ არც ცოლი გინდა და არც შვილიო.
You can blame yourself for whatever happens to you, you don't want a wife or a son.
66806.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თავს იტყუებ, ძალით გვეპოტინები, რადგან იცი, რა მოგელის უჩვენოდ და გეშინიაო.
You're deceiving yourself, you force yourself to hang onto us, because you know and you're afraid of what is going to happen to you without us.
66807.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ან ჩვენ რას გვაწვალებ, ან თავს რაზე იწვალებო.
Otherwise, why do you torment us, or yourself for that matter?
66808.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მოსახდენი მაინც მოხდება და რაც ადრე მოხდება, უკეთესიაო, მამაჩემო.
What had to happen will happen, and the sooner the better. That's what she said, father.
66809.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
შენმა შვილმა კი ხმა ვერ ამოიღო, თავჩაღუნული იჯდა.
Your son couldn't say a thing, he sat there hanging his head.
66810.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გული დამეთუთქა, ლამის დავუყვირე, არ დაუჯერო-მეთქი, თინა განაწყენებულია და თვითონ არ იცის, რას ამბობს-მეთქი.
It really hurt me, I nearly yelled out: "Don't believe her, Tina's hurt and doesn't know what she's saying".
66811.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ მეც ენა დამება.
But I was tongue-tied, too.
66812.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რადგან თინა მართალია, მამაჩემო, ხომ მართალია თინა?
Because Tina's right, father, isn't she? Answer me.
66813.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მიპასუხეთ, რა ვქნათ, როგორ ვუშველოთ ფარნაოზს? შვილი გეღუპებათ, შვილი!
What do I do, how do I help Parnaoz? Your son is perishing, your son!
66814.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პოპინას ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლი.
Popina's tears were flowing.
66815.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თითქოს გუშინ დაემარხა მშობლები, თითქოს გუშინ დაობლებულიყო და საკუთარი საცოდაობით იწვოდა.
As if she'd buried her parents only the day before, as if she had been orphaned then and was full of self-pity.
66816.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სხვა რომ ვერაფერი გაეწყო, მუშტებით კაბის კალთას აწვებოდა, თითქოს ვერ დამშვიდდებოდა, სანამ არ ჩახევდა, სანამ არ ჩაფხრეწდა.
All she could do was to pull at her dress with her fists, as if she couldn't be calm until she'd torn and ripped it.
66817.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ხანდახან ისე აიქნევდა თავს, თითქოს არ მოსწონდა, არ აკმაყოფილებდა მკვდარი მშობლების რჩევა-დარიგება.
She shook her head several times as if displeased or dissatisfied by her dead parents' advice and instructions.
66818.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თუმცა ეს რჩევა-დარიგებაც მისსავე აღგზნებულ გონებაში იბადებოდა.
Even though this advice came from her own inflamed mind.
66819.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
- მეც ვიცი, რომ არაფერი არ ეშველება, მეც ვიცი, რომ ესეც ჩვენი ბედია, მაგრამ ვიყოთ ასე გულხელდაკრეფილნი?! - მოთქვამდა პოპინა.
"I know that nothing will do any good, I know that this is our fate, but do we just stand there with our arms folded?!" Popina lamented.
66820.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მშობლებთან ლაპარაკმა, ასე თუ ისე, მაინც დაამშვიდა, რაღაცისგან გათავისუფლდა, რაღაცა, ბალღამივით მწარე და მავნებელი, გამოიტანა ნათქვამმა სიტყვამ მისი არსებიდან და შვება აგრძნობინა.
Talking to her parents nevertheless made her calmer, as if she had shed a burden as bitter and harmful as bile.The words she had spoken took her out of herself and gave her relief.