მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66821.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პოპინა წამოდგა, კაბა გაისწორა.
Popina stood up, smoothed her dress down.
66822.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ნახევრად ხუმრობის კილოთი თქვა: ცოცხალს კაცი ლაპარაკს ვერ გაგიბედავდა, ახლა კი, გინდა თუ არა, მაინც უნდა მომისმინოო.
She said, half jokingly: When you were alive, nobody dared talk to you; now you have to listen to me, whether you like it or not.
66823.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მშობლების აკლდამიდან გამოსული პოპინა ძნელი, ბუნდოვანი სიზმრიდან თავდაღწეულს ჰგავდა.
Leaving her parents' mausoleum, Popina was like someone escaping from a trying, obscure dream.
66824.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
შინამდე არაფერი არ მოჰყვებოდა ხოლმე, ვერც თავის ნათქვამს იხსენებდა, ვერც მშობლებისას.
By the time she got home there was nothing left, she couldn't even recall what she'd said.
66825.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
არადა, დარწმუნებული იყო, მართლა იქიდან ბრუნდებოდა, მართლა ელაპარაკა მათთან, შეცვლით კი არაფერი იცვლებოდა: ეჭვი ისევ ეჭვად რჩებოდა, შიში კი - შიშად.
But she was sure that she was returning after talking to them, but nothing had changed: her doubts and her fears remained.
66826.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„ესენიც მასულელებენო“, - ფიქრობდა შინისკენ მიმავალი პოპინა.
"The two of them are making fools of me", - Popina thought when she got home.
66827.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„ყველაფერზე თავს მიქნევენ, არაფერში კი არ მეხმარებიანო“.
"They nod yes to everything I say, but don't help me at all".
66828.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ასე რომ, პოპინა სახლში ძველებურად დამფრთხალი და დაბნეული შედიოდა.
Popina was thus just as perturbed and confused at home as before.
66829.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ოღონდ უარესად გულმოკლული საკუთარი უმწეობითა და მკვდრების გულგრილობით.
But yet more distressed by her own weakness and the indifference of the dead.
66830.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
„იქნებ იქ უკეთესია ცხოვრება და ამიტომაც აღარ ადარდებთ ჩვენი ამბავიო“ - გაჰკრავდა ხოლმე პოპინას ამგვარი ფიქრიც.
"Perhaps life is better there, and that's why what's happening to us doesn't bother them", - it occurred to Popina.
66831.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
უნებურად ფეხს აუჩქარებდა, თითქოს ფიქრს გამოუსწრებდა და აღარ დააკაწვრინებდა თავს.
She quickened her pace, trying, as it were, to catch up with her thoughts and not let them tear her to pieces.
66832.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ცხოვრება გრძელდებოდა და არც მას ჰქონდა ამ ქვეყნიდან ასე იოლად წასვლის უფლება, რაც არ უნდა მომხიბვლელად დაეხატათ მისთვის მშობლებს საიქიო ცხოვრება.
Life went on: even she had no right to leave this world whenever she wished, however enchanting the picture she had of her parents' life in the other world.
66833.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, პატარა უხეირო არსებობდა და ზიარაც ფეხმძიმედ იყო.
Apart from anything else, there was little Ukheiro, and a pregnant Ziara.
66834.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მასაც ჰქონდა თავისი სიხარული, მართლა მთლად კი არ გასწყრომოდნენ ღმერთები.
She had her joys, the gods were not altogether angry with her.
66835.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ზიარას ფეხმძიმობის ამბავს პოპინა შეგნებულად უმალავდა მშობლებს.
Popina had deliberately kept the story of Ziara's pregnancy back from her parents.
66836.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ეშინოდა არ დაეთარსათ, აბუჩად არ აეგდოთ ღმერთებს მისი წინამასწარა სიხარული.
She was frightened the gods might jinx it and scorn her premature joy.
66837.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სიხარულით კი ძალიან უხაროდა.
In fact, she was joyful.
66838.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ზიარას მშობიარობას ბევრი რამე უნდა შეეცვალა, უპირველეს ყოვლისა კი მისი შვილი, მისი უბედური შვილი.
When Ziara gave birth that would change a lot of things, above all it would change her wretched son.
66839.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პოპინა დედა იყო და უთქმელადაც გრძნობდა, როგრ სტანჯავდა კუსას უშვილობა, როგორ უმატებდა გესლს და ამ გესლში როგორ იხრჩობოდა თვითონვე.
As a mother, Popina felt, without saying so, how Popeye suffered from being childless, how it intensified the venom and how that venom was choking him.
66840.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კუსას შვილი წამალივით სჭირდებოდა, ან გესლისგან განკურნავდა, ან გასაქცევ მიზეზს მისცემდა.
Popeye needed a child as medicine, it would cure him of the venom, or give him an excuse to run away.