მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66861.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ამიტომაც ეკარგებოდათ თავგზა, ამიტომაც ვერ ახერხებდნენ ამ დღის მშვიდობიანად დამთავრებას, იმასაც ვერ ახერხებდნენ, წესიერად მომკვდარიყვნენ.
That's why they lost track, why they couldn't even end the day peacefully, they couldn't die decently.
66862.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
კი არ კვდებოდნენ, იღუპებოდნენ და სხვებსაც ღუპავდნენ.
They didn't die, they perished and took others with them
66863.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
დაღუპვაც ისევე გარდაუვალი იყო მათთვის, როგორც განთავისუფლება, მაგრამ ამის მისახვედრად დროც აღარ რჩებოდათ.
Perdition was as inevitable for them as liberation, although they didn't have enough time to realise that.
66864.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სამაგიეროდ ქალები ხვდებოდნენ ამას, არა მარტო პოპინა, არამედ ყველა ქალი.
Instead, it was the women who understood, not just Popina, but any woman.
66865.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
აკი თინამაც უთხრა ფარნაოზს: შენი შეკავება აღარ შემიძლია, და რაც მოგივა, თავს დააბრალეო.
Tina was right to tell Parnaoz, "I can't stop you any more, and whatever happens to you, you can blame yourself".
66866.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თინამ იცოდა, რაც მოუვიდოდა ფარნაოზს, პოპინამაც იცოდა.
Tina knew what would happen to Parnaoz, so did Popina.
66867.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ამიტომაც გაცეცხლდა თინაზე, როგორ უბრალოდ გაიმეტა, როგორ იოლად აიღო ხელი თავის მოვალეობაზეო.
So she was angry with Tina for letting him go so easily, for giving up on her duties.
66868.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რადგან, იმავე პოპინას აზრით, თუ კაცის მოვალეობა გაქცევა იყო, ქალს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა შეეფერხებინა ეს გაქცევა.
In Popina's opinion, if a man's duty was to run away, a woman's was to stop him running away with her last breath.
66869.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფეხებში უნდა ჩავარდნოდა, ხელი არ უნდა გაეშვა, გინდაც დასაღუპად განწირული კაცი წიხლით შესდგომოდა.
She had to fall at his feet, to cling to him, even if the doomed man was kicking her.
66870.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
უნდა მოეთმინა, უნდა გაეძლო, რადგან ესაა ქალის მოვალეობა, ამიტომ გააჩინა ქალად ღმერთმა.
Either she had to endure, or cope because that was a woman's duty, that was what God made women for.
66871.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პოპინას ყველაფერი არ მოუყოლია მშობლებისთვის, ბევრი რამე კი შებრუნებულად მოუყვა.
Popina had not told her parents all this, and she had distorted many things.
66872.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მართალია, პოპინა ყოველთვის თინას მხარეზე იყო, თანაუგრძნობდა და ამართლებდა კიდეც.
Of course, Popina always took Tina's side, she sympathized with her and backed her up.
66873.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მაგრამ იმ დღეს, როცა პატარა უხეირომ პირველად გაიარა, თავზარი დასცა თინას მრისხანებამ და დაუნდობლობამ.
But the day that little Ukheiro learnt to walk, Tina's fury and ruthlessness horrified her.
66874.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ეს იმდენად მოულოდნელი და იმდენად დაუშვებელი აღმოჩნდა პოპინასთვის, დიდხანს ვერ მოისაზრა, რა ხდებოდა.
Popina thought it was so unexpected and so wrong that she could not for some time make sense of what was happening.
66875.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პირდაღებული შესცქეროდა რძალს.
Her jaw dropping, she stared at her sister-in-law.
66876.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თინას თმა გასწეწოდა, კაბა ტანზე შემობრეცოდა, ისე წამოჭარხლებოდა სახე, თითქოს კალოზე ნიჩბით ხორბალს ანიავებდა.
Tina was dishevelled, her dress was twisted, her face was as red as if she had been riddling wheat on the threshing-floor.
66877.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზი თავჩაღუნული იჯდა და პოპინას შეეცოდა ძმა.
Parnaoz was sitting with his head bowed. Popina pitied her brother.
66878.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თავი ვეღარ შეიკავა და დაუძახა: არ დაუჯერო, თვითონაც არ იცის, რას ამბობსო.
She couldn't stop herself exclaiming, "Don't believe her, she doesn't know what she's saying".
66879.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თინა კი იმას ამბობდა, რაც წლების მანძილზე დაგროვებოდა გულში.
But Tina was saying what had been building up inside her for years.
66880.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მისი პირიდან ამოსულ სიტყვას მომაკვდინებელი ძალა ჰქონდა.
The words that came from her lips had a mortifying effect.