მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66881.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
გამწარებული და მოთმინებიდან გამოსული ქალის სიტყვა იყო.
They were the words of an embittered woman who had run out of patience.
66882.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ზიარასი რატომ უნდა მშურდესო, - ამბობდა თინა.
Why should I envy Ziara? - Tina was saying.
66883.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მე რატომ უნდა ვიყო ყველაფერში გამორჩეული, როცა თავიანთ გომბეშო ცოლებს ქმრები ვირებით ასეირნებენო.
"Why do I have to be singled out when husbands take their toads of wives for donkey rides".
66884.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ვისაც ჩემი დანახვა არ სიამოვნებს, თავი ქვას უხლია, ერთ დღეს გაწყვეტილხართ ყველანიო.
"Anyone who doesn't like the look of me can drop dead, you can all go hang yourselves for all I care".
66885.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ფარნაოზი თავჩაღუნული იჯდა, არა, ფარნაოზი პატარა უხეიროს უყურებდა.
Parnaoz sat there, his head bowed: in fact, he was watching little Ukheiro.
66886.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
საცოდავად აწურული, გაოცებული და დამფრთხალი.
Pitifully hunched, stunned and frightened.
66887.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ხან მამას რომ გახედავდა, ხან კი დედას, როგორც უნებურად შუაზე გადატეხილს და ამავე დროს ყველაზე საყვარელ სათამაშოს.
The boy looked now at his father, now at his mother, like everyone's favourite toy accidentally snapped in half.
66888.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
პატარა უხეიროსაც, როგორც ყველა ბავშვს, თავისი ანგარიში ჰქონდა, სადაც ორჯერ ორი ყოველთვის სამი გამოდიოდა, ისა და მისი მშობლები.
Like all small children, little Ukheiro had his own arithmetic, where two and two always made three, himself and his parents.
66889.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მისი ანგარიში ამაზე შორს არც მიდიოდა და არც სჭირდებოდა.
That was as far as his arithmetic went, or needed to go.
66890.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
სამი მისთვის ყველაზე ცხადი და ამავე დროს ყველაზე ჯადოსნური ციფრი იყო. განუყოფელი და მარადიული.
Three was for him the clearest and yet the most magical number: indivisible and unchanging.
66891.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
განა ყველა ისე არ ანგარიშობს, როგორც ხელს აძლევს?
Doesn't everyone calculate the way that suits them best?
66892.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რა გასაკვირია, ბავშვსაც ჰქონდეს თავისი ანგარიში?
Why shouldn't a child have his own arithmetic?
66893.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ეშმაკურადაა ყველაფერი მოწყობილი, - ფიქრობდა ფარნაოზი.
It's all very deviously arranged, - thought Parnaoz.
66894.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თუ სიკეთე გინდა, ბოროტებასაც უნდა მოუხუჭო თვალი. ერთს მეორე მოსდევს.
If you want the good, you have to shut your eye to the bad. One follows the other.
66895.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ან ორივეს ზურგი უნდა შეაქციო, ან ორივე უნდა ჩაიხუტო, ორივენი თავხედი და უზრდელი ბავშვებივით არიან.
Either you turn your back on both of them, or you have to hug both of them: they're both like wilful, badly brought up children.
66896.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
მცირეოდენი ყურადღებაც საკმარისია ერთის მიმართ, მაშინვე კალთაში რომ ჩაგისხდნენ.
You only have to pay the slightest attention to one, and they'll both get onto your lap.
66897.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
რადგან ერთმანეთს ხელს არ უშვებენ და წინასწარვე არიან შეთანხმებულნი, ყველაფერი ძმურად გავიყოთო.
Because they won't get in each other's way, they have a prior agreement to share everything like brothers.
66898.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
თვითონაც ამიტომ იყო ასეთი, ვერავის ვერ მოუტანა სიკეთე, რადგან ბოროტების ჩადენა არ შეეძლო.
That's why he was as he was, unable to do anyone any good, because he couldn't do anything bad.
66899.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ვერც დამნაშავის დამღას მოიშორებდა, გინდაც თხის რძეში განბანილიყო და გინდაც კაცის სისხლში.
He couldn't get rid of the mark of the criminal, whether he were washed in goat's milk or human blood.
66900.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი VIII
ასე იქნებოდა სულ, ან რა შეცვლიდა, რა გარდაქმნიდა, გინდაც ესწავლა, ახლა ნასწავლი დაკვრა საიქიოს თუ გამოადგებოდა.
He would always be like this, nothing could change or transform him, even if he learnt something, it would only come in handy in the next world.