მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66941.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რადგან იმ პურის გარეშე ქუჩის ბოლომდეც ვეღარ მიაღწევდა, ისე დაეუძლურებინა შიმშილს.
Because he's so famished that he couldn't get to the end of the street without that bread.
66942.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ფარნაოზიც იდგა და იცდიდა, დაძახებას ისევ დაცდა ერჩია.
Parnaoz stood and waited, he would rather wait than call out.
66943.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თუმცა დარწმუნებული იყო, მთელი უბანი უთვალთვალებდა საკუთარ ჭიშკართან გლახასავით ატუზულ კაცს, საკუთარი შვილის სათხოვნელად მოსულს.
Although he was sure the whole district was watching this man lurking at his own gate like a beggar, having come to ask to see his own son.
66944.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ეს იმდენად უჩვეულო, იმდენნაირი გრძნობის აღმძვრელი სანახაობა იყო, არავის გაემტყუნებოდა ფარდის უკან ყურყუტი.
It was such an odd spectacle, arousing so many different emotions, that nobody could be blamed for peeping from behind their curtains.
66945.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„რამდენიც უნდათ, იმდენი მიყურონო“ - თავს იმშვიდებდა ფარნაოზი.
"They can watch me as much as they like", - Parnaoz reassured himself.
66946.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაინც ვერ გაბრუნდებოდა შვილის უნახავად, მართლაც ნაწყალობევი პურივით ძვირფასი რომ გამხდარიყო მისთვის.
He couldn't turn back without seeing his son, who had become as precious to him as a gift of bread.
66947.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ძნელად შესალევი, ყველანაირი კერძის შემცვლელი და მაგიერი, ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოპოვებული და ამიტომაც მოწიწებისა და თრთოლვის აღმძვრელი.
Hard to renounce, a substitute for all other food, found by chance and therefore making him quiver with awe.
66948.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ხომ შეიძლებოდა, მასზე ადრე სხვა გლახას ჩამოევლო, მწყალობელს კი აღარაფერი დარჩენოდა მისთვის.
After all, some other beggar might have got there before and there'd be no alms left for him.
66949.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„რომ იცოდეთ, როგორ მჭირდებოდა ძაღლიო“ - ახსენდებოდა ჭიშკართან მომლოდინე ფარნაოზს ცუგას მხსნელის სიტყვები.
"If you knew how badly I need a dog",- Parnaoz recalled, while waiting at the gate, the words of the man who rescued Tsuga.
66950.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
და ახლა, ამდენი წლის მერე ესმოდა მათი აზრი.
And now, after so many years, he understood their sense.
66951.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ესმოდა ქალამნებდაფლეთილი და ყელზე ქვაშებმული კაცისა, დაუფიქრებლად, შეუზიზღებლად რომ ეშვებოდა ფეხსადგილის ორმოში.
He understood the man with the torn sandals and the stone round his neck who climbed down the latrine pit without hesitation or revulsion.
66952.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ფარნაოზმა წინასწარ არასოდეს არ იცოდა, წამოჰყვებოდა თუ არა შვილი.
Parnaoz never knew in advance if his son would come out with him or not.
66953.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რადგან, ადვილი შესაძლებელია, პატარა უხეიროს მობეზრებოდა ერთსა და იმავე კაცთან ერთსა და იმავე გზაზე წინ და უკან ხეტიალი, გინდაც იმ კაცს მამამისი რქმეოდა.
Because it was quite likely that little Ukheiro might be bored going out and coming back on the same path with the same man, even if that man was called "father".
66954.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
განა მამებს ამდენი დრო აქვთ შვილებთან სახეტიალოდ და სალაპარაკოდ?
Do fathers really have so much time to walk and talk with their children?
66955.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ისინი ხომ იძულებულნი იყვნენ, ასე მოქცეულიყვნენ, რადგან საერთო სახლი არ ჰქონდათ.
They were forced to do so, they had run away because they had no home.
66956.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
სადაც შეეძლებოდათ ერთმანეთი არც კი შეემჩნიათ და მაინც ერთად ყოფილიყვნენ, ხმა არ გაეცათ ერთმანეთისთვის და მაინც უფრო მეტი ეთქვათ, ვიდრე ახლა, ამ იძულებითი ხეტიალის დროს.
Where they could ignore each other and yet be together, never talk yet say more than now, during this forced walk.
66957.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მათი შეხვედრები ტყუპებივით ემსგავსებოდნენ ერთმანეთს.
Their meetings were identical.
66958.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ერთფეროვნების ღორმუცელა ფუნჯი იმ პატარა და განსხვავებული სივრცის გადაღებვასაც აპირებდა, ჯერ კიდევ რომ შეენარჩუნებინა მათთვის ბუნებას.
The greedy brush of monotony tried to paint the little particular space that nature still left for them.
66959.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ სხვანაირად არ შეეძლოთ, სხვანაირად ვერც წარმოედგინათ.
But they couldn't do anything differently, or even imagine things differently.
66960.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაინც ერთად მიჰყვებოდნენ ქუჩას, შეთქმულებივით შემკრთალნი და აღგზნებულნი.
Yet they went down the streets together, frightened and excited like conspirators.