მოიძებნა 668048 ჩანაწერი
66961.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თვითონაც გრძნობდნენ, რაღაცა რომ დაერღვიათ, ან რაღაცის დარღვევას რომ აპირებდნენ.
They felt they were infringing something, or intending to.
66962.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
და ბოლომდე გაურკვეველი დანაშაულის შეგრძნება უარესად აახლოებდათ.
And the feeling of some inexplicable crime brought them closer together.
66963.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
დანაშაულს კი ნამდვილად სჩადიოდნენ.
In fact, they were committing a crime.
66964.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რადგან იმ რთული და ჯიუტი ორგანიზმიდან, რომელსაც ოჯახი ჰქვია, მაინცდამაინც მათი მამაშვილობის, უშუალოდ, პირდაპირად მათი დამაკავშირებელი ძარღვის გამოცალკევებას აპირებდნენ.
Because they intended to detach their father-and-son relationship, a direct, connecting sinew, from the complex and persistent organism called a family.
66965.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
სინამდვილეში დამოუკიდებლად არც არსებობდა.
It had no real independence.
66966.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ისიც რომელიღაც სხვა, მასზე უფრო ძველი ძარღვის გამონაზარდი, განტოტება და გაგრძელება იყო.
It was an offshoot, branch, continuation of an even older sinew.
66967.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
და ისიც სამუდამოდ ჩახლართული თავის მსგავსსა და მონათესავე ძარღვებში.
And inextricably entangled with similar, related sinews.
66968.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„გავიაროთო?“ - გაუბედავად ჩაეკითხებოდა ხოლმე ფარნაოზი შვილს.
"Shall we go for a walk?" - Parnaoz would timidly ask his son.
66969.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
და როცა პატარა უხეირო სიხარულისგან გაცისკროვნებული თვალებით ამოხედავდა, მხოლოდ მაშინ უმშვიდდებოდა გული.
And when little Ukheiro looked up, his eyes gleaming with joy, he finally calmed down.
66970.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მხოლოდ მაშინ უქრებოდა გაუცხოვებისა და უუფლებობის გრძნობა.
His feeling of alienation and powerlessness finally vanished.
66971.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
და უკვე თამამად მიჰყავდა შვილი თავის წარსულში.
And he boldly led his son into his past.
66972.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მამის წარსულში ბევრი რამე იყო საოცარი პატარა უხეიროსთვის.
There was a lot in his father's past that amazed little Ukheiro.
66973.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ადრე, ადრე კი არა, თითქმის გუშინ, ამ გაუვალი და აშმორებული ჭაობის ნაცვლად თვალუწვდენელი ზღვა ლივლივებდა.
He couldn't imagine that earlier, almost yesterday, where there was now an impassable stagnant marsh, the sea had lapped.
66974.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ზღვაზე ხომალდები მოცურავდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი შემოასწრებდა ვანის ნავსადგურში.
Boats had sailed on the sea, competing to be the first to arrive at Vani's port.
66975.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ზღვა ახლაც არსებობდა.
The sea still existed.
66976.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ ისე შორს დაეხია ქალაქიდან, ხანდახან თუ გაიელვებდა მისი ფოლადისფერი ანარეკლი ქარისაგან გადაზნექილ ლერწმებს შორის.
But it had retreated so far from the city that only its steely reflection could be occasionally glimpsed when the wind bent back the reeds.
66977.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მთელი დღე უნდა გეტოპა გველებით სავსე ჭანჭრობებში, ისიც კარგი მეგზურის თანხლებით, ზღვამდე რომ მიგეღწია.
You had spent a whole day wading through snake-infested bogs, and with a good guide, to get to the sea.
66978.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მეთევზეთა უბანიც ისევ არსებობდა, ისევ მეთევზეთა უბანი ერქვა.
The fishermen's quarter still existed and still bore that name.
66979.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ ძველ ხელობას აღარავინ მისდევდა.
But nobody now pursued that ancient calling.
66980.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ზღვისთვის ზურგი შეექციათ და ახლა ზემო ქალაქში დაწანწალებდნენ რაიმე შემთხვევითი სამუშაოს საძებნელად.
They had turned their backs on the sea and now wandered the upper city looking for casual work.