მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67021.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ფარნაოზმა თხმელის ბუჩქს ფოთოლი შეაწყვიტა და მუხლზე დაადო, ასე გეჭიროს, გაგიგრილებსო.
Parnaoz pulled a leaf off an alder tree and put it on the knee, "Hold it there and it'll soothe it for you".
67022.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
პატარა უხეიროს სიარული უჭირდა, რადგან იძულებული იყო, ხშირ-ხშირად შეეშველებინა ხელი ფოთლისთვის.
Little Ukheiro found walking hard, because he had to keep putting his hand out to hold the leaf.
67023.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მერე ფოთოლი შედედებულმა სისხლმა მიიწება და საერთოდ დაავიწყდა მისი არსებობა.
Then the leaf stuck to the clotted blood and he forgot about it entirely.
67024.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ფარნაოზი შეაკრთო და გააკვირვა შვილის ნათქვამმა: „შენოდენა რომ გავხდები, ჩვენი სახლიც ჭაობში იქნებაო".
What his son said alarmed and amazed Parnaoz: "When I grow up as big as you, I'll have a house in the marsh".
67025.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
პატარა უხეირო უფრო მეტს ხვდებოდა, ვიდრე მას ეგონა, ან მიზანშეწონილად მიაჩნდა.
Little Ukheiro understood more than he seemed to, or was right for him.
67026.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მან იცოდა, ბავშვის გონება მძაფრად რომ აღიქვამდა ყველაფერს, რასაც მიაწვდიდნენ.
He knew that a child's mind had an acute perception of everything it is offered.
67027.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ხოლო რასაც ის პატარა უხეიროს აწვდიდა, საკმარისზე მეტი იყო ამ ჩვილი და სათუთი გონების აღსაგზნებად.
But what little Ukheiro was offered was more than enough to arouse the child and his tender mind.
67028.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
გაღვივებული კოცონივით, მეტი და მეტი ფიჩხი რომ სჭირდებოდა.
Like a smouldering bonfire which needs more and more kindling.
67029.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რათა ნაღვერდალი დაეყარა, მთელი ძალით აბრიალებულიყო და რაც შეიძლება შორს განეფანტა მის გარშემო დაყურსული წყვდიადი.
So as to scatter the embers, blaze forth in full and light up as far as it can the darkness all round it.
67030.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ფარნაოზი ფიჩხს არ აკლებდა ამ კოცონს, მაგრამ მის საქმეში არ ერეოდა.
Parnaoz brought all the kindling the bonfire needed, but interfered no further.
67031.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
დაე, იქით მიეშუქებინა თავისი ალი, საითაც მოეპრიანებოდა.
It could let its flames blaze wherever it liked.
67032.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
უფრო სწორედ, დაე, თვითონვე გამოეტანა დასკვნები, თუკი საამისო უნარი უკვე შესწევდა.
In other words, let him draw his own conclusions if he was now capable.
67033.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ფარნაოზიც ამან შეაკრთო სწორედ, არ ეგონა, ეს დღე ასე ადრე თუ დადგებოდა.
What alarmed Parnaoz was that he hadn't thought this day would come so soon.
67034.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
შეაკრთო და გააკვირვა კიდეც, რადგან არაფერი იყო გასაკვირი და არაბუნებრივი პატარა უხეიროს ნათქვამში.
He was amazed as well as alarmed, though there was nothing so amazing or unnatural in little Ukheiro's words.
67035.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ჭაობი ხომ მართლაც განუწყვეტლივ მოიწევდა ქალაქისკენ, აღარ ყაბულდებოდა ზღვის დანატოვარ მიწას.
No longer content with the land, the sea had left, the marsh was actually moving ever closer towards the city.
67036.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რა უნდა მომხდარიყო ისეთი, ეს ფუტფუტა, დონდლო და მცოცავი უბედურება შეეჩერებინა.
Nothing could stop this squirming, sluggish, creeping disaster.
67037.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მალე მათი სახლი კი არა, მთელი ქალაქი ჭაობის დორბლით დაიფარებოდა.
Soon not just their house, but the whole city would be covered in the marsh's dribble.
67038.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ქალაქი უფრო პატარა იყო, ვიდრე ჭაობი, უფრო ძველიც, და აღარც იმდენი ძალა ჰქონდა, ამ ახალგაზრდა ურჩხულს შებრძოლებოდა.
The city was smaller and older than the marsh, and too weak to do battle with this young monster.
67039.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ურჩხული საათობით იზრდებოდა, უკბილო პირიდან შხამს ანთხევდა.
Every hour the monster grew bigger, spewing poison from its toothless maw.
67040.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ნესტიანი ბუღითა და ოხშივრით ცას აბნელებდა.
It was darkening the sky with its damp vapours and haze.