მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67041.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
გათოშილი, არაფრისმთქმელი თვალებით აძაბუნებდა, ალპობდა და ისრუტავდა მის ჭანჭრობებში ჩარჩენილ ადამიანს.
It was weakening, rotting and exhausting any remaining human beings with its blank, frozen eyes.
67042.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
პატარა უხეირო მართალი იყო. ის უკვე აზროვნებდა, ფიქრობდა.
Little Ukheiro was right. He was already working things out, thinking.
67043.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ ეს ფიქრი, მის ჩასახვამდე გაჩენილი, ათას გზაზე ნათრევი, ათას კედელზე ნახახუნები, ათასნაირად დამალული და მიჩქმალული ფიქრი, ძნელი მოსავლელი და ძნელი ასატანიც იყო ამ კრიალა და სუფთა სულისთვის.
But a thought born before he was conceived, dragged over a thousand paths, scraped on a thousand walls, hidden and hushed up in a thousand different ways, was still hard to deal with or endure for a sparkling clean, pure soul.foot or a flower’s petal.
67044.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ჯერ ჩიტსაც რომ არ დაედგა ზედ ფეხი და ყვავილის ფურცელიც არ დასცემოდა.
It had never been touched by a bird's foot or a flower's petal.
67045.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
კიდევ არა უშავდა, როცა მამასთან იყო.
This didn't matter when he was with his father.
67046.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მამის სიახლოვე ამ ფიქრს ოცნების იერს აძლევდა, სასიამოვნოსაც ხდიდა და საზეიმოდ განაწყობდა ხოლმე.
His father's presence gave the thought the aura of a dream, made it pleasant and turned the mood jubilant.
67047.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ როგორც კი მარტო რჩებოდა, ფიქრიც დაუნდობელი, ბრაზიანი და მკაცრი ხდებოდა, არც თავს ანებებდა და არც ახლოს უშვებდა.
But when he was alone, the thought became ruthless, angry and cruel, it wouldn't leave him alone or let him come close.
67048.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თითქოს მისი უასაკობა აღიზიანებდა, როგორც ობოლი შვილიშვილი ავადმყოფსა და სიბერისაგან უარესად დაუძლურებულ ბაბუას.
As if his childish age irritated it, as an orphaned grandchild irritates a grandfather who is sick, a grandfather, weakened by old age.
67049.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ამ თითისტოლა ბავშვის ანაბარა კი დარჩენილა.
He was left with nobody but this tiny child.
67050.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ იმდენი კიდევ გაეგება, შვილიშვილს მისი მოვლა-პატრონობა რომ არ შეუძლია, როგორც არ უნდა მოინდომოს, საამისოდ ჯერ პატარაა.
But he was able to understand that the grandson can't look after him, however much he may want to, for he is too small.
67051.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
არც მისი მოწოდებული წამალია სანდო და არც მისი მოხარშული ჭინჭარი.
Neither the medicine or the boiled nettles he offers can be trusted.
67052.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ამას პატარა უხეიროც გრძნობდა და რას არ იგონებდა, ოღონდ როგორმე გაეხანგრძლივებინა მამასთან ყოფნა, რაც შეიძლება გვიან დაბრუნებულიყო შინ.
Little Ukheiro sensed as much and he devised everything he could to be with his father for longer and to get home as late as possible.
67053.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
არც ფარნაოზს ეთმობოდა შვილი, მაგრამ შინ დაბრუნების დრო უცებ ახლოვდებოდა.
Parnaoz, likewise, was reluctant to part with his son, but the time to go home had suddenly become imminent.
67054.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„ალბათ სამივენი ჭიშკართან დგანანო“ - გაიფიქრებდა ფარნაოზი.
"I expect all three of them are standing by the gate" - Parnaoz thought.
67055.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
და მაშინვე თვალწინ დაუდგებოდა, გულხელდაკრეფილნი როგორ იდგნენ ჭიშკართან და როგორ ამშვიდებდნენ ერთმანეთს თინა, პოპინა და ქალუკა.
And he could immediately visualise Tina, Popina and Kaluka standing, their arms folded, by the gate, reassuring one another.
67056.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„წავიდეთ, ქალებს შეეშინდებათო" - ამბობდა ფარნაოზი და პატარა უხეიროც აღარ უძალიანდებოდა.
"Let's go, the women will be worried" - Parnaoz said, and little Ukheiro no longer objected.
67057.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თუმცა გზადაგზა ერთსა და იმავეს გაიძახოდა: „ხომ იციან, შენთან რომ ვარ, რიღასი უნდა შეეშინდეთო".
Although he kept repeating all the way home, "But they know I'm with you, so what is there to worry about?"
67058.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ფარნაოზი ქუჩის დასაწყისში ემშვიდობებოდა შვილს და ეს ყველაზე ძნელი წუთები იყო ორივესთვის.
At the top of the street Parnaoz said goodbye to his son: those were the hardest moments for them.
67059.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ორივეს ისეთი გრძნობა უჩნდებოდა, თითქოს ვერასოდეს ვეღარ შეხვდებოდნენ.
Both had the feeling that they would never be able to meet again.
67060.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თითქოს სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ, მაგრამ ერთმანეთს უმალავდნენ.
As if they were parting for ever, but they hid this from one another.