მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67081.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„ადრე კი იქ ცხოვრობდი, სადაც მე ვცხოვრობ ახლა“.
"You used to live where I live now".
67082.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„აქაც არ შეიძლება ჩვენი ერთად ცხოვრება, რადგან მე აქ მაშინ ვიცხოვრებ, როცა შენ სხვაგან გადასახლდებიო“.
"We can't live together even here, because I will live here when you move somewhere else".
67083.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ისე გამოდიოდა, თითქოს მამა შვილს ადგილს უთავისუფლებდა.
So it seemed that father was yielding his place to son.
67084.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თითქოს სახლი, სადაც ადრე ფარნაოზი, ახლა კი პატარა უხეირო ცხოვრობდა, ზღვაში მოტივტივე ფიცარი იყო მხოლოდ.
As if the house where Parnaoz used to live and where little Ukheiro lived was just a plank floating in the sea.
67085.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
და ეს ფიცარი ორივეს ერთად ვერ დაიმაგრებდა, ერთ-ერთს უნდა დაეთმო მეორისთვის, რათა ორივენი არ დაღუპულიყვნენ.
And this plank wasn't strong enough for the two of them, and one had to give it up for the other, so that they didn't both perish.
67086.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თუ მართლა ასე იყო, მაშინ სწორედ იქცეოდა ფარნაოზი, შვილს რომ უთავისუფლებდა ადგილს.
If that was so, then Parnaoz was right to yield up his place to his son.
67087.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ მართლა ასე იყო? მართლა შუა ზღვაში იყვნენ ორივენი და მართლა დამპალი ფიცარიღა იყო პაპისეული სახლი?
But was it so? Were they really both at sea and was grandfather's house really just a rotten plank?
67088.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რა თქმა უნდა, უჭირდა პატარა უხეიროს ამ ამბებში გარკვევა, მაგრამ როგორმე უნდა გაერთვა თავი.
Of course, it was hard for little Ukheiro to make sense of all this, but he had to grasp it somehow.
67089.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ეს მისი საკუთარი ფიქრიც, მის არსებაში აღმოცენებული, უწინაპრო, დაუწმინდავი და დაულაგებელი, იმ დიდი ფიქრის გამონაზარდი თუ გამონაყარი იყო, მამისაგან რომ მიეღო შთამომავლობით.
This was his thought, conceived within him, unprecedented, not refined or orderly: it was an offshoot of the great thought inherited from his father.
67090.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ცხოვრება აქ კი თავისი გზით მიდიოდა.
Life went on as usual.
67091.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
სულ არ აინტერესებდა, შეამჩნევდა თუ არა პატარა უხეირო, აუღებდა თუ არა ალღოს და აუწყობდა თუ არა ფეხს.
It was quite uninterested whether little Ukheiro noticed it, whether his intuition kept pace with it or not.
67092.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„მუცელმა მოცდა არ იცისო“ - იტყოდა ხოლმე ყოველ დილას ქალუკა, ხილაბანდის ბოლოთი პირს აიკრავდა და ცომის ზელას შეუდგებოდა.
"Stomachs can't wait", Kaluka said every morning, tying the end of her headscarf to close her mouth as she started kneading the dough.
67093.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
პოპინა სახლსა ჰგვიდა, თინა კი ლოგინებს ამზეურებდა და შინდის სახრით გამეტებით ბერტყავდა ფარდაგებს.
Popina swept the house, and Tina aired the bedding, beating the rugs hard with a cornel stick.
67094.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ერთ დღეს კი მოხდა ის, რასაც არავინ არ ელოდა, რამაც მთელი ქალაქი ერთხელ კიდევ ააფორიაქა, დააბნია და დააშინა.
One day something happened that nobody expected, which perturbed, confused and frightened the whole city.
67095.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ქალაქი ახალი ჩაძინებული იყო, გალავანში ორი კაცი რომ შემოვიდა, ორივე მელოტი.
The city had just gone to sleep when two men came in through the city walls. Both were bald.
67096.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თავები ისე უპრიალებდათ, თითქოს ოქროს თასები ახურავთო.
Their heads shone as if covered with golden bowls.
67097.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ორივეს მოკლე ტუნიკი ეცვა, სანდლის თასმები ბარძაყებამდე დაეხვიათ.
They both wore short tunics, and their sandal laces reached up to their thighs.
67098.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ისინი ძმები იყვნენ, ერთს შიში ერქვა, მეორეს - ელდა.
They were brothers, one called Fear, the other - Horror.
67099.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ისე თამამად და თავისუფლად მოაბიჯებდნენ, თითქოს ამ ქალაქში დაბადებულან და გაზრდილანო.
They strode boldly and casually, as if born and brought up in the city.
67100.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„სწორედ თუ მოვდივართო“? - თქვა ელდამ.
"Are we on the right road?" - asked Horror.