მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67101.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„მოვედით და ეგ არისო“, - უპასუხა შიშმა.
"We've already arrived", - replied Fear.
67102.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ძმებმა პირველივე ჭიშკარი დაუკითხავად შეაღეს და ქოხის განათებულ ფანჯარას მიადგნენ.
Without knocking, the brothers opened the very first gate and went to the window of the hovel, where a light was burning.
67103.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„რაც გინდა ისა თქვი, და სხვის ფანჯარაში ყურებას მართლაც არაფერი ჯობიაო“ - თქვა შიშმა.
"Say what you like, there's really nothing better than spying at people's windows", said Fear.
67104.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ძმებმა ფანჯარაში შეიხედეს. ოთახში ოთხნი იყვნენ, ერთი კაცი და სამი ქალი.
The brothers looked in through the window. There were four people there, a man and three women.
67105.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
კაცი ზურგით კედელს აჰკვროდა და უაზროდ იყურებოდა სივრცეში.
The man had his back to the wall and was looking vaguely into space.
67106.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ორი შაოსანი ქალი ტახტზე იჯდა, ერთმანეთის გვერდით, ხელები კალთებში ჩაეწყოთ და თვალს არ აშორებდნენ მესამე ქალს.
Two women dressed in black sat next to one another on a divan, their hands on their laps, keeping a careful eye on the third woman.
67107.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მესამეს ძველი, ბოლოებშემორღვეული პერანგი ეცვა.
The third woman was wearing an old shift with a torn hem.
67108.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
შიშველი, დასიებული ფეხები ფლოსტებში წაეყო და ოთახში წინ და უკან დადიოდა.
She had slippers on her bare, swollen feet, and was pacing up and down the room.
67109.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ის ორსულად იყო და, ეტყობოდა, უფრო ახალგაზრდაც იმ ქალებთან შედარებით.
She was pregnant and seemed younger than the other women.
67110.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ მშობიარობის ტკივილებს ისე დაეღრიჯა, ასი წლის დედაბერს დამგვანებოდა.
But labour pains contorted her so that she looked like a woman a hundred years old.
67111.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
პატარა ქალი იყო, ფეხმოკლე, მუცელი კი უსაშველოდ გაზრდოდა, გეგონებოდათ, მუცელი დაატარებს თავის ნებაზეო.
She was a little woman, with short legs, and a monstrously large belly: you'd think her belly could carry her about at will.
67112.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგიდაზე ჭრაქი პარპალებდა და ოთახში მყოფთა დაუშნოებულ, უცნაურად დაგრძელებულ ჩრდილებს დაუზოგავად ახეთქებდა ჭერსა და კედლებზე.
An oil lamp flickered on the table mercilessly flashing distorted, weirdly lengthened shadows of those in the room onto the ceiling and walls.
67113.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
სინათლის მოუსვენარი ალი მხოლოდ სანახევროდ ანათებდა საგნებსა და ადამიანებს.
The restless candle flame only half-lit the objects and people.
67114.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ამიტომაც, საგნებიცა და ადამიანებიც თითქოს სინათლისგან დალაქავებულ ჭაობში იდგნენ.
So that objects and people seemed to stand in a marsh covered in spots of light.
67115.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ძმებმა სარკმელზე მიაკაკუნეს და სირბილით გაშორდნენ იქაურობას.
The brothers knocked at the window and then ran off.
67116.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ის ფეხმძიმე ქალი ზიარა იყო, ორი შაოსანი, ერთმანეთის გვერდით რომ ჩამომჯდარიყო ტახტზე, პოპინა და ქალუკა.
The pregnant woman was Ziara, the two women in black next to each other on a divan were Popina and Kaluka.
67117.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
კედელთან გარინდული კაცი კი - კუსა.
The silent, motionless man by the wall was Popeye.
67118.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ზიარამ შუაღამისას იმშობიარა, მასაც მკვდარი ბავშვი ეყოლა.
At midnight Ziara gave birth to a still-born baby.
67119.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მეორე დილით ცუცამ მარჩენალი შვილი, რომლის მკლავზეც გაწვრთნილი კაჭკაჭივით დასკუპებულიყო, სარკმელში გაახედა.
The next day Tsutsa told her son and provider, on whose shoulder she perched like a trained magpie, to look out of the window.
67120.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
უთხრა: თუ ხედავ, რა ხდება შენს სამეფოშიო.
She told him, "Can you see what's happening in your kingdom?"