მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67161.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
სასახლის ეზოში ჩამოვარდნილი, ვერაფრით ვეღარ ახერხებდა აფრენას.
It had fallen into the palace courtyard, and for all its frantic efforts could not fly off.
67162.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თავს არ იზოგავდა, გამწარებული დარბოდა წინ და უკან, ფრთებს აფართხუნებდა.
It desperately ran up and down, flapping its wings.
67163.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თითქოს სწყდებოდა კიდეც მიწას, მაგრამ მაშინვე ძირს ენარცხებოდა და უშნოდ გაფარჩხული, მიწაზე წამოდებული ფრთებით მიიხვეტავდა ეზოს.
It was almost taking off, but immediately crashed down and sprawled in disorder, its wings grounded, sweeping the courtyard.
67164.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„არიქა, დავიჭიროთო“ - უნდოდა ეყვირა ოყაჯადოს.
"Attaboy! Let's catch it!" - Oqajado was about to shout.
67165.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ ცუცამ დაასწრო და უთხრა: ეგ მართლა ჩიტი ნუ გგონია, შენი მეჯინიბის შვილიშვილი გახლავსო.
But Tsutsa stopped him, telling him, "Don't think for a moment that it's a bird: it's the stableman's grandson".
67166.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ოყაჯადოს იმდენად დაუჯერებლად ეჩვენა დედის ნათქვამი, სიფრთხილის გრძნობა სრულებით გაუქრა და მთელი ტანით გადაიწია სარკმელში.
Oqajado found his mother's words so incredible that he threw caution to the wind, leaning his whole body out of the window.
67167.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
- რას შვრები, უბედურო! - იკივლა ცუცამ და ცოტა ხნის მერე დაამატა: თუმცა, კი გაქვს სამაგისოდ საქმეო.
"What are you doing, wretch?" shrieked Tsutsa, adding after a pause, "Though you've got good reason to jump!"
67168.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
დედის შეკივლებამ ოყაჯადოც გამოაფხიზლა, ოყაჯადოც შეაშინა, დღემდე არარსებული თვალი აუხილა.
His mother's shriek both sobered and frightened Oqajado: it made him open an eye he had hitherto kept closed.
67169.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
და უცებ დაარწმუნა, მართლაც არაჩვეულებრივი ამბის მომსწრე რომ გამხდარიყო.
And suddenly it persuaded him that he was witnessing an extraordinary event.
67170.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რაღაცნაირი, დღემდე გაუთვალისწინებელი საფრთხე გამოსჩენოდა.
An unforeseen danger had appeared.
67171.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მეჯინიბის შვილიშვილი სასახლის ეზოს დაბზარულ ფილაქანზე მუხლებს იტყავებდა.
The stableman's grandson had grazed his knees on the cracked paving stones of the palace courtyard.
67172.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მართლაც იყო რაღაცა შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი ამ ფრთებგამობმული ბავშვის უმწეო ფაფხურში.
There was something very alarming and horrifying in the helpless fluttering of this child, who had tied wings onto himself.
67173.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ხაფანგში ფეხჩავარდნილი ნადირივით, მზად რომ იყო კბილებით გადაეღრღნა საკუთარი ძვალიც, ოღონდ ხაფანგიდან თავი დაეღწია.
Like a wild animal caught by the leg in a snare, prepared to gnaw through its own bone in order to escape the snare.
67174.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მთელი ქალაქი ასეა. აღარ უნდათ ჩვენთან ყოფნა! - დაიჩხავლა ცუცამ.
The whole city is like this. Nobody wants to stay with us any more! - Tsutsa yowled.
67175.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„აღარ უნდათ ჩვენთან ყოფნა, აღარ უნდათ ჩვენთან ყოფნა!“
"Nobody wants to stay with us any more! Nobody wants to stay with us any more!"
67176.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
გაიმეორა გუნებაში ოყაჯადომაც და სისხლი აუჩქროლდა, ბებერი და გაზანტებული სისხლი კი არა, ძველი.
Oqajado repeated to himself, his blood rushing, not his decrepit, sluggish blood.
67177.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ამ სისხლის წინაპარი, ამ სისხლის მაჭარი, მართლა მაჭარივით რომ დაბობოქრობდა მის ძარღვებში და მოსვენებას უკარგავდა.
The ancestor of the blood, his blood's ferment seething like fermenting wine in his veins, making him forever restless.
67178.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ადგილზე არ აჩერებდა, გამოფხიზლებას არ აცლიდა.
He was making him unable to settle, never sober.
67179.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
სულ რაღაცას ჰპირდებოდა.
It made him promises.
67180.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბოლოს ქვაც ააღებინა ხელში საკუთარი მამის თავის გასაჩეჩქვად, რადგან რასაც ჰპირდებოდა, მამასისხლად ფასობდა.
It had made him pick up a stone to smash his father's head, for it promised him something worth shedding his father's blood for.