მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67221.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
კარგია, მე და ჩემმა ღმერთმა, აბა, რიღასთვის დასეირნობდა ამ ტალანებში, რიღასთვის ითმენდა ამ უსაშველო სევდასა და მოწყენილობას.
Fine, by God, but why did he stroll down the corridors, why did he endure this hopeless sadness and misery.
67222.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თუკი მაყურებელიც აღარ ეყოლებოდა, თუკი ყველანი ერთბაშად დაჰკრავდნენ ფეხს და გაფრინდებოდნენ.
If there were no more spectators, if everyone had suddenly made a move and flown off.
67223.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„სად მამაჩემთან მიფრინავენო?“ - ფიქრობდა ოყაჯადო.
"Where the hell are they flying to?" - wondered Oqajado.
67224.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ძველი, უკანალივით ტახტზე გადაცვეთილი გუმანითა გრძნობდა, ტახტის ყველაზე ვერაგ მტერთან ჰქონდა საქმე.
He felt with his old well-worn intuition, as well-worn as his behind from sitting on the throne, that he was facing the throne's most treacherous enemy.
67225.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ტყუილუბრალოდ არც დედამისი აწრიალდებოდა ასე.
And his mother wouldn't have made all this fuss for anything.
67226.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
არც გულხელდაკრეფილი დახვდებოდა ცუცა ამ ახალ მტერს.
Tsutsa didn't have her arms folded when she confronted this new enemy.
67227.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ მასაც მართებდა ჩაფიქრება, რაც შეიძლება ღრმად უნდა ჩაფიქრებულიყო ისიც.
But she was too was beset by thoughts and had to ponder things as deeply as possible.
67228.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
შეთქმულება, ღალატი, ამბოხება, შხამი და ხანჯალი - ტახტის ძველისძველი მტრები იყვნენ, იმდენად ძველი, მტრობა აღარც ეთქმოდათ.
Conspiracy, treachery, rebellion, poison, and daggers were old enemies of the throne, so old that they could now hardly be called enemies.
67229.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ისე გასცნობოდნენ და გაშინაურებოდნენ ერთმანეთს, უერთმანეთობა ვეღარც კი წარმოედგინათ.
They were so familiar and intimate with one another, that they couldn't be anything but inseparable.
67230.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ერთმანეთს სჭირდებოდნენ კიდეც.
In any case, they needed each other.
67231.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ტახტმა ყოველთვის იცოდა, სად იყვნენ ისინი, რას აპირებდნენ, როდის იყო მოსალოდნელი მათი გამოჩენა.
The throne always knew where they were, what they were up to when they could be expected to appear.
67232.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მართლაც უღირსი უნდა ყოფილიყო ტახტობისა, თუკი უდროო დროს ჩამოეყვინთებოდა და მისი გადატრიალების ნებას მისცემდათ.
The throne would really be unworthy of its status if it overslept and let them overthrow it.
67233.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მათი ურთიერთობაც ძირითადად ამით ამოიწურებოდა.
Basically, their relationship was limited to this.
67234.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ტახტს არ უნდა დავიწყნოდა მათი არსებობა და ყოველთვის ფხიზლად უნდა ყოფილიყო.
The throne must not forget about their existence and must always be on the alert.
67235.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მათ კი განუწყვეტლივ უნდა ეტრიალათ ტახტის გარშემო და ხელსაყრელი შემთხვევისათვის დაეცადათ.
And they had constantly to be at work around the throne, waiting for an opportune moment.
67236.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ესეც ერთგვარი თამაშობა იყო, მეფური თამაშობა.
This was a sort of game, a royal game.
67237.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რაც აეშმაკებდა და სიფხიზლის გრძნობას უღვიძებდა ერთსაც და მეორესაც, ტახტსაც და ტახტობის მსურველსაც.
Which made both sides, the throne and aspirants to the throne, more cunning, and heightened their state of alert.
67238.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მეჯინიბის შვილიშვილი კი სხვა რაღაცა იყო, ყოვლად წარმოუდგენელი.
The stableman's grandson was a quite another matter, utterly unimaginable.
67239.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ამიტომაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა, სხვა ქვეყნიდან შემოხეტებული თუ შემოფრენილი ვირჩიტა.
Therefore unforeseen, a monstrous bird sauntering or flying in from some other country.
67240.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„ეგრე არ გამოვა, ძმაოო“, - უკვე შესდგომოდა ოყაჯადო ფიქრს.
"You won't get away with it, brother", - Oqajado was now getting round to thinking.