მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67201.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მერე რაა, რომ ცოტა მობეზრებოდა კიდეც ოყაჯადოს ყოველდილა ერთი და იგივე სახის დანახვა, რომელსაც ნაოჭებში ფერუმარილი ჩაკვდომოდა.
Did it matter if Oqajado was a tiny bit fed up seeing every day the same face with make-up decaying in its wrinkles.
67202.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
წირპლიანი თვალების გახელა უჭირდა, მაგრამ მაინც ახელდა.
Its eyes oozing pus, barely able to see, but still open.
67203.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ამ დაპატარავებული ჭრილებიდან გადმოფრქვეული სხივები ამოძრავებდნენ ოყაჯადოს არსებას, როგორც ძაფები თოჯინას.
The rays flashing out from these shrunken cracks governed Oqajado's being, as threads control a puppet.
67204.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„ახხხლა თვააალი მაჩვეეეენეო“ - ძლივსღა ლაპარაკობდა სიცილისაგან დაოსებული ცოლი.
"Now sho-o-ow me our e-e-eye", - his wife, breathless with laughter, would say with difficulty.
67205.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ოყაჯადოც იცინოდა, იცინოდა, რადგან სულ სხვა მხარეს ექაჩებოდა მის ხელს მაჯაში ჩაფრენილი სხივი.
Oqajado would also laugh, because the ray would switch to his wrist and pull him in an entirely different direction.
67206.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ასე იქცევდნენ თავს, ამას ერქვა მეფურად თავის შექცევა.
That was how they behaved, what they called royal entertainment.
67207.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ მოწყენაც იცოდნენ და მათი მოწყენაც მეფური იყო, მეფურად მომხიბვლელი და დიადი.
But they could also be downcast, and this, too, was royal, regally enchanting and splendid.
67208.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მასთან როგორ მოვიდოდა მეღორისა და მებატის ცეკვა-თამაში.
It looked more like a dancing game for a swineherd and a goose-girl.
67209.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ოყაჯადო ზურგზე დაიწყობდა ხოლმე ხელებს და დაუყვებოდა სიჩუმისა და სიცარიელის ტალანებს.
Oqajado would put his hands behind his back and patrol corridors of silence and emptiness.
67210.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მისი ფლოსტების ხმა უფრო ჩუმსა და უკაცურს რომ ხდიდა, რადგან ეს ხმაც მათი ნაწილი იყო, მათი სიმტკიცის გუშაგი.
Which made the sound of his slippers more silent and inhuman, since this sound was part of them, their banner of solidarity.
67211.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მიდიოდა და გული სიამაყით ევსებოდა, საყიდელზე პირველად გაგზავნილი ბავშვივით.
His heart filled with pride as he walked, like a child sent to the shops for the first time.
67212.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
სასიამოვნოდ რომ უღიტინებს კისერში მშობლის შეფარული მზერა და მღელვარება.
Feeling his parent's gaze and anxiety pleasantly tickling the back of his neck.
67213.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რამე არ შეემთხვას, რამე არ დაუშავდეს ჩემს პატარასო.
"I hope nothing happens to hurt my little boy".
67214.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ოყაჯადო კი მთელი ქვეყნის მზერას გრძნობდა, ასევე მღელვარესა და შეშფოთებულს, ჩაფიქრებული და მარტო მოსეირნე მეფის ხილვით.
Oqajado could feel the entire country's gaze, anxious and distressed, bemused by the sight of the king strolling alone.
67215.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ქვეყანას სული მისდიოდა, მაგრამ მაინც ვერ ჩასწვდომოდა მეფის საფიქრალს.
The country was dying of anxiety, but still couldn't penetrate the king's mind.
67216.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ოყაჯადო კი უარესად იჭმუხნიდა წარბებს, უარესად ანელებდა ნაბიჯს და გულში ზეიმობდა.
Oqajado would only knit his eyebrows harder, slow his pace and feel quietly jubilant.
67217.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ოპროწუწუნ, ვერ მოგართვით, აბა გამოიცანით, თუ კარგი ბიჭები ხართო.
Got you there: sorry to disappoint you, try and guess then, if you're so clever.
67218.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
გამოსაცნობი კი არაფერი იყო, მარტო მოსეირნე კაცს მეფის გვირგვინი ედგა თავზე.
There was nothing to guess: if a man strolling alone wore a crown.
67219.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ესეც საკმარისი იყო, შურითა და მოწიწებით შეეხედა მისთვის ყველას.
That was enough for everyone to look at him with envy and awe.
67220.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ახლა კი, ვიღაც მეჯინიბის ტილიან შვილიშვილს აღარ მოსწონდა აქაურობა, აღარ უნდოდა პირდაღებულს ეცქირა მეფისთვის.
But now some lousy grandson of the stableman had taken a dislike to being here, to gawping at the king.