მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67361.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ღამემ ასე თუ ისე დაუბრუნა ქალაქს ჩვეულებრივი იერი.
Nightfall more or less restored the city's usual atmosphere.
67362.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ცოტა უფრო გვიან, მაგრამ მაინც აპარპალდნენ სინათლის მკრთალი ალები, გაუბედავად, მორიდებულად.
Only the lamp lights started to flicker a little later, more timidly, nervously.
67363.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თითქოს მათი გაშოლტვაც შეეძლო ვინმეს.
As if someone might start flogging them, too.
67364.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რომელიღაც სახლის სახურავზე კატა დედამკვდარი ბავშვივით ტიროდა.
On the roofs of some houses a cat wept like an orphaned child.
67365.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
შუა ქუჩაში ძაღლი ჩაცუცქულიყო და მთვარეს უყეფდა.
In the middle of the street a dog crouched and barked at the moon.
67366.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ვიღაცამ ქვა ესროლა და შეუკურთხა.
Someone threw a stone at it with a curse.
67367.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
კუდამოძუებული, აწკავწკავებული ძაღლი ყორეზე გადმომდგარ ლეღვების ჩრდილში შეიმალა.
With its tail between its legs, the yapping dog hid in the shadow cast by fig-trees overhanging a wall.
67368.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მერე ცაც გამოჩნდა, რადგან უცებ ვარსკვლავებით გაივსო.
Then the heavens came into view, suddenly full of stars.
67369.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ხოლო მიწაზე, ღამის სიგრილისაგან ბუსუსაშლილი, მუქი ლურჯი ფერი გადაეკრა ყველაფერს.
But on earth, where the cool of the night brought down mist, everything turned dark blue.
67370.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
წყვდიადმა სულიერივით ამოიფშვინა.
The darkness sighed like a living creature.
67371.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
სახლებიდან კი ჩამიჩუმიც არ ისმოდა, თითქოს სახადი მოსდებიათო.
Not a squeak came from the houses, as if they were plague-stricken.
67372.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ქალაქზე ისევ ჩამოიარეს ტყუპმა ძმებმა, ორივენი კარგ გუნებაზე იყვნენ და ხმამაღლა მოლაპარაკობდნენ.
The twin brothers patrolled the city again: both were in a good mood and chatted uninhibitedly.
67373.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„როგორც ვატყობ, კარგა ხანს ჩავრჩებით ამ ქალაქშიო“ - თქვა ელდამ.
"I can see that we're going to be staying in this city for some time", said Horror.
67374.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„სულ ერთი არ არის, სადაც ვიქნებითო“ - უპასუხა შიშმა.
"Does it matter where we happen to be?" responded Fear.
67375.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ორივემ გაიცინა, კი არ გაიცინა, გადაიგრუხუნა და ქალაქიც, შეჩიჩხინებულ ლოკოკინასავით, უარესად შეიყუჟა ნიჟარაში.
They both laughed, or rather thundered, and the city, like a snail that has been disturbed, withdrew deeper into its shell.
67376.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ქალაქი საგონებელში ჩავარდა, ვერ ხვდებოდა, რა დაეშავებინა.
The city was in a reflective mood, wondering what it had done wrong.
67377.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ ვერც უსიამო შეგრძნება მოეშორებინა, თვითონაც რომ არ იცოდა, რა დაერქმია, საიდან გამომტყვრალიყო.
But it was unable to shed an unpleasant feeling: it didn't know what to call it, how it had befallen them.
67378.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რატომ არ ანებებდა თავს, რატომ ავალდებულებდა რაღაცის გახსენებას, გაჭირვეულებული მთვრალივით.
Why it wouldn't go away, why it forced them, like an insistent drunkard, to recall something.
67379.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ხალხს რაღაცა დავიწყებოდა, ურომლისოდაც არ ჰქონდა შინიდან გამოსვლის უფლება.
The people had forgotten something without which they were not entitled to leave their homes.
67380.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ამას უკვე გრძნობდა, ხვდებოდა, მაგრამ მისი გაჯიუტებული მახსოვრობა ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან.
They now felt and grasped this, but their memories, for all their efforts, go them nowhere.