მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67381.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
კარს არ უღებდა, ბრაზიანი ცოლივით, ღვინის სმას გადაყოლილი ქმრის დასჯა რომ გადაუწყვეტია.
It opened no doors, like an angry wife determined to punish her sozzled husband.
67382.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ის კი საკუთარი სახლის წინ იდგა და ვერ მიმხვდარიყო, რა დაეშავებინა.
He was standing outside the door, but couldn't understand what he'd done wrong.
67383.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რატომ არ უღებდნენ კარს, თუ ეს მართლა მისი სახლი იყო.
Why nobody would open the door to him, assuming it was actually his house.
67384.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
უკან გამობრუნების თავი აღარ ჰქონდა, ფეხზე ძლივს იდგა.
He is incapable of turning back, he can barely stand.
67385.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ისე ტრიალებდა ქვეყანა, საკმარისია, სახლის კედელს მოშორებოდა, ვეღარ მოაგნებდა.
The world is spinning and, unless he stays close to the wall, he'd never find it again.
67386.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
გული კი უგრძნობდა, მთვრალი კაცის უტყუარი ალღო კარნახობდა, სწორედ მოსულიყო.
But he knows in his heart, and a drunkard's unerring instinct confirms it, that he has come to the right house.
67387.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ სახლში გამეფებული სამარისებური დუმილი და ეს ოხერი სიბნელე მაინც უფუტფუტებდა ეჭვის ჭიას.
But the sepulchral silence reigning in the house and this accursed darkness arouse a twinge of doubt in him.
67388.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
კარი ოდნავ მაინც რომ გამოეღოთ მისთვის, სულ ოდნავ, იმდენად, რომ ოჯახის სუნს მაინც შეძლებოდა გამოძრომა, ყველაფერი გაირკვეოდა.
If they'd just open the door just a crack, enough for him to catch the smell of his family, then he could be sure of everything.
67389.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ნაცნობი სუნი ცნობიერებას დაუბრუნებდა, ერთგული ძაღლივით შემოურბენდა გარშემო, ხელებსა და სახეს აულოკავდა.
The familiar smell would restore his senses and he would run around like a faithful hound, licking people's hands and faces.
67390.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
და მაშინ სხვებიც იცნობდნენ, რადგან მასაც მათი სუნი ექნებოდა.
And then others would recognize him, because he would have their scent.
67391.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ხალხი თვალს გულში იბრუნებდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს სასაფლაოზე მოსულიყო, მიცვალებული კი შინ დარჩენოდა.
People began examining their consciences: they felt as if they had come to the cemetery, but had left the deceased at home.
67392.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ახლა ცარიელ საფლავს ჩასცქეროდა და ვერ მიმხვდარიყო, რატომ მოსულიყო აქ, რა უნდოდა ამ ცარიელ საფლავთან.
Now they were looking at an empty grave, puzzled why they had come here, what to do with this empty grave.
67393.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თვალს კი იბრუნებდა გულში, მაგრამ იქაც არ იყო არაფერი.
Although they examined their consciences, they found nothing.
67394.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თავს ძალას ატანდა, უთავბოლოდ იხსენებდა ყველაფერს, რისი გახსენებაც შეეძლო.
They strained themselves, they recalled anything at all that could be recalled.
67395.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
იქნებ, შემთხვევით, ის მთავარიც გახსენებოდა, უკან რომ ექაჩებოდა, წარსულისაკენ.
Perhaps they accidentally recalled the most important thing, that pulled them back into the past.
67396.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
როგორც ერთგული ძაღლი ექაჩებოდა უფსკრულის პირამდე მისულ ბრმას.
Like a faithful dog pulling back a blind man who is standing by a cliff.
67397.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
არც ისე ადვილი აღმოჩნდა წარსულში შებრუნება; მით უფრო, რომ აქამდე უკან მოუხედავად მოსულიყო.
Returning to the past turned out to be no easy matter; especially as they had got to this point without looking back.
67398.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ან რას იფიქრებდა, უკანმოსაბრუნებლად თუ გაუხდებოდა საქმე, თორემ რამე ნიშანს აიღებდა.
They never thought that they would have to turn back: if they had, they would have marked their trail.
67399.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თავის დროზე, მას გასავლელი გზა აინტერესებდა და არა გამოვლილი.
At the time they were interested in the road yet to be travelled, not the road already travelled.
67400.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
გამოვლილი მკვდრებს ეკუთვნოდა, მკვდრების ქვეყანას ემატებოდა.
The latter belonged to the dead and was part of the world of the dead.