მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67421.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„მეც მაგას არ ვამბობო“ - უპასუხებდათ ისიც და ამით გათავდებოდა ყველაფერი.
"That's what I'm saying, aren't I?" - he would reply, and that would be the end of the matter.
67422.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ქალაქი მაინც შემობრუნდა წარსულისაკენ, ისევ გაიხსენეს მზის გულზე მიყრილი მოხუცები, თვითონაც რომ დავიწყებოდათ და სიკვდილსაც.
So the city turned back to the past, and they remembered the old men warming themselves in the sun, forgotten by death itself.
67423.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ტანმა უგრძნოთ, შესაძლებელი რომ იყო ამ ბებრებს ხსომებოდათ ის, რაც მათ დავიწყნოდათ, ან რაც თავის დროზე არ გამოეკითხათ მათთვის.
There was a feeling that it was possible that these elderly people recalled what other citizens had forgotten, or what they hadn't asked about at the time.
67424.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
დაობებულსა და ჩამოძენძილ ბებრებს შუაში ისვამდნენ, აცახცახებულ ხელებში ჯამს უდგამდნენ, შიგ წყალ-ღვინოს უსხამდნენ.
They made these cob-webbed ragged elderly people sit among them, put into their trembling hands bowls filled with watered-down wine.
67425.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ეხვეწებოდნენ, ემუდარებოდნენ, წლებით ამოქოლილ ყურებში ჩასძახოდნენ.
They implored them, pleaded with them, shouted down ears blocked by time.
67426.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რა ამბავია ჩვენს თავს, ასეთი რამე თუ გაგიგონიათ როდისმეო.
"What's happening to us, have you ever heard of anything like this?"
67427.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მოულოდნელი ყურადღებით დამფრთხალი და შეწუხებული ბებრები უაზროდ ატრიალებდნენ წირპლიანსა და წამწამგაცვენილ თვალებს.
The elderly were alarmed and distressed by this sudden attention and blankly rolled their pus-filled, eyelash-less eyes.
67428.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ვერ მიმხვდარიყვნენ, რა უნდოდა მათგან ამ უცხო ხალხს.
They couldn't understand what these strangers wanted from them.
67429.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რატომ ასმევდნენ ღვინოს, ნახევარზე მეტი ჩავარდნილ მკერდზე და უგრძნობელ მულებზე რომ ეღვრებოდათ.
Why they were being given wine, more than half of which spilled onto their chests and their numb knees.
67430.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„გაიხარეთ, გაიხარეთ, შვილებო, მადლსა შვრებითო“, - ჩიფჩიფებდნენ ისინი და ბებრული, უმწეო ღიმილით ყველაფერზე თავს აკანტურებდნენ.
"Good luck to you, children, what you're doing is very noble", they lisped, smiling a decrepit, feeble smile at everything, and nodding.
67431.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რადგან ბებრული გუმანი კარნახობდათ, ასე უნდა მოქცეულიყვნენ, ყველაფერზე თავი უნდა ექნიათ.
Because their aged intuition dictated this response: they nodded in approval of anything.
67432.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რადგან დათანხმების მეტი მაინც არაფერი შეეძლოთ.
Since agreeing was the only action they could take.
67433.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თავის განუწყვეტელი კანტურითღა უკავშირდებოდნენ ისინი ცხოვრებას, ერთ გაბმულ, მყუდრო ბურანად რომ ქცეულიყო მათთვის.
Their constant head nodding kept up a link to a life which had become just a continuous, cosy haze for them.
67434.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ მაინც არ ეთმობოდათ, რადგან ხსენისა და ფსიტის სუნი ასდიოდა და უკანასკნელ დღეს პირველი დღის ელფერში ხვევდა.
But they couldn't have yielded anything, because they exuded a smell of colostrum and piss, which gave their last days the same aura as their first.
67435.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ამიტომაც დავიწყებოდათ ყველაფერი.
So they had forgotten everything.
67436.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბებრული ეშმაკობისა თუ ბუნების გულკეთილობის წყალობით განთავისუფლებულიყვნენ განვლილი ცხოვრების ხსოვნისაგან.
Thanks to the cunning of the elderly or the kindness of nature: they had been freed from memories of the life they had lived.
67437.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რათა ისევე უშიშრად და გულუბრყვილოდ გადასულიყვნენ სიკვდილში, როგორც სიცოცხლეში მოსულიყვნენ.
So that they could now pass over into death without fear or sophistication, just as they had come into life.
67438.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ხალხიც მალე დარწმუნდა, თავის კანტურისა და დაბნეული ღიმილის მეტს ვერაფერს გამორჩებოდნენ ამ გადაყრუებულ მოხუცებს.
The people quickly became convinced that they could salvage nothing but head-nodding and confused smiles from these deaf old persons.
67439.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ძვლებით სავსე ტომრებივით რომ მიყრილიყვნენ მზის გულზე და ჩრდილების მეტს ვეღარაფერს ხედავდნენ.
These sacks of bones warming themselves in the sun, unable to see anything but shadows.
67440.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
და მაშინ, თითქმის ყველას ერთდროულად გაახსენდა ბოჩია, ყველაზე ზონზროხა და უწყინარი კაცი.
Then almost everyone suddenly recalled Bochia, the burliest but most innocuous of men.