მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67401.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
გასავლელი კი მარტო მისი იყო და სანამ თვითონაც იქნებოდა, ხელი არავის მიუწვდებოდა.
The road yet to be travelled was theirs alone, inaccessible to anyone else as long as they were there.
67402.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მერე კი... მერე ქვა ქვაზეც ნუ იქნებოდა თუნდაც.
Later, it wouldn't matter if not a stone was left still standing.
67403.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ მთლად ასე არ ყოფილა, უკანმოუხედავად წინ ვეღარ წავიდოდა.
But things weren't entirely like that: they could no longer go off without a backward glance.
67404.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ერთ ადგილას უნდა ეტკეპნა მიწა, ეფხანა ქეჩო და ეწყევლა თავბედი, რაკი დროზე არ დაეჭირა საამისო თადარიგი.
They had to tread the ground and not move on, scratch the back of their heads and curse fate for not having made any provision for this.
67405.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რაღა მაინცდამაინც ჩვენს ქალაქში უნდა მოხდეს ყველაფერი უბედურებაო, წუწუნებდა.
"Some disaster must be happening all over our city", they wailed.
67406.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
და ადგილზე ბორძიკობდა, როგორც ცხენი ბოგირთან, რომლის ქვეშაც საფრთხე ეგულება და არად აგდებს პატრონის მათრახსა და გინებას.
And they dug their heels in, like a horse sensing danger underneath a wooden bridge, ignoring its master's whip and loud curses.
67407.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ის ახლა, ერთდროულად, ცხენიც იყო და მხედარიც, სიბრაზისგან გონებადახშული მხედარი და სიფრთხილისგან დაბრძენებული ცხენი.
They were now both the horse and the rider, a rider demented by anger and a horse wise to danger.
67408.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რომელი აჯობებდა, რომელი გაიტანდა თავისას?
Who would come out on top, who would get his own way?
67409.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მხედარს უკან დაბრუნებისა რცხვენოდა, როგორ ეთქვა, ბოგირზე გადასვლისა შემეშინდაო.
The rider felt turning back would be shameful: how could he say, "I was too scared to cross the bridge?"
67410.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ცხენი კი უმალ ადგილზე მოკვდებოდა, ვიდრე თავსაც და პატრონსაც ხიფათში ჩააგდებდა.
The horse would rather drop dead on the spot than put itself and its master in danger.
67411.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
„ჭიტაო“, - ეძახდა ბოგირის ქვეშ შემალული ხიფათი ცხენს და ისიც ხვიხვინებდა, კისერს იბრუნებდა, ყვითელ კბილებს აკრეჭდა.
"Gotcha!" the danger hiding under the bridge calls to the horse, who whinnies, turns his neck and bares his yellow teeth.
67412.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რადგან სხვა ენა არ იცოდა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო, პატრონიც დაეეჭვებინა, დაეფიქრებინა და დაეფრთხო კიდეც.
Because that is his only language; but this is enough to make its master doubtful, thoughtful, even frightened.
67413.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ახლა თავმოყვარეობა სწყვეტდა ყველაფერს, ცხენის ჭკუაზე ევლო თუ თავისაზე.
Now pride would decide everything, whether he follows the horse's mind or his own.
67414.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ რაკი ერთხელ უკვე დაეეჭვებინა ცხენს, ისიც უკვე სხვანაირად ფიქრობდა.
But as the horse has already sown doubts, he too begins to think differently.
67415.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბოგირის გადავლა ისე აღარ ადარდებდა, როგორც უკან დაბრუნება.
It wasn't so much crossing the bridge that bothered him, as turning back.
67416.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თვითონაც უკან დაბრუნება უნდოდა.
He himself wanted to turn back.
67417.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
და თუ კვლავ ერთ ადგილას ატრიალებდა ცხენს, მხოლოდ იმიტომ, უკანგამობრუნება გამოქცევას არ დამსგავსებოდა.
And if he made the horse dig its heels in again, he would do so only make a retreat look less like running away.
67418.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მერე კი თვითონ იცოდა, რა დღესაც დააყრიდა ცხენს, როგორ აიგდებდა სამასხროდ მის სიჯიუტეს და სილაჩრეს.
Later, he knew, he would blame the horse and make fun of it for its stubbornness and cowardice.
67419.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ყველაფერს ცხენს დააბრალებდა და ცხენიც დაიბრალებდა, ან ვინ დაუწყებდა გამოკითხვას.
He would blame everything on the horse, and the horse would accept the blame, for who was going to question the master?
67420.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
გაიცინებდნენ და ეტყოდნენ: „არა, ძმაო, თუ ასეა, მაგ ცხენზე აღარ შეიჯდომებაო“.
They would laugh and tell him, "No, brother, if it's like that, you shouldn't get on that horse again".