მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67441.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თითქოს ისიც მხოლოდ ახლა შეამჩნია ყველამ, ბოჩია ზუსტად ისეთივე რომ დარჩენილიყო, როგორიც პირველად იხილეს.
The reason that it took so long to think of Bochia was that he had stayed exactly the same as when they had first seen him.
67442.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
იმ პირველი ხილვის მერე კი დიდი დრო გასულიყო, თვითონ გაზრდილიყვნენ, დასწეოდნენ და გაესწროთ კიდევაც ბოჩიასთვის.
A lot of time had passed since they first saw him: they had grown up, matured, reached Bochia's age.
67443.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბოჩიას კი არაფერი შესტყობოდა, თითქოს დრო გვერდს უქცევდა, ვერ ამჩნევდა და ამიტომაც ვერ დაეძველებინა.
But no such changes were noticeable in Bochia, as if time had passed him by, ignored him and thus failed to age him.
67444.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ეს ნაკლები საოცრება როდი იყო.
This exception should have been astounding.
67445.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თუ ამ საოცრებას აქამდე ვერავინ ამჩნევდა, მხოლოდ იმიტომ, ყველანი გაჩენის დღიდანვე რომ შეჩვეოდნენ ასეთ ბოჩიას.
But nobody had yet taken any heed of this miracle, simply because everyone was used, from the day they were born, to Bochia as he was.
67446.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
შეჩვეოდნენ ასეთ ბოჩიას, უცვლელს, მარადიულს, უწყინარსა და კეთილს.
They were used to Bochia as he was unchanging, eternal, innocuous and kindly.
67447.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბოჩია მათი ქალაქის განუყოფელი, აუცილებელი ნაწილი იყო.
Bochia was an inseparable, vital part of their city.
67448.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თავისი ფეხმოუცვლელი და ფერუცვლელი არსებობით სხვებისთვისაც უფრო საიმედოსა და ხანგრძლივს ხდიდა სიცოცხლეს.
His stability and sameness made life more reliable and longer for others.
67449.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბოჩია იშვიათად გამოჩნდებოდა ხოლმე ქუჩებში.
Bochia was rarely to be seen in the streets.
67450.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ არავინ მოიკითხავდა, არავინ შეშფოთდებოდა, სად გაქრა ის კაციო.
But nobody questioned or worried about where he'd gone to.
67451.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თითქოს არ შეიძლებოდა, ბოჩიას რამე მოსვლოდა.
As if it were impossible for anything to happen to Bochia.
67452.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მათ გაჩენამდეც, როგორც მონაყოლით იცოდნენ, ბოჩია სულ იყო, სულ ასეთი იყო, ერთი ხნისა, ერთი სისქისა და სიმაღლისა.
Before they were born, they had been told, Bochia existed, always the same, the same age, width, and height.
67453.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
როგორც რომელიღაც ღმერთის ქანდაკება, ქანდაკება კი არა, თავად ღმერთი, რაღაც დანაშაულისა თუ აჩემების გამო, ადამიანებთან რომ ცხოვრობდა.
Just like the statue of a god, or rather an actual god who, because of some crime or at his own insistence, now lived with human beings.
67454.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
და ცდილობდა მათ დამსგავსებოდა, რათა ღმერთობა არ შეემჩნიათ, არ დამფრთხალიყვნენ და არ დაეტოვებინათ მარტო.
And they tried to be like them, hiding his godhood so as not to cause fear or be forsaken.
67455.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბოჩია ამდენს ახერხებდა, მაგრამ დაეჭვების საშუალებას მაინც აძლევდა ხალხს, ხალხი უფრო ფხიზელი და ყურადღებიანი რომ ყოფილიყო.
Bochia had achieved all this, but, but he still gave people cause for doubt, to be more alert and attentive.
67456.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მის გარშემო მთელი თაობები იხოცებოდნენ, მიწაში უკვე ფენა-ფენა იწვნენ მკვდრები.
Whole generations had passed away around him, the earth was packed tight with the dead.
67457.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ის კი ისევ თავაუღებლად მუშაობდა თავის სახელოსნოში, ბურბუშელის ოქროსფერ ზვირთებში ჩამჯდარი.
But he went on in his workshop without stopping, sitting in golden piles of wood shavings.
67458.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ანდა ხეების ქვეშ იდგა და მასაც ასხდებოდნენ კოდალები.
Or he stood beneath trees while woodpeckers perched on him.
67459.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
საკმარისია, ხეების ქვეშ დამდგარიყო, მაშინვე გულზე გადაეყრებოდა, რაც არ უნდა საწყენი შეხვედროდა.
He had only to stand under the trees to feel a wave of calmness, whatever worries he might have.
67460.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
სისხლიც ახალგაზრდულად აუჩქროლდებოდა და კაფანდარა ფოთოლას მოანატრებდა ხოლმე.
His blood rushed youthfully and he longed for his sleek Potola.