მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67461.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
შეიძლება, ამ ხეებში ბუდობდა მისი მთავარი სული და ამიტომაც ვერაფერს აკლებდა დრო.
Possibly his real soul resided in these trees, and so time could not diminish him.
67462.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
უფრო უცნაური ისაა, ფოთოლასაც რომ გადასდებოდა მეუღლის მარადიული სიჭაბუკე, მარადიული სიჯანსაღე და ცხოვრების ხალისი.
More amazingly, Potola took on her husband's eternal youth, health and love of life.
67463.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მათ ოჯახში ახლაც გაუჩერებლად ჭრიალებდა აკვანი.
Even now their family was alive with the sound of creaking cradles.
67464.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
აკვანში ჩაკრული ნაბოლარას დაძმების უმრავლესობას მიწაში ეძინათ სამუდამო ძილით, ხანგრძლივი და ჭარმაგი სიცოცხლით გამაძღრებსა და დაღლილებს.
Most of the brothers and sisters of the latest baby in the cradle were already sleeping their eternal sleep, sated and tired after lengthy lives.
67465.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ვანელები კარგად რომ ჩასძიებოდნენ, ღრმად რომ ჩაჰყოლოდნენ თავიანთ ფესვებს, ალბათ, ყველანი ერთმანეთის ნათესავებიც აღმოჩნდებოდნენ.
If the people of Vani searched hard and enquired deeply into their roots, they probably would all have turned out to be related.
67466.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ისეთი მრავალრიცხოვანი და უსასრულო იყო ბოჩიასა და ფოთოლას შთამომავლობა.
So long-lived and unending was Bochia's and Potola's posterity.
67467.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბოჩიამ მისი სახლის წინ შეკრებილ ვანელებს მფრინავი ვერძის ამბავი მოუყვა.
Bochia told the people of Vani, gathered in front of his house, the story of the flying ram.
67468.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მოუყვა, როგორ მოაფრინა იმ ვერძმა პატარა ბიჭი, რომელსაც ქვეყანა დანით დასდევნებოდა და ვანზე უკეთეს თავშესაფარს ვერსად იპოვიდა.
He told them how this ram brought through the air a little boy, whose country had pursued him with a knife and who could find no better refuge than Vani.
67469.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მოუყვა, როგორ შეაწუხა ვანელები ამ უცხო ბიჭის ბედმა.
He told them how the people of Vani, moved by the foreign boy's fate.
67470.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
როგორ გამოიდეს თავი, როგორ დაუდგნენ ქომაგად, მათ ჭერქვეშ შემოფრენილ ბავშვს უცხოობა რომ არ ეგრძნო და შიშიც დავიწყებოდა.
How they stood up and interceded for him, ensuring that the boy who had flown here would not feel a stranger in their houses, or be afraid.
67471.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ძველი ვანელების აზრით, შეშინებული ბავშვისგან ვერც კარგი მეომარი გაიზრდებოდა და ვერც კარგი მეოჯახე.
In the opinion of the older inhabitants of Vani, a frightened child could never make a good friend or a good family man.
67472.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, ბევრი რამე მიეცა დავიწყებას.
A lot of water had passed under the bridge since then. A lot had been forgotten.
67473.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ ბოჩიას აქამდე გამოჰყოლოდა მოსალოდნელი ბედნიერების მძაფრი შეგრძნება, ამ პატარა უცხო ბიჭის ხილვამ რომ გაუჩინა.
But Bochia still had a strong feeling of happiness to come which the sight of the little foreign boy had aroused.
67474.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მართალია, ცხოვრებამ საპირისპირო დაუმტკიცა, ყველაფერი წაღმა შეუტრიალა.
True, life had given the lie to this feeling, everything took a turn for the worse.
67475.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ ბოჩიამ მაინც ვერ მოიშორა ის შეგრძნება, მაინც აქამდე შემორჩა, როგორც ღიმილი გაწბილებული კაცის სახეს.
But Bochia still couldn't get rid of the feeling, which stayed with him like the smile on the face of a disillusioned man.
67476.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბოჩია მოგონებებმა გაიტაცა, მისი ხნის კაცს კი ტყუილიც დაეჯერებოდა.
Memories carried Bochia away: even a lie told by a man of his age was believable.
67477.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
გაოცებული ხალხი პირდაღებული უსმენდა, განძრევისაც ეშინოდა.
The people were stunned; they gawped as they listened to him; they were reluctant to move.
67478.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ეშინოდა, არ გამქრალიყო ის საოცარი ხილვები, ბოჩიას მონაყოლს რომ ამოჰყოლოდა, ფრთამოხატული პეპლებივით რომ დაფარფატებდნენ ჰაერში.
They were afraid lest these miraculous visions that Bochia's story evoked vanish and flutter off into the air like colourful butterflies.
67479.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ვარდის სურნელს რომ აფრქვევდნენ და ოქროს მტვერში ხვევდნენ ქვეყანას.
That waft the scent of roses and cover the land in golden powder.
67480.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბოჩია ყვებოდა და თვითონვე უკვირდა, რა ზღაპრულად უცნაური და მომხიბვლელი ჩანდა ყველაფერი, რაც აქამდე მარტო მან იცოდა.
As Bochia talked, he too was amazed how everything took on a fairy-tale wonder and enchantment, things that hitherto only he had known.