მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67481.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რაც სხვა უამრავ მოგონებებთან ერთად სამუდამოდ ჩალექილიყო მისი გულის ფსკერზე.
That had been permanently deposited, together with countless other memories, in the depths of his heart.
67482.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
და, შეიძლება ამიტომაც, დაჰკარგვოდა ფერიცა და მნიშვნელობაც, როგორც ბებიის საქორწილო კაბას.
And, perhaps, had thus lost their colour and meaning, like grandmother's wedding dress.
67483.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ახლა კი, გამომზეურებული, სკივრიდან ამოღებული, ნიავდაკრული, ამდენი ცნობისმოყვარე შვილიშვილის თვალწინ, არა მარტო თვითონ იბრუნებდა პირველყოფილ სინაზესა და სიმსუბუქეს, არამედ თავისი მფლობელის დამათრობელ სიქალწულესაც აცოცხლებდა, მის საქორწილო თრთოლვასა და სამზადისს.
But now, brought into the sunlight, taken out of the trunk, aired in the breeze, in front of so many curious grandchildren, it not only recovered its original softness and lightness, it reanimated its owner's intoxicating virginity, the quivering as her wedding was prepared.
67484.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ხალხს სიამაყით გული ებერებოდა, დაგვიანებული ცრემლი ყელში აწვებოდა, ასევე დაგვიანებული სინანული სულს უწუხებდა.
People's hearts swelled with pride, they choked on belated tears, and an equally belated regret distressed them.
67485.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რადგან ასეთი ლამაზი და ასეთი ჰაეროვანი ბებია იოლად და უდარდელად დაევიწყებინა.
Because they had so easily and casually forgotten such a fine, beautiful grandmother.
67486.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ახლა მის საფლავსაც ვერ მიაგნებდა, ბალახი მაინც რომ მოეგლიჯა და თუნდაც ერთი წუთით ჩამოჯდომოდა ფერხთით.
Whose grave they could no longer find, if only to clear it of weeds and sit just for a minute at her feet.
67487.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რა იცოდა ბოჩიამ, რა ბოროტებას სჩადიოდა ამით, თორემ უმალ თავს მოიკლავდა, თუკი შესაძლებელი იყო მისი სიკვდილი.
Bochia could not know what evil he was doing, or else he would have killed himself, assuming that he was able to die.
67488.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ვიდრე ამგვარ სისულელეს წამოროშავდა, ხალხს ოცნებას გაუჩენდა და ცისკენ გაუქცევდა თვალს.
Rather than blurt out such rubbish, giving people cause to dream and raise their eyes to the skies.
67489.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
იმ დღესაც დიდხანს იდგა ბოჩია ხეების ქვეშ, მაგრამ ვერ იქნა და ვერ გამოიკეთა გუნება.
That day Bochia spent a lot of time under the trees, but he utterly failed to recover his good mood.
67490.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი არ უნდა ჰქონოდათ საფრთხილო ფოთოლასა და ბოჩიას.
At first sight, it seemed that nothing could possibly endanger Bochia and Potola.
67491.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მათი აღურიცხველი შთამომავლობა ყოველმხრივ ჩვეულებრივი იყო, არც ფრთა ეზრდებოდა და არც ცის საჭვრეტად ეცალა.
Their innumerable progeny was in every way normal, none had grown wings, none was trying to peer at the heavens.
67492.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბოჩიას სხვა რაღაცა აწუხებდა ახლა, გრძნობდა, მართლაც ძალიან დიდხანს გაჩერებულიყო ამ ქვეყანაზე.
Other worries now beset Bochia: he felt that he really had spent a long time on earth.
67493.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ერთი კაცის კვალობაზე ბევრ რამეს მოსწრებოდა, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად გადაეშალა.
He had stayed far longer than a man is meant to, but all that had suddenly been erased.
67494.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
სადღაც, არარაობის ჯურღმულებში შეერეკა აწივლებულ შოლტსა და გალახული ბავშვის ღნავილს.
It had been driven out somewhere in the chasms of non-existence by the swishing leather straps and the howling of thrashed children.
67495.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბოჩია ხეების ქვეშ იდგა და თვალწინ ის ყურიანი კალათა ედგა, საიდანაც, ვინ იცის რამდენი წლის წინათ, მამობილმა ამოიყვანა.
Bochia stood beneath the trees, seeing again the basket with handles from which, God knows how many years ago, he had lifted his foster-father.
67496.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ღრუბლის ქულასავით ფუნჩულა და შიშველი.
Naked and as soft and fluffy as a cloud.
67497.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბოჩიაც იმ კალათასავით დაცარიელებულიყო და თანდათან უარესად ცარიელდებოდა.
Bochia too was now as empty as that basket and was slowly getting even emptier.
67498.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რადგან სამუდამოდ ეკარგებოდა ჩვილის სუნიცა და სითბოც, ერთიცა და მეორეც თავისუფლად გაჰქონდა ნიავს მისი ფარღალალა კედლებიდან.
For he had lost for ever the smell and warmth of babies, both gone with the wind blowing freely through his rickety walls.
67499.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ვერც ფოთოლამ მოისვენა იმ ღამეს, შამფურივით ტრიალებდა.
Even Potola couldn't relax that night, turning in bed like a roasting spit.
67500.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თითქოს სხვის ლოგინში იწვა, მიუჩვეველ ადგილას.
As if she were in a stranger's bed, somewhere she was unused to.