მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67501.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ასედაც იყო, ფოთოლას უბოჩიოდ სიცოცხლე არ შეეძლო, არც იცოდა, როგორ უნდა ეცოცხლა.
Potola could not live without Bochia, she didn't know how to live without him.
67502.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რადგან, რაც თავი ახსოვდა, ყოველთვის ბოჩია ჰყავდა გვერდით.
Because, as long as she could remember, Bochia had always been by her side.
67503.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბოჩიას გვერდით იძინებდა და ბოჩიას გვერდით ეღვიძებოდა.
She slept next to Bochia and woke up next to him.
67504.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ბოჩიათი იწყებოდა მისი დღეცა და ღამეც.
Her day began with Bochia as did her night.
67505.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაშინ თენდებოდა და მაშინ ღამდებოდა მისთვის, როცა ბოჩია მოისურვებდა, როცა ბოჩია იტყოდა „გათენდაო“, ანდა „დაღამდაო“.
Dawn and dusk came for her when Bochia decided, when he said, "It's dawn" or "It's dusk".
67506.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თვითონ, ბოჩიას მეტი, არაფერი გაეგებოდა ამ ქვეყნისა.
She understood nothing of this world other than Bochia.
67507.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ასე იყო სულ, დიდხანს კი არა, სულ, და მხოლოდ ეს ერთადერთი სიტყვა აღნიშნავდა ფოთოლასთვის დროს.
This was not just for a long time, but always, and always was the only word that denoted time for Potola.
67508.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ახლა კი ფოთოლას დროს ბზარი გასჩენოდა, კვერცხივით გამოტეხილიყო და შავი წიწილა გამოეგდო გარეთ.
Now a crack had appeared in Potola's time, it had broken like an eggshell, and a black chick was lying outside it.
67509.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ერთადერთი ღამე ფოთოლას ცხოვრებაში, რომელსაც ამჩნევდა, რადგან მარტო იყო, უბოჩიოდ.
The one night in Potola's life which she noticed, because she was alone, without Bochia.
67510.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
რაღა ეშველებოდა ამ წიწილას, უკანვე ვინღა შეაბრუნებდა გამოტეხილ კვერცხში?!
What could be done with this chick: who could get it back into the broken eggshell?
67511.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ჯერ კიდევ სველი, ლორწოვანი ბუმბულით ეტმასნებოდა ტანზე, თითქოს ფოთოლა ვალდებული იყო, სხვისი წიწილა გაეზარდა.
Still wet, with slimy down sticking to its body, it seemed to oblige Potola to raise somebody else's chick.
67512.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
არა, არ უნდოდა ფოთოლას ეს ღამე, ვერც გააწევდა, თუკი როდისმე დაადგებოდა საშველი და დამთავრდებოდა.
No, Potola didn't want this night, she wouldn't be able to get through it even if help eventually came and it ended.
67513.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მაგრამ უბოჩიოდ როგორ უნდა დამთავრებულიყო, თუკი ბოჩია გვერდით არ ეყოლებოდა?!
But how could it end without Bochia, if she didn't have him next to her?
67514.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ფოთოლა იტანჯებოდა, ვერც ქმრის დაძახება გაებედა და იმისიც ეშინოდა, ვაითუ ბოჩიას მშვიდად სძინავს და აღარც კი ვახსოვარო.
Potola was in torment: she dared not call to her husband, and she was afraid in case Bochia was sleeping peacefully and had forgotten all about her.
67515.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
თავს ებრძოდა, არ იჯერებდა, ასე იოლად თუ დაივიწყებდა ბოჩია ცოლს.
She struggled with herself, she didn't want to believe that Bochia could so easily forget his wife.
67516.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
მისი დაუოკებელი ვნების შიშით განგებ ჰგვიდა უკვე ათასჯერ დაგვილ სახლს.
She swept the house ten times over for fear of his unbridled passions.
67517.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ხელახლა რეცხავდა უკვე დარეცხილსა და დაკრიალებულ ჭურჭელს, ქმარს რომ უქმად ჩამომჯდარი არ ენახა.
She did the washing all over again, clothes and crockery, so that her husband wouldn't see her sitting idle.
67518.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
განა შეეძლო ასეთ ბოჩიას ახლა მშვიდად დაეძინა?! არა.
Was it possible for such a man as Bochia to sleep peacefully now? No.
67519.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
უმალ ფოთოლა მოკვდებოდა, გული გაუსკდებოდა.
Potola would rather die or have her heart broken.
67520.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი IX
ამიტომაც ვერ ბედავდა ოთახიდან გამოსვლას და მისი აფორიაქებული გონება წარამარა შემოახეტებდა ხოლმე ბოჩიას აჩრდილს.
So she dared not leave the room, and her excited mind kept seeing Bochia's shade wandering in.