მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67561.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რადგან ყველაფერს აიტანდა, საკუთარი მონაგარის ასე გაოხრებას კი ვერა.
Because he could endure anything except the destruction of all he had worked for.
67562.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
საქმე არ იცდიდა.
There was no time to waste.
67563.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
პირუტყვი თავიდან იყო მოსაშინაურებელი, ფრინველი - საბუდარს მისაჩვევი, ბალახი - მოსაგლეჯი.
The cattle would have to be domesticated again, the poultry cajoled back to their old nesting places, the weeds cleared.
67564.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
სუროსა და ხვიარასთვის ბარითა და ცულით უნდა დაემოკლებინა დაგრძელებული ხელები.
The long shoots of ivy and bindweed would have to be cut back by spade and axe.
67565.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
„დედას ვუტირებ, ბარითა და ცულით ამოვძირკვავო“ - უკვე გეგმებს აწყობდა გუნებაში.
"I'll make them wish they'd never been born, I'll wipe them out with spade and axe", they began planning.
67566.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და კოცონსაც აბრიალებდა, რომელზედაც თავისუფლების მოტრფიალე სარეველა იწვოდა.
And it mentally saw the blazing bonfire on which the freedom-loving weeds would burn.
67567.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ქვეყანას სასიამოვნო, სიმშვიდისა და თვლემისმომგვრელი სურნელით ავსებდა.
It was pleasantly filling the land with peace and soporific smells.
67568.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ამ სურნელისთვის ცხოვრობდა ადამიანი, ეს სუნი ენატრებოდა ახლაც და ენა ექავებოდა, იმდენი სათქმელი დაგროვებოდა ამ ხნის განმავლობაში.
People lived for that smell, they now longed for it and their tongues itched, for so much to say had accumulated over this time.
67569.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
არა, არ შეიძლებოდა, ასე რომ გაგრძელებულიყო, არც გაგრძელდებოდა.
No, things couldn't possibly continue like this, nor would they.
67570.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ქვეყანა ჩალით არ იყო დახურული, სიმართლე გზას გაიკვლევდა, დამნაშავე მოინახებოდა და დაისჯებოდა კიდეც.
The country was not cut off from civilisation, the truth was looking for a way, the wrongdoer was being traced and would be punished.
67571.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
გალახული ბავშვების ჯავრსაც ამოიყრიდა და ისევ მარჩენალ ხარს ჩაუდგებოდა კვალში ალალმართალი მშრომელი.
The honest toiler would be avenged for his thrashed children and would once again walk behind his all-providing ox and plough the fields.
67572.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ისევ მიადგებოდა მეზობელს ცეცხლისა და მარილის სასესხებლად, მართლა ცეცხლისა და მარილისათვის კი არა, ისე, დასახედად, როგორ ცხოვრობდა, რას ჭამდა, რას სვამდა, რა ეცვა და რა ეხურა.
Again, people would visit the neighbours not just to borrow salt or fire, but to see how they were, what they had to eat and drink, what clothes and hats they were wearing.
67573.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
აბა, მეტი რა იყო ცხოვრება, შენიანს თუ მხარს არ გაუხახუნებდი.
Otherwise, what was the point of living if you didn't rub shoulders with people like yourself?
67574.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
სუფრასთან თუ არ დაუჯდებოდი, არ ილაპარაკებდი და მასაც არ აალაპარაკებდი.
If you didn't come to dine with them and got them talking?
67575.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
არა, არ შეიძლებოდა დიდხანს გაგრძელებულიყო ასე.
No, things couldn't possibly continue like this for long.
67576.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
დღეს თუ არა, ხვალ მაინც უნდა გამოედარა, მეტის გადადება აღარ შეიძლებოდა.
If not today, then tomorrow good weather had to come, it couldn't be put off any longer.
67577.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
დღეს თუ არა, ხვალ ისიც გამოვიდოდა შინიდან და შემორიგებული მეზობელივით გაუღიმებდა ქვეყანას.
If not today, then tomorrow people would come out of their houses and would smile at the world like a neighbour who is friendly again.
67578.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ხვალ ჯობდა, ხვალამდე იქნებ გარკვეულიყო კიდეც ყველაფერი.
Tomorrow would be better, for by tomorrow everything might be sorted out.
67579.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა.
There was no sense hurrying when danger was about.
67580.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ერთ დღეს კი... ერთ დღეს მგლის ტყავში გაძლებდა კაცი.
Just one more day you could bear to live like a wolf.