მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67621.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ახალი დამთავრებული ჰქონდა ბრძოლა, გამარჯვება თავბრუს ახვევდა.
She had only just won the battle and was giddy with victory.
67622.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და მარტო იმაზეღა ფიქრობდა, რითი განემტკიცებინა ეს გამარჯვება.
All she thought of was how to consolidate that victory.
67623.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ქვეყანა კი დაეპყრო, მაგრამ ამ ქვეყანას ახლა ათვისება სჭირდებოდა.
She had conquered the territory, but it now had to be assimilated.
67624.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ხელახლა უნდა მოეპირკეთებინა კედლები, სახურავი გამოეცვალა.
The walls had to be replastered, the roof changed.
67625.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ტახტზე დედისეული ფარდაგი გადაეფარებინა და ზედ მისი ბავშვობის დროინდელი თოჯინები ჩაემწკრივებინა.
The divan covered with her mother's rug and her childhood dolls arranged on it.
67626.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
არც თვითონ რომ ეგრძნო თავი უცხოდ და არც სხვებს შეემჩნიათ მისი უცხოობა.
So that she didn't feel an outsider and others didn't notice that she was, either.
67627.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
შვილიც ამიტომ სჭირდებოდა, ყველაზე მეტად შვილი განუმტკიცებდა რწმენას, სამართლიანად რომ ებრძოლა და სამართლიანად მოეპოვებინა ის, რაც მოეპოვებინა.
She needed a child, for it would best confirm her belief that she had fought a just cause and deserved to win what she had.
67628.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაშინ თინას სხვანაირად არც შეეძლო ეფიქრა ბავშვზე, რომელიც ჯერ არ არსებობდა.
At the time Tina could not have thought differently about a child who did not yet exist.
67629.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რომელიც ჯერ მის გონებაში ჩაისახა და მერე საშოში.
Who had only just been conceived in her mind before it appeared in her womb.
67630.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
შვილის გაჩენისთანავე თინას გეგმებიც უკვალოდ გაქრა, მას აღარც აინტერესებდა ისინი.
When she gave birth, Tina's plans faded without trace and no longer interested her.
67631.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რადგან მისდა უნებურად, სრულიად მოულოდნელად, უფრო დიდი საზრუნავი გაუჩნდა.
Because suddenly, against her will, she had something bigger to care for.
67632.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ეს პატარა, თბილი და ღუღუნა არსება თავს ერჩია და აღარც ის ახსოვდა, რა იმედებს ამყარებდა მასზე.
She loved this little warm cooing creature more than herself, and forgot the hopes she had placed on it.
67633.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
სამაგიეროდ, არც იმაზე დაფიქრებულა: ეკუთვნოდა თუ არა, სწორი იყო თუ არა მისი განზრახვა.
She didn't even think about whether she was entitled to them, whether she was right to plan this.
67634.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და საერთოდ ჰქონდა თუ არა უფლება შვილის გაჩენისა.
Even if she had the right to have a baby.
67635.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მან ხომ თავიდანვე იცოდა, რომ კაცს, რომელიც ამ ბავშვის მამა უნდა გამხდარიყო, არ უყვარდა იგი.
She had known from the start that the man who was to become the baby's father didn't love her.
67636.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და არც რამე ნიშანს იძლეოდა იმისას, როდისმე რომ შეიყვარებდა.
And he gave no sign of ever loving her in the future.
67637.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ბავშვს კი ორივენი ერთნაირად ეყვარებოდა, დედაცა და მამაც.
But the child loved both mother and father equally.
67638.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და ამ ორ ცეცხლს შუა ვერასოდეს გააკეთებდა არჩევანს.
And he could never have made a choice between those two fires.
67639.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მთელი სიცოცხლე მათ დაუნდობელ სიმხურვალეში უნდა ეტრიალა და ამოუკვნესავად ჩაფერფლილიყო კიდეც.
He had to spend all his life in their ruthless heat and be burnt to ashes by them.
67640.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ თინა მაშინ ასე ვერ იფიქრებდა, რადგან თავისი სისწორისა და სამართლიანობის საბუთი გვერდით ეწვა.
But Tina couldn't have foreseen this, because she had lying next to her living proof that she was right.