მოიძებნა 668048 ჩანაწერი
67601.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ჰაერის ნაკადმა თმა დააბზრიალა და მაღლა წაიღო.
The stream of air made the hair twist and soar upwards.
67602.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ასე, ცახცახითა და ტრიალით ასცდა ტაძარს, გვერდზე გაუხტა ჩამოქროლილი ჩიტების გუნდს.
Quivering and spinning, it flew over the temple, swerved to miss a flock of birds.
67603.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
გაცრეცილ ღრუბლებში გაძვრა და მზეს მიაშურა.
He passed through thin clouds and headed towards the sun.
67604.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ხელისგულებით მიწას დაყრდნობილი, უკან გადაქანებული ფარნაოზი თმას იქამდე უყურებდა, სანამ სინათლემ და უსასრულობამ თვალები არ დაუბრმავა.
Propping himself on the ground, bending back, Parnaoz watched the hair until sunlight and infinity blinded him.
67605.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
იმ დღეს, როცა ფარნაოზი დაიბადა, დარეტიანებული და საომარი ეტლის ბორბლებით ფეხებდაჩეჩქვილი მამამისიც სწორედ ასე იჯდა ბრძოლის ველზე.
The day that Parnaoz was born, his father had sat exactly like this on the battle-field, dazed, his legs crushed by the wheels of a chariot.
67606.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
თინას არც სახე დაუხოკავს, არც მოთქმით შეუძრავს ქვეყანა.
Tina did not tear at her face or make the earth quake with her laments.
67607.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
უბედურებას მომზადებული დახვდა, რადგან განუწყვეტლივ მოლოდინში იყო.
She was ready for disaster, for she had never stopped expecting it.
67608.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
იმ დღის მერე, როცა პატარა უხეირომ გაიარა, ერთი წუთითაც არ გაქრობია ავი წინათგრძნობა.
Since the day that little Ukheiro began to walk, her forebodings had never ceased for a moment.
67609.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ არც რჩევა უკითხავს ვინმესთვის და არც დახმარება უთხოვია.
But she never asked for anyone's advice or help.
67610.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ან ვინ რას უშველიდა, მოსახდენი უნდა მომხდარიყო.
Who could have helped her? What had to happen had happened.
67611.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ეპარებოდა ეჭვი თავის სიმართლეში.
As time passed she began to doubt more and more if she had acted rightly.
67612.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რაღაცაში, ალბათ, მასაც მიუძღოდა ბრალი, რაღაცა მასაც დაეშავებინა, რადგან სინდისის ქენჯნა აწუხებდა.
Perhaps she was herself to blame, she had done something wrong: she had pangs of remorse.
67613.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და გული გაუჩერდებოდა ხოლმე, როცა შვილის თვალებში სიბრალულსა და თანაგრძნობას კითხულობდა.
And she felt distressed when she saw pity and sympathy in her son's eyes.
67614.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
პატარა უხეირომ დედამისი პირველად რომ ნახა ატირებული, თვითონაც ატირდა.
When little Ukheiro first saw his mother in tears, he himself burst out crying.
67615.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
და სლუკუნ-სლუკუნით უთხრა: ნუ ტირი, გავიზრდები და მე ვიქნები შენი ქმარიო.
And he said between his sobs, "Don't cry, I'll grow up and be your husband".
67616.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
იმ დღის მერე თინას შვილის თანდასწრებით აღარ უტირია.
After that day Tina did not cry in her son's presence.
67617.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
მაგრამ პატარა უხეირო მაინც ყველაფერს ხვდებოდა, უფრო მეტი ესმოდა, ვიდრე მოეთხოვებოდა.
But little Ukheiro was still aware of everything and understood more than he should have.
67618.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
ეს აბნევდა, ეს აფორიაქებდა, ეს აშინებდა თინასაც.
This confused, worried and frightened Tina.
67619.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
რადგან სხვამ თუ არა, თვითონ ხომ იცოდა, რა უსინდისოდ მოქცეოდა შვილს, რა მიზნით და რა საქმისთვის გაეჩინა იგი.
Because, apart from anything else, she knew that she had done her son wrong by giving birth to him for her own reasons and purposes.
67620.
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა | ფარნაოზი, თავი X
თინას მაშინ არ შეეძლო შვილის მომავლის განჭვრეტა.
At the time she couldn't foresee her son's future.