მოიძებნა 668048 ჩანაწერი
69041.
აველუმი | თავი XIV
შენ კი სიზმრების ქსელში გაბმულხარ და ძლივსღა მიიკლევ იმისკენ გზას.
But you’re trapped in a web of dreams and can barely make out the road ahead.
69042.
აველუმი | თავი XIV
და მაინც, დიდი მადლობა ღმერთს, კიდევ რომ მოგეცათ სიყვარულის გამოვლენის საშუალება, თუნდაც ცოტა ხნით.
Yet, thank God, you have again been given the means to show love, if only for a short time.
69043.
აველუმი | თავი XIV
იმას უკვე იმქვეყნიური სინათლე ედგა თვალში, შენ კი ჩაქცეული სისხლისგან გადალურჯებულ მკლავებს უკოცნიდი და უსინდისოდ ატყუებდი, გიშველიო.
Her eyes were already showing an otherworldly light, as you kissed her arms, turned blue from haemorrhaging, and lied shamelessly, saying "I’ll help you".
69044.
აველუმი | თავი XIV
იმასაც სჯეროდა და ავადმყოფის კვალობაზე საკმაოდ მომხიბვლელად კეკლუცობდა კიდეც.
And she believed you and even flirted rather charmingly, for a sick woman.
69045.
აველუმი | თავი XIV
აიო - გაჩვენებდა ჩამტვრეულ კბილს, გულწასულს რომ ჩაამტვრია სასწრაფოს ექიმმა.
"Look", she said, showing you a broken tooth which the emergency doctor had broken when she was unconscious.
69046.
აველუმი | თავი XIV
აი, რა მიყვესო - ისიც სასწრაფოს ექიმს გულისხმობდა, თუმცა დარწმუნებული არ იყო, თავად რომ არ ჩაამტვრიე კბილი.
"Look what they did to me", meaning the emergency doctor, although she wasn’t sure the tooth hadn’t been broken by you.
69047.
აველუმი | თავი XIV
ყოველ შემთხვევაში, აშკარად არ გადებდა ხელს, გზოგავდა, გიფრთხილდებოდა და, ამავე დროს, შენს დადანაშაულებას, ერჩია შენთვის შეეჩივლა თავისი საწუხარი, როგორც უახლოესი მეგობრისთვის, ცხოვრების თანამგზავრისთვის, უღლის მოზიარისთვის, თანამეცხედრისთვის.
In any case, she clearly didn’t blame you, she was sparing you, protecting you, and rather than incriminate you she preferred to complain of her troubles to you, her closest friend, her life’s companion, her conjugal partner, her spouse.
69048.
აველუმი | თავი XIV
შენ კი ყალბად უღიმოდი, საკუთარი უმწეობისგან გულდაკოდილი, ყელგამშრალი, თავგზააბნეული და უკბილოდ ოხუნჯობდი.
Meanwhile, you smiled hypocritically, heartbroken by your own weakness; your throat was dry, you felt lost, you joked feebly.
69049.
აველუმი | თავი XIV
მოკლედ, ისე დაამთავრეთ, როგორც დაიწყეთ - შეფარული, გადაკრული ქათინაურებითა და საყვედურებით, ბუზღუნ-ჭუკჭუკით.
So you both ended as you began, with indirect, insinuated compliments and reproaches, with grumbling and chatting.
69050.
აველუმი | თავი XIV
სიყვარულის გამჟღავნების დიდ სურვილს იყავით ისევ აყოლილნი და, ამდენად, გარეშე თვალისთვის ალბათ უფრო გაუგებარნი და სასაცილონი ჩანდით, ვიდრე საბრალონი, მით უფრო, თუკი თქვენ მდგომარეობასთან ერთად, თქვენს ასაკსაც გავითვალისწინებთ.
Feeling again a great desire to declare your love, the two of you might have seemed to an outsider weird and ridiculous, rather than pathetic — especially if we consider your age as well as your circumstances.
69051.
აველუმი | თავი XIV
მერე სალაპარაკოდ აღარ გინახავთ ერთმანეთი.
Afterwards you didn’t meet to talk again.
69052.
აველუმი | თავი XIV
ოპერაციის შემდეგ გონზე არც მოსულა, მაგრამ ორი კვირა მაინც იომა, მაინც ეცადა მობრუნებულიყო მისიანებთან, მაგრამ ამაოდ, ღმერთმა არ ინება.
She never recovered consciousness after the operation, but battled on for two more weeks, trying to come back to her family; in vain, God refused.
69053.
აველუმი | თავი XIV
მისიანები სულ ექიმს იყვნენ პირში მიჩერებულნი, იქნებ უფრო ძნელად საშოვნელი წამალი წამოსცდესო.
The family were hanging on the doctor’s every word, hoping he’d let slip the name of some hard-to-find drug.
69054.
აველუმი | თავი XIV
ვიდრე წამალს დაეძებდი, კიდევ გჯეროდა შეუძლებელს რომ შესძლებდი.
While you tried to get hold of medicine, you still believed you could achieve the impossible.
69055.
აველუმი | თავი XIV
ეს რწმენა გაძლიერებდა, ეს რწმენა აძლევდა აზრს ყველაფერს, უჭმელობასაც, უძილობასაც, საავადმყოფო-საავადმყოფო სირბილსაც, თხოვნასაც, მუდარასაც, ცდას, ყურყუტს, მორჩილებას, ნებისმიერი უსამართლობის მოთმენას, ნებისმიერი დამცირების ატანას... მოკლედ, ყველაფერს, რასაც ავადმყოფობა ავალდებულებს ავადმყოფის პატრონს.
This belief got stronger, it made sense of it all — going without food or sleep, running from hospital to hospital, asking, begging, trying, hanging about, giving in, every kind of injustice, patience, enduring every sort of humiliation… in short, everything that illness puts a sick person’s nearest and dearest through.
69056.
აველუმი | თავი XIV
ახლა დაძაბული ელოდები კაკუნის გამეორებას, მაგრამ კაკუნი აღარ მეორდება.
Now you’re tense as you wait for the knocking to start again, but it doesn’t.
69057.
აველუმი | თავი XIV
დაძაბულობისგან კისერი გეტკინა, მაგრამ ისევ დაძინება კი არ სცადე - თუნდაც ამაოდ - მაგიდის ნათურა აანთე, სათვალე მოირგე და საწოლთან, იატაკზე დაყრილი და ვინ იცის როდინდელი გაზეთები ერთიანად მობოჭე.
The tension made your neck hurt, but you made no attempt, not even a vain one, to get back to sleep: you switched on the bedside-table lamp, put on your glasses and raked up all the newspapers, God knows how old, scattered on the floor by the bed.
69058.
აველუმი | თავი XIV
იფიქრე, კითხვით დავიფრთხობ უაზრო ფიქრებსო, მაგრამ ვერ მოგართვეს, არც ისე იოლი აღმოჩნდა ეს ამბავი - ფიქრის ონკანი მოშლილა და ბოლომდე არაფრით არ იკეტება.
You thought that reading would chase away pointless thoughts, but it didn’t: it wasn’t so easy, for the tap controlling the flow of thoughts was broken and nothing could turn it fully off.
69059.
აველუმი | თავი XIV
უფრო სწორად, ფიქრი პატრონზე ვერაგი აღმოჩნდა - სახე იცვალა (გარდაიქმნა), გაზეთიდან ამოკითხულს შეერია, შეერწყა და იმასთან ერთად შებრუნდა უკანვე, პატრონის გონებაში.
In fact, the thoughts proved to be more cunning than the thinker: they’d changed their appearance (through perestroika), they mingled with what was in the newspaper and then, mixed together, went back to the thinker’s mind.
69060.
აველუმი | თავი XIV
ევროპის უდიდეს ქვეყანას, უკრაინას უცვნია პაწია საქართველო.
Europe’s largest country, Ukraine, has recognized tiny Georgia.