მოიძებნა 668048 ჩანაწერი
69061.
აველუმი | თავი XIV
საქართველო საუკუნის დასაწყისშიც პაწია იყო, მაგრამ დიდ უკრაინასაც ეიმედებოდა.
At the beginning of the century Georgia was just as tiny, but great big Ukraine had high hopes of it.
69062.
აველუმი | თავი XIV
იცვალნენ დრონი.
Times have changed.
69063.
აველუმი | თავი XIV
თბილისის ზოოპარკი ეროვნულ ზოოპარკად გადაკეთებულა, ოპერისა და ბალეტის თეატრისა არ იყოს.
Tbilisi zoo has been changed to a National Zoo, just like the opera and ballet theatre.
69064.
აველუმი | თავი XIV
სხვათა შორის, სამართლიანი გადაწყვეტილებაა.
The right decision, by the way.
69065.
აველუმი | თავი XIV
თუკი ჩვენია, თუკი ჩვენ გვემსახურებიან, მაშინ კენგურუცა და ნიანგიც ისეთივე ეროვნული ცხოველები არიან, როგორიც მეგრული თხა თუ კახური სახედარია.
If they’re ours, working for us, then a kangaroo or a crocodile are just as much national animals as a Mingrelian goat or a Kakhetian mule.
69066.
აველუმი | თავი XIV
ქართველ მანდილოსნებს კიდევ ერთი კარავი დაუციათ რუსთაველზე.
Georgian ladies have put up yet another tent on Rustaveli.
69067.
აველუმი | თავი XIV
ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მატრიარქატის აღდგენა.
We can expect, in the country’s interests, the matriarchy to be restored.
69068.
აველუმი | თავი XIV
ექსპერიმენტი გრძელდება.
The experiment is ongoing.
69069.
აველუმი | თავი XIV
მე როგორც ქალი, დედა, ცოლი, გამგებელი ხმელთა და წყალთა...
As a woman, mother, wife, mistress of land and sea, I…
69070.
აველუმი | თავი XIV
თბილისის მინიატურული „ულანბატორი“ კიდევ ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა არა მარტო უცხოელი ტურისტებისთვის (სადღა არიან, თორემ კი!), არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც.
The miniature Tbilisi Ulaan Baatar has turned into yet another sight not just for foreign tourists (yes, but where are they?), but for the locals.
69071.
აველუმი | თავი XIV
ცნობისმოყვარენი, დილიდან საღამომდე, პირდაღებულნი დაბორიალობენ კარვებს შორის.
Curious bystanders scuttle, their mouths wide open, between the tents from morning to night.
69072.
აველუმი | თავი XIV
კარვებში კი, როგორც იტყვიან, ცხოვრება დუღს და გადმოდუღს.
The tent, as they say, seethe and boil with life.
69073.
აველუმი | თავი XIV
გაყვანილია სატელეფონო ქსელი, ელექტრონი...
They’ve got a telephone network, electricity.
69074.
აველუმი | თავი XIV
მომავალში ალბათ კანალიზაციასაც გაიყვანენ.
Soon it looks as if they’ll have sewage.
69075.
აველუმი | თავი XIV
შესვლა უფასოა, გამოსვლა - სათუო.
Entrance is free, exit is uncertain.
69076.
აველუმი | თავი XIV
ვინაიდან მოუცლელობისა ქვეშე შევრდომილი არს ერნი ჩვენნი და არა აქუსთ მოცალებაი დროისა ძალით მიზეზითა ერთა ქართლოსიანთა, რითამცა აზნაურებითი ხედვუათა, გინა ფილოსოფიათა იყვნენ შემეცნებელ, ანუ ზედმიწევნილ, ამის გამო ვჰყავ შრომაი ესე.
For as our peoples are subject to toil and have no time for rest, by reason of being the peoples of Kartlos, knowing or heeding for their noble outlooks or philosophies, therefore have I decreed this labour.
69077.
აველუმი | თავი XIV
რუსთაველზე კი ისვრიან.
There’s shooting on Rustaveli.
69078.
აველუმი | თავი XIV
სხვათა შორის, მას მერე ისვრიან, რაც „ვჰყავით შრომაი ესე“.
Actually, there’s been shooting ever since "we decreed this labour".
69079.
აველუმი | თავი XIV
უბრალოდ, დღეს ჩვენ შევესწარით სროლას, ხვალ სხვები შეესწრებიან.
Simply, today we witness shooting, tomorrow others will.
69080.
აველუმი | თავი XIV
ჯერ დრო ითმენს.
Time can wait for a bit.