მოიძებნა 668048 ჩანაწერი
69141.
აველუმი | თავი XIV
იცი რა ღირს?
You know what it costs?
69142.
აველუმი | თავი XIV
მე კალაშნიკოვში ყველაფერს მივცემ.
I’d give anything for a Kalashnikov.
69143.
აველუმი | თავი XIV
შენ კი მისცემ, მაგრამ ვინ აიღებს?
You can give, but who’s going to accept?
69144.
აველუმი | თავი XIV
სიზმარში ვისვრი ხოლმე, მთელი ღამე.
I dream all the time I’m shooting, all night.
69145.
აველუმი | თავი XIV
მარტო მაგის გამო ვწვები ადრე.
That’s the only reason I go to bed early.
69146.
აველუმი | თავი XIV
გუშინ კიტოვანი დავინახე.
Yesterday I saw Kitovani.
69147.
აველუმი | თავი XIV
ყველა მოუთმენლად ელოდება როდის განახლდება სროლა მთავრობის სასახლესთან.
Everybody’s impatiently waiting for the shooting to start again at the Government Building.
69148.
აველუმი | თავი XIV
ახლა, მაგალითად, ისვრიან და ეს ახალი წლის აღსანიშნავი სროლა არ არის.
There’s shooting now, actually, and not to mark the New Year.
69149.
აველუმი | თავი XIV
ჯერ მთელი საათია იქამდე.
There’s still an hour to go.
69150.
აველუმი | თავი XIV
მანათობელი ტყვიები უწყვეტ ნაკადად მიფრინავენ ერთმანეთის შესახვედრად: სასტუმრო „ივერიიდან“ მთავრობის სასახლისკენ, მთავრობის სასახლიდან სასტუმრო „ივერიისკენ“.
There’s a steady flow of tracer bullets crossing paths: from the Hotel Iveria to the Government Building, from the Government Building to the Hotel Iveria.
69151.
აველუმი | თავი XIV
სასტუმრო „თბილისი“ უკვე იწვის, მხატვრის სახლიც, პირველი სკოლაც და სხვა მრავალი.
The Hotel Tbilisi’s on fire now, so is the Artist’s Centre, school №1 and lots of other buildings.
69152.
აველუმი | თავი XIV
ხანდახან ძველი, ჩამოწერილი ქვემეხიც დაიბუხუნებს ხოლმე, ზოოპარკში ჩაბერებული ლომივით.
An old derelict cannon periodically thunders, like the decrepit lion in the zoo.
69153.
აველუმი | თავი XIV
შეიძლება, მეთერთმეტე არმიის შემოტანილიც იყოს თავის დროზე, მაგრამ რაკი დღეს გავიყარენით ძმები, ძველი და უვარგისი, სასამართლომ ჩვენ გვარგუნა; დიახ, ჩვენ; მე, შენ, მას.
It must have been brought in by 11th Army, but since we old band of brothers split up, the court has assigned the useless old junk to us; yes, us; me, you, him.
69154.
აველუმი | თავი XIV
ყველანი საქმეში ვართ გასული და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ცხადია ეს თუ სიზმარი.
We’re all taking part in action, and it doesn’t matter whether this is a dream or reality.
69155.
აველუმი | თავი XIV
სიზმარი ცუდად დავიწყებული ცხადია და, რასაც სიზმარში აკეთებ, ან ცხადშიც გაგიკეთებია, ან ცხადშიც გააკეთებდი, რომ შეგეძლოს.
Dreams are reality that’s not quite forgotten, and what you do in a dream you have either done or would do, if you could, when awake.
69156.
აველუმი | თავი XIV
„გამატარეთ, იქ ჩემი ქალიშვილიაო“ - იყვირებ უცებ, ისევ გაოფლილხარ, ძლივს სუნთქავ დაღლილობისგან.
"Let me through, my daughter’s there", you suddenly shout out, sweating again, so tired you can barely breathe.
69157.
აველუმი | თავი XIV
არადა, არც გაგიგია, როდის მოირბინე აქ.
Yet you don’t even remember when you came running here.
69158.
აველუმი | თავი XIV
„ახალი ამბავი, ჩვენი შვილებიც იქ არიანო“.
"That’s new, our children are here, too".
69159.
აველუმი | თავი XIV
იქამდე კი შავ ტბორად იდგა „კამაზების“ წინ და ყრუდ გუგუნებდა.
Up till now they were standing like a black pool in front of the Kamaz lorries, making a low rumbling sound.
69160.
აველუმი | თავი XIV
„ეს ეკაეკატერინეკატოს მამაა და უფლება აქვს აქ შემოსვლისაო“ - დაიძახებს ბეტონის ლოდზე ზურგით მიწოლილი გვარდიელი და თვალს ჩაგიკრავს.
"It’s Little Katie’s dad, he’s entitled to come through", shouts a guardsman leaning back against a concrete block and he winks at you.