მოიძებნა 668048 ჩანაწერი
69461.
აველუმი | თავი XIV
გინდა ჩემს სამზარეულოში მჯდარხარ, გინდა კაგებეს სარდაფში.
It doesn’t matter whether you’re sitting in my kitchen or in a KGB cellar.
69462.
აველუმი | თავი XIV
შეგიძლია მშვიდად იყო, კარგი არაფერი ხდება.
You can be calm, nothing good is happening.
69463.
აველუმი | თავი XIV
სისხლის პლაზმის საშოვნელად საავადმყოფოს სისხლის გამანაწილებელი პუნქტის უფროსი სისხლის გადასხმის რესპუბლიკურ კლინიკაში გაგაგზავნის და იქ გეტყვიან, თუ როგორ უნდა შეიძინო სისხლის პლაზმა ადგილზევე, ესე იგი, საავადმყოფოს სისხლის გამანაწილებელ პუნქტში; იმავე პიროვნებისგან, ვინც საამისოდ რესპუბლიკურ კლინიკაში გაგაგზავნა.
The hospital blood supply manager will send you to the republic’s transfusion clinic to get plasma; there you’ll be told to get the plasma in your home district, i.e. at the blood supply office in the hospital, from the same person who sent you to the republic’s clinic.
69464.
აველუმი | თავი XIV
სისხლიც ისეთივე დეფიციტია, როგორიცაა, ვთქვათ გასტრონომიული და პარფიუმერიული საქონელი.
Blood is as hard to get as, say, a delicatessen item or perfume.
69465.
აველუმი | თავი XIV
შოვნა კი შეიძლება, მაგრამ გაზრდილი ფასით.
You can get it, but at a premium.
69466.
აველუმი | თავი XIV
რა ღირს, გეთაყვა, ხუთთუმნიანი ფრანგული სუნამო?
How much, dear, does the fifty-rouble French perfume cost?
69467.
აველუმი | თავი XIV
ნული მიუმატე.
Add a nought.
69468.
აველუმი | თავი XIV
ის კი, მხრებზე თეთრხალათმოგდებული დგას შუა კაბინეტში, მორთმეული ოდეკალონის სურნელში, ხალვათად, თავისუფლად.
And he stands, his white gown over his shoulders, in the middle of his office, exuding eaude-cologne, relaxed, at ease.
69469.
აველუმი | თავი XIV
წუხელ მოისმინა სუფრაზე და იმდენად მოიხიბლა, ერთი სული აქვს, როდის მოუყვება ვინმეს, ვიდრე დაავიწყდებოდეს.
He heard it last night at dinner and was so taken by it that he can’t wait to tell it to somebody before he forgets.
69470.
აველუმი | თავი XIV
ერთი საათის მერე, ანეკდოტი კი არა, თავი დაგავიწყდება კაცს ამ კაბინეტში.
After an hour in that office you’ll forget yourself, let alone the joke.
69471.
აველუმი | თავი XIV
შენ კი, სახეზე ოფლგადამსკდარი, ბავშვივით გაბედნიერებული, „ნადავლით“ ხელდამშვენებული, გიჟივით შეუვარდები კაბინეტში - ვიშოვეო!
Meanwhile, covered in sweat, as happy as a child, you come rushing in like a madman with your "loot" in your hand: "I’ve got it!"
69472.
აველუმი | თავი XIV
ცოტა არ იყოს შეცბება, ახარხარებულს რომ წაადგები მოულოდნელად თავზე.
He’s slightly taken aback because you’ve caught him unexpectedly guffawing.
69473.
აველუმი | თავი XIV
მაგრამ იხტიბარს არ გაიტეხს მაინც - იქნება მართლა სასაცილოდ გაგვიხდეს საქმეო - მოგიბოდიშებსავით.
But he’s not abashed: "They’re may be good reason for laughter", he says apologetically.
69474.
აველუმი | თავი XIV
დღეს დილით რამდენჯერმე რომ ჩავძახეთ ყურში, აპარატზე რაღაც შეირხა, რაღაც რეაქციის მაგვარი აღინიშნა, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, ეს, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი ხმის ზემოქმედების შედეგი იყოს, თანაც ავადმყოფზე კი არა, თავად აპარატზეო.
This morning when I spoke into her ear several times, something moved in the equipment, it recorded a sort of reaction, although it may be only the effect of my voice on the equipment, rather than on the patient.
69475.
აველუმი | თავი XIV
მაგრამ ბიჭი ხარ და ნუ მოუსმენ, ვიდრე ის ჯერ კიდევ ცოცხლად ითვლება, ანუ რომელიღაც ორგანო ჯერ მთლიანად არ გამოთიშვია.
But you’re brave and you won’t listen to him as long as she is still considered alive or until some organ switches off totally.
69476.
აველუმი | თავი XIV
წევს სასიკვდილო სარეცელზე და, შეიძლება, ჯერ კიდევ სჯერა გადარჩენისა, შენგან გაბრიყვებულს.
She’s on her death bed and perhaps, misled by you, still believes she’ll survive.
69477.
აველუმი | თავი XIV
სადღაც ქვევით, მიწაზე, პირველ სართულზე, დირექტორის კაბინეტში შენ ეგულები და ვინ იცის, რას არ ფიქრობს, რაღას არ ფიქრობს, რანაირი იმედით, ოცნებით, სასწაულით არ იტყუვებს თავს.
She senses you’re somewhere down there, on the first floor, in the consultant’s office, and who knows what she’s thinking, what hopes, dreams, miracles she is deluding herself with?
69478.
აველუმი | თავი XIV
ნუთუ ვერასოდეს ვერ მოიგონებენ ფიქრის წასაკითხ აპარატს? კარდიოგრამის მაგვარს.
Will somebody ever construct a thought-reading machine? Something like a cardiograph?
69479.
აველუმი | თავი XIV
თუმცა, არა, ამის მაგვარი ალბათ არსებობს კიდეც.
Though something like that probably exists already.
69480.
აველუმი | თავი XIV
კარდიოგრამა სულაც არ ნიშნავს გულში ჩახედვას, გულში ნადების ამოკითხვას.
A cardiogram doesn’t mean looking into the heart and reading what’s there.