მოიძებნა 668048 ჩანაწერი
69521.
აველუმი | თავი XIV
აი, მთელი შენი „ტკბილი“ ცხოვრება, დაულეველი, შეუცვლელი მიზეზი შურისა და ჭორისა, საგანი განსჯისა და განქიქებისა.
That’s all your "sweet" life is, an endless, constant excuse for envy and gossip, a subject for discussion and rebuke.
69522.
აველუმი | თავი XIV
შენმა ლაპარაკმა ქნა ყველაფერიო - აი, რას ფიქრობდა მელანიას ტვინი - შენმა სიტყვებმაო.
"All thanks to your talk", Melania’s brain was thinking, "your words".
69523.
აველუმი | თავი XIV
ნახევარი საუკუნე კი არა, პატივცემულო კარდიოლოგო, ნახევარი საუკუნე და ერთი წელია, რაც შეყვარებული ვარ.
It’s not half a century, Dr Cardiologist, it’s half a century and one year that I’ve been in love.
69524.
აველუმი | თავი XIV
პირველად რომ შემიყვარდა, შვიდი წლის ვიყავი.
The first time I fell in love I was seven.
69525.
აველუმი | თავი XIV
ღმერთო, გამახსენე რა ერქვა.
God, remind me what her name was.
69526.
აველუმი | თავი XIV
არ შემარცხვინო.
Don’t disgrace me.
69527.
აველუმი | თავი XIV
გინდაც პირველი შეყვარებულის სახელი დაგვიწყებია და გინდაც ბოლოსთან... თუმცა, იმას, პირველს, ჯერ არც ეტყობოდა ქალობა.
Either we forget the name of our first love, or of our last… Though there was nothing womanly in the first one.
69528.
აველუმი | თავი XIV
მოუხარშავი სოსისის ფერი.
The colour of raw sausage.
69529.
აველუმი | თავი XIV
ნელი! რასაკვირველია.
Nelly! Of course.
69530.
აველუმი | თავი XIV
ნელი, იქნებ რაიმე ჩქარი დაგვიკრათ.
Nelly, would you play us something fast.
69531.
აველუმი | თავი XIV
ოღონდ, ეს უკვე სხვა ნელია.
But that was a different Nelly.
69532.
აველუმი | თავი XIV
მუსიკალური სამყაროდან.
From the musical world.
69533.
აველუმი | თავი XIV
იმოდენა სამაჯურები ჰქონდა ასხმული, ფარდის ჩამოსაკიდ კარნიზს მოგაგონებდათ მკლავი.
With so many bracelets that her arm reminded you of a curtain rail.
69534.
აველუმი | თავი XIV
არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ თუ ასეა, ესეც შეღავათია საბრალო ადამიანისათვის.
I don’t know if this is true, but if it is, it’s a relief for the unlucky.
69535.
აველუმი | თავი XIV
სიკვდილის წინ მთელი შენი ცხოვრება გამეორდება თურმე შენს გონებაში, როგორც გამოცდის წინა ღამეს, წესიერი და მშიშარა მოსწავლე იმეორებს ძილში მთელი წლის პროგრამას.
Before death your entire life is revised in your mind, just as a decent, timid pupil revises a year’s course-work in his sleep the night before an exam.
69536.
აველუმი | თავი XIV
რომელი ორგანოც არ უნდა გამოითიშოს, ტვინი მაინც მუშაობს თურმე, მაინც ფქვავს, აქუცმაცებს, ანდა, დაფქვილისგან და დაქუცმაცებულისგან ხელახლა აკოწიწებს, პირველყოფილ სახეს უბრუნებს გეოგრაფიულ სივრცეებს, ისტორიულ ეპოქებს, აბსტრაქტულ ცნებებსა თუ კონკრეტულ განცდებს, ბუნებრივსა და არაბუნებრივ მოვლენებს, ბედნიერსა თუ უბედურ შემთხვევებს, ადამიანურ ვნებებსა თუ ცხოველურ მიდრეკილებებს...
Whatever organ is switched off, the brain still seems to work, it goes on milling, grinding, or moulds what it has milled and ground to restore the original form to geographical spaces, historical eras, abstract concepts, specific experiences, natural or unnatural phenomena, happy or unhappy incidents, human passions and animal inclinations…
69537.
აველუმი | თავი XIV
შენ კი წევხარ მთლად გადათეთრებული - ნაფიქრალის ხრილი გადევს ათი მეტრის სიმაღლისა - მაგრამ განა აუცილებლად თეთრი უნდა იყოს ფიქრის ხრილიც?
But you lie there, all white — covered almost ten metres deep in a coating of thoughts, but is a coating of thoughts necessarily white?
69538.
აველუმი | თავი XIV
თოვლიც აღარ არის ყოველთვის თეთრი.
Even snow is no longer always white.
69539.
აველუმი | თავი XIV
სვანეთში წითელი თოვლი მოვიდა.
For instance, red snow once fell in Svanetia.
69540.
აველუმი | თავი XIV
ცხოვრება ხომ მრავალფეროვანია საერთოდ?!
Life, after all, is polychrome, isn’t it?