მოიძებნა 668048 ჩანაწერი
69781.
აველუმი | თავი XIII
არადა, რატომ არ შეიძლებოდა ვითომ, ერთით მეტი დღესასწაული გამოსვლოდათ?!
But why shouldn’t they manage to have one more celebration?!
69782.
აველუმი | თავი XIII
ვის დააკლდებოდა, ან ვის მიემატებოდა, რაც მათ უნდა ენახათ, ეგრძნოთ და განეცადათ ერთად ყოფნით, ერთმანეთის წყალობით, ერთმანეთის გამო და ერთმანეთის მეშვეობით?!
In fact, who’d be any worse or better off, if they saw, felt, experienced what they should see, feel and experience by being here together, thanks to, and because of each other?!
69783.
აველუმი | თავი XIII
მართლაც ვის რა დაუშავდებოდა, თუკი აველუმი ერთხელ კიდევ იჯდებოდა მანქანაში ფრანსუაზას გვერდით, ჭიპამდე პერანგგაღეღილი, და თუკი მისი კმაყოფილად მომღიმარი და მაინც ძველ სამარხში ნაპოვნი დოქივით ათასნაირად დაბზარული სახე ერთხელ კიდევ აირეკლებოდა ფრანსუაზას მზის სათვალის დაბინდულ შუშებში.
Who’d be harmed, if Avelum took another car trip side by side with Françoise, his shirt open to his navel and his contented smiling face, like a pitcher found in an ancient burial site and cracked in a thousand places, were reflected once more in the darkened lenses of Françoise sunglasses.
69784.
აველუმი | თავი XIII
თუკი ქარით აფრიალებულ ტურისტულ რუკას ერთხელ კიდევ დაუჭერდა ფრანსუაზას, რათა იმას მანქანის შეუჩერებლად დაეზუსტებინა, სწორად მიდიოდნენ თუ არა, სადაც მიდიოდნენ იმჟამად.
If he held once more Françoise’s road map, as it fluttered in the wind, so that they could be sure, without stopping the car, of travelling in the right direction.
69785.
აველუმი | თავი XIII
თუკი გზისპირა რესტორანში ერთხელ კიდევ „წაიხემსებდნენ“ მკლავის სიგრძე ფრანგულ პერში ბლომად ჩატენილი შაშხის ნაზი ბურბუშელითა და ხასხასა, ხრაშუნა სალათის ფოთლებით.
If they stopped at a roadside restaurant to snack on a baguette as long as your arm, generously stuffed with shavings of tender ham and fresh, crisp salad leaves.
69786.
აველუმი | თავი XIII
თუკი ღვინოსაც შეუკვეთავდნენ თან, რომელიც, რასაკვირველია, ცოტათი უკეთესი აღმოჩნდებოდა ადრე გასინჯულ ღვინოებთან შედარებით და რომელსაც, ჩვეულებისამებრ, ალბათ მანქანაშიც მოიყუდებდნენ მერე, პირდაპირ ბოთლიდან - არც ტანსაცმლის დალაქვისა მოერიდებათ და არც საგზაო პოლიციისა.
If they ordered wine, too, which was, of course, bound to prove a tiny bit better than what they’d tried earlier, and which they would swig, as they liked to, in the car, straight from the bottle, fearing neither stains on their clothes nor the traffic police.
69787.
აველუმი | თავი XIII
რადგან, ჩვენდა სამწუხაროდ, ხშირი გამეორებით, კიდევ უფრო გასაგები კი არ ხდება ჩვენთვის ესა თუ ის სიტყვა, არამედ საერთოდ კარგავს ჭეშმარიტ აზრსა და მნიშვნელობას.
Because, to our great regret, frequent repetition doesn’t make a word more intelligible, but takes away its true sense and meaning.
69788.
აველუმი | თავი XIII
ალბათ კუნძულზე ამჯერადაც ვერ წავალთ - თქვა აველუმმა.
"I don’t expect we’ll manage to get to the island this time, either," said Avelum.
69789.
აველუმი | თავი XIII
ფრანსუაზამ, რა თქმა უნდა, გაიგო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია მისი ნათქვამისითვის, ვითომც, არ გამიგიაო.
Françoise heard what he said, of course, but ignored it, as if she hadn’t heard.
69790.
აველუმი | თავი XIII
ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად არაფერი შესტყობია.
In any case, she gave no discernible reaction.
69791.
აველუმი | თავი XIII
ჩვეულებისამებრ, მოხდენილად ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა აველუმის გვერდით და სიგარეტს ეწეოდა მშვიდად.
She sat, as usual, her legs elegantly crossed, next to Avelum, calmly smoking a cigarette.
69792.
აველუმი | თავი XIII
აველუმი კი დარწმუნებული იყო, ძალიან შეაშფოთებდა ფრანსუაზას მისი მოულოდნელი განცხადება და ახსნა-განმარტებასაც უფრო დაწვრილებით მოთხოვდა.
Avelum was sure, however, that his unexpected remark would greatly upset Françoise and that she would demand a detailed explanation.
69793.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ რაკი იმან არაფრად ჩააგდო ეს ამბავი, ცოტა არ იყოს, ნირწამხდარმა გააგრძელა თვითონვე.
Because she ignored the whole business, Avelum, somewhat chastened, went on regardless.
69794.
აველუმი | თავი XIII
სხვა თუ არაფერი, მრცხვენია, სირცხვილია, იმათაც ხომ არ გადავრევ (ბატონ პოლსა და ქალბატონ მადლენს გულისხმობდა), იმათაც ხომ ვერ ავუხსნი ყოველ წუთას ერთსა და იმავესო.
In any case, I’m embarrassed and ashamed, I don’t want to bother them (he meant M. Paul and Mme Madeleine), I can’t keep explaining the same thing every minute.
69795.
აველუმი | თავი XIII
იცით, მე კი არ ვმიზეზობ, ყლაპვა მიჭირს.
You know, I’m not making excuses, I really have trouble swallowing.
69796.
აველუმი | თავი XIII
არ ვიცი, რატომ.
I don’t know why.
69797.
აველუმი | თავი XIII
საყლაპავი მილი თითქოს რიგზეა, სრულებითაც არ დამვიწროვებია, კიბოც არ უნდა მქონდეს, როგორც თქვენმა, ესე იგი, უცხოელმა, პარიზელმა ექიმმაც დაადასტურა.
My throat seems to be OK, there’s no narrowing at all, I don’t think I’ve got cancer, which is what your foreign, Paris doctor confirmed.
69798.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ... - გამოაჯავრა საკუთარ თავს.
"But…" he said, mocking himself.
69799.
აველუმი | თავი XIII
თან ჯამბაზივით იმანჭებოდა, ვითომ ასეთი ამაზრზენი, ასეთი აუტანელი ვარ, როცა ზრდილობიანად ვლაპარაკობო - მოკლედ, არ შემიძლია.
He grimaced like a clown as if to show how loathsome and unbearable he was when he spoke politely, "Anyway, I can’t".
69800.
აველუმი | თავი XIII
ამას მირჩევნია... - მოამთავრა ჩვეულებრივი ხმით, უფრო სწორად, ვერ მოამთავრა, ვერ თქვა, რა ერჩია „ამას“.
"I’d rather…" he ended in his usual voice, or rather he couldn’t end, or say what he’d "rather".