მოიძებნა 668048 ჩანაწერი
69841.
აველუმი | თავი XIII
თუმცა, სხვა მაინც არაფერი გვაქვს.
Not that we have anything else.
69842.
აველუმი | თავი XIII
„სიღარიბე დასაცინი არ არის“ - ჩაურთო ფრანსუაზამ.
"Poverty’s not funny", Françoise interposed.
69843.
აველუმი | თავი XIII
მე მეუბნები?
You’re telling me?
69844.
აველუმი | თავი XIII
ყოველდღე ცოტას, ერთხელ უხვად მირჩევნია.
I’d rather have a lot at once than a little every day.
69845.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ მაინც ვიტყვი ჩემსას, როგორც არ უნდა შემიშალო.
But I’ll say what I have to, interrupt all you like.
69846.
აველუმი | თავი XIII
თქვენ ხომ ყველაფერზე თვალს ხუჭავთ, მშვენიერება რომ დაინახოთ?!
You shut your eyes to everything so as only to see what’s beautiful!
69847.
აველუმი | თავი XIII
ოღონდ „მშვენიერი“ ყველაფერი შეიძლება აღმოჩნდეს იმედისმომცემი და ყველაფრის მკისრებელი მხატვრის სახელოსნოში.
All that’s "beautiful" can be found in a promising and enterprising artist’s workshop.
69848.
აველუმი | თავი XIII
ხელოვანთა მფარველობა არა მარტო თქვენი სულიერი მიდრეკილებაა, არამედ ხორციელი მოთხოვნილებაც.
Patronising artists is not just a spiritual inclination, it’s a bodily need.
69849.
აველუმი | თავი XIII
ოღონდ ყველასი კი არა, არავითარ შემთხვევაში, როგორ გეკადრებათ!
But not just any artist, certainly not, how could you?!
69850.
აველუმი | თავი XIII
ბევრი თქვენი სახელოვანი მხატვარი შიმშილითაა მკვდარი, ეთიოპელი ობოლივით.
A lot of your most famous artists have died of hunger, like Ethiopian orphans.
69851.
აველუმი | თავი XIII
არამედ ვისიც... ვინც... ვისაც... - ვერ იპოვა უცებ საჭირო სიტყვა, ანდა, უკანასკნელ წამს მოერიდა პირზე მომდგარი სიტყვის თქმა და უნებურად შეყოვნდა, მაგრამ საკუთარი დაბნეულობისაც შერცხვა და ისევ მტკიცედ გააგრძელა - ვისიც გეშინიათ, თუნდაც, ვისიც გერიდებათ, თქვენივე ევროპული პროვინციალობის გამო.
"But those… whom... whom…" Avelum had trouble finding words, or hesitated at the last moment to say what was on the tip of his tongue; he couldn’t help hesitating, but was ashamed by his embarrassment and continued - whom you’re afraid of, or just fight shy of, because of your European provincialness…
69852.
აველუმი | თავი XIII
ვისაც ერთ ხელში მდორედ, ზანტად მწვეთავი ფუნჯი უჭირავს, მეორეში კი - მონური შურის, სიძულვილის, პატივმოყვარეობის მახვილი.
Anyone who holds in one hand a brush slowly, idly dripping paint, and in the other a sharp blade of slavish envy, hatred, ambition.
69853.
აველუმი | თავი XIII
და თქვენც... და თქვენც, ავად მოლაპლაპე მახვილის შიშით, სიამოვნებით ულოკავთ მდორედ, ზანტად მწვეთავ ფუნჯს - უცებ გაჩუმდა და ცალი თვალით გამოხედა ფრანსუაზას, თითქოს შეამოწმა, მისმენს თუ არაო.
"And you… you’re so afraid of the evil gleam on the blade that you happily lick his slowly, idly dripping brush", he suddenly fell silent and looked at Françoise with one eye, as if to check if she was listening.
69854.
აველუმი | თავი XIII
თითქოს ასე გააფრთხილა, სცენაზე შენი გამოსვლის დროც მოახლოვდა და მოემზადეო.
He might have been warning her it was her turn to go on stage and get ready.
69855.
აველუმი | თავი XIII
ფრანსუაზამ ენა გამოყო და სცადა ზედ დაეხედა.
Françoise stuck out her tongue, trying to look at it.
69856.
აველუმი | თავი XIII
აველუმმა კი წარბები აწკიპა, ტუჩები უშნოდ მოპრუწა და ვითომ ფრანსუაზას ხმით გააგრძელა - იცით, როგორი ორიგინალურია?!
Avelum, his eyebrows raised, pursed his lips nastily and carried on, imitating Françoise’s voice, "Do you know how original he is?!"
69857.
აველუმი | თავი XIII
ისეთი უბრალოა... ისეთი ადამიანური... - ჩაურთო მაშინვე „საკუთარი“ ხმით, ვიდრე ისევ შეიცვლიდა ხმას.
"And so ordinary… so human…" he added in his "own" voice, before changing it back.
69858.
აველუმი | თავი XIII
იცით, იმ დღეს ოთხად გაჭრილი გაუფცქვნელი ხახვი მოგვართვა, ეს არის მთელი ვახშამიო, წარმოგიდგენიათ?! - აველუმი გაბრაზდა ისევ.
"You know, he served us unpeeled onions cut into quarters and said that was all he had for supper, can you imagine?!" Avelum had got angry again.
69859.
აველუმი | თავი XIII
აი, ამას ჰქვია ნამდვილი ბოჰემა!
That’s the real bohema!
69860.
აველუმი | თავი XIII
სიძუნწეზე რომ არაფერი ვთქვათ, ანდა, თუნდაც სიბრიყვეზე.
Not to mention the meanness, or the stupidity, either.