მოიძებნა 668048 ჩანაწერი
69821.
აველუმი | თავი XIII
რაკი სხვამაც დაუდასტურა, თანაც სწორედ იმან, ვისაც ამის დადასტურებაც და უარყოფაც ყველაზე მეტად შეეძლო, მხოლოდ მაშინღა იწამა საბოლოოდ.
As it was confirmed by someone else, the person best able to confirm or deny it, he was at last finally convinced.
69822.
აველუმი | თავი XIII
და თუ აქამდე მაინც ეწინააღმდეგებოდა, მაინც ებრძოდა თავს, ახლა მთელი არსებით, მთელი მგზნებარებით ჩაჰყვა, ჩაიძირა დაგვიანებული თუ გულში დაძველებული ეჭვიანობის ვერაგსა და გამაპამპულებელ მორევში.
Before, he had resisted and fought himself, now his whole being with all its ardour plunged and sank into a treacherous and bewildering whirlpool of belated or long-harboured jealousy.
69823.
აველუმი | თავი XIII
თუმცა, ეჭვიანობა ალბათ მაინც მეორადი გრძნობა იყო მისთვის იმ წუთას და ესეც, რასაკვირველია, უარესად ურევდა თავგზას.
For now jealousy was secondary feeling, but it knocked him back harder, of course.
69824.
აველუმი | თავი XIII
თავად ფრანსუაზა არსი კი არ იყო მისი გულისწყრომისა, გულისტკივილისა, თუნდაც, სიგიჟისა, არამედ მხოლოდ მიზეზი ამ გულისწყრომის, გულისტკივილისა და სიგიჟის გამოსავლენად.
Françoise was not the core of his rage, mental pain, or even madness, but just a pretext to let loose this rage, mental pain and madness.
69825.
აველუმი | თავი XIII
და მართლაც, ფრანსუაზა მხოლოდ ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენდა იმ ცხოვრებისა, რომელიც, ახლა, ამ წუთას, უიმედოდ, შეუმჩნევლად ადნებოდა ხელში, ეცლებოდა ფეხქვეშ და ემხობოდა თავზე.
She was actually just a part of a life which was now hopelessly, imperceptibly coming apart in his hands, slipping from under his feet, collapsing around his head.
69826.
აველუმი | თავი XIII
თვითონ კი ახალშობილივით უმწეო იყო, რამე ეღონა, რამე მაინც გადაერჩინა, რამდენადაც იმ ცხოვრების ყოველი ნაწილი, იმავე დროს, მთელსაც გულისხმობდა თავისთავში, მთელი კი, უპირველეს ყოვლისა საკუთარ ნაწილებს განასახიერებდა, ოღონდ, წინასწარ დაუდგენელი და ბუნებრივივით უმტკივნეულო მონაცვლეობით.
As feeble as a newborn baby, he couldn’t manage or even salvage anything, since every part of this life implied the whole, and the whole of life determined all the parts, not in any preset order, but with unnatural painfulness.
69827.
აველუმი | თავი XIII
ამით მთელის, ანუ, აველუმის ცხოვრების არსი ისევე არ იცვლებოდა, როგორც სამყაროს არსი არ იცვლება წელიწადის დროთა ანდა ზოდიაქოს თანავარსკვლავედთა მონაცვლეობით.
Nothing of this changed the essence of the whole, i.e. of Avelum’s life, just as the seasons or the movement of the constellations in the zodiac do not alter the world’s essence.
69828.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ იმ ცხოვრებიდან უკვე აღარაფერი დარჩენილიყო და ამის შეგრძნება, ყველაზე მეტად სწორედ აქ, სიყვარულის ამ მარადიულ ბაღში იყო მტკივნეულიც, დამაკნინებელიცა და გამაბითურებელიც.
But nothing was now left of that former life; being aware of this here, in this eternal garden of love, turned out to be more painful, demeaning and humiliating.
69829.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ მაინც არ შეიძლებოდა აველუმის გამართლება.
But this could not justify Avelum.
69830.
აველუმი | თავი XIII
იმ ცხოვრებიდან, შეიძლება, მართლა აღარაფერი დარჩენილიყო, მაგრამ ხომ იყო ოდესღაც ყველაფერი?!
Perhaps nothing was left of the old life, but it had all happened, hadn’t it?!
69831.
აველუმი | თავი XIII
იმათაც ხომ განეცადათ ის „ყველაფერი“ ერთად, ან ერთმანეთის მეშვეობით?!
Hadn’t they been through and helped each other through "all that" together?!
69832.
აველუმი | თავი XIII
განა მარტო ამის გამო არ იმსახურებდა იგივე ფრანსუაზა მისგან მადლობასა და თაყვანისცემას?
Wasn’t that alone enough for Françoise to merit gratitude and tribute from him?
69833.
აველუმი | თავი XIII
ის კი... ის კი, კლინიკიდან გამოქცეული გიჟივით გაჰყვიროდა, ღმერთმა იცის რას.
But he… he, like a madman fleeing from a clinic, was yelling out God knows what.
69834.
აველუმი | თავი XIII
კლინიკიდან გამოქცეული გიჟები ქალებს კი არ ეჩხუბებიან, სკამს უთმობენ ავტობუსში.
Madmen running away from clinics don’t pick quarrels with women: they offer them a seat in buses.
69835.
აველუმი | თავი XIII
გიჟიც კი არ იყო ის და ალბათ ვერასოდეს შეიტყობდა, რა იყო სინამდვილეში, რისთვის იყო, უნდა ყოფილიყო თუ არა საერთოდ.
Avelum was no madman, but he might never understand what he really was or should be.
69836.
აველუმი | თავი XIII
ვერ უყურებთ ამას?! - შესძახა ყბააცახცახებულმა.
"Can’t you see?!" he shouted, his jaws shaking.
69837.
აველუმი | თავი XIII
მე ბნელში ვიჯექი ჭოტივით, ლიფტიორი ქალის შიშით სინათლეც ვერ ამენთო, არ მომაგნოს, არ დამიფრინოს აქედან მეთქი, ეს კი, როგორც იტყვიან, ევროპულად ერთობოდა, ან საელჩოში იჯდა იატაკზე და ვიღაცის ჭიქაში ჩარჩენილ შამპანურს წრუპავდა.
I sat in the dark like an owl, afraid to switch on the light in case the lift attendant found me and threw me out, while you had what’s called European fun, sitting on an embassy floor slurping champagne from someone else’s glass…
69838.
აველუმი | თავი XIII
„მეზიზღება შამპანური“ - ჩაურთო ფრანსუაზამ),
"I hate champagne", Françoise interposed.
69839.
აველუმი | თავი XIII
„ეგ კი არ ვიცოდი!“- ისევ ჩაურთო ფრანსუაზამ.
"And I didn’t know about that", Françoise interposed again.
69840.
აველუმი | თავი XIII
თქვენ რას დალევთ?
What will you have to drink?