მოიძებნა 668048 ჩანაწერი
69881.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ მისდა გასაოცრად და მისდა გასახარად, მოკრა თუ არა შორიდან თვალი (აეროპორტში), მაშინვე დამშვიდდა - ზედმეტად მხიარული და ზედმეტად ხალისიანიც კი მოეჩვენა.
But to her surprise and joy, she had only to catch a distant glimpse of him in the airport to calm down instantly: he even seemed to her to be too cheerful, in too good a mood.
69882.
აველუმი | თავი XIII
ამგვარი შთაბეჭდილება, ალბათ, იმანაც შეუქმნა, ვიღაც ლამაზ ქალს რომ მოაცილებდა ის და, ჩვეულებისამებრ, თავაზიანობად, ყურადღებად იყო ქცეული, რაც ყოველთვის ძალიან მოსწონდა ფრანსუაზას და ძალიანაც აფასებდა.
He made this impression because he was accompanying a beautiful woman and, as was his habit, had become politeness and consideration incarnate, which Françoise had always liked and valued highly.
69883.
აველუმი | თავი XIII
ქალი კი ნამდვილად ლამაზი იყო - აზიური ყვრიმალებითა და ირიბად გაჭრილი თვალებით ქალბატონ შოშას ჰგავდა.
The woman really was beautiful — her Asiatic cheekbones and slanting eyes were like Mme Chauchat’s.
69884.
აველუმი | თავი XIII
კი არ ჰგავდა, ქალბატონი შოშა იყო ნამდვილად, ეს წუთია გადმოსული წიგნიდან.
Not just like Mme Chauchat, but as if she had come straight out of a book.
69885.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ იმდენად არ გააკვირვა ამ ამბავმა (აველუმის მგზავრობამ ლიტერატურულ გმირთან ერთად), რამდენადაც დაავალდებულა ჩვეულებრივი ადამიანური ყურადღება და გულისხმიერება გამოეჩინა სწორედ ლიტერატურული გმირის მიმართ, რაკი ისიც იძულებული გაეხადა ცხოვრებას მიეტოვებინა თავისი მარადიული, საიმედო თავშესაფარი (წიგნი) და, ღმერთმა იცის, რა მიზნითა და რისი იმედით, ჩამჯდარიყო ჩვეულებრივ (ანუ ნამდვილ) თვითმფრინავში, ჩვეულებრივი (ანუ, ნამდვილი) ადამიანივით.
Avelum’s travelling with a heroine from literature did not surprise Françoise: it made her give a literary heroine ordinary human attention and sympathy: life had forced the heroine out of her safe refuge (the book) into an ordinary (i.e. real) aeroplane, aiming and hoping God knows for what.
69886.
აველუმი | თავი XIII
ვიდრე აველუმი გამოეთხოვებოდა, ფრანსუაზა მხოლოდ იმ ქალს უყურებდა და უცხოდ აღარ ეჩვენებოდა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, მისთვის ყველაზე ახლობელი, ყველაზე საყვარელი, რაც მთავარია, ყველაზე ნამდვილი, ყველაზე რეალური ადამიანის გვერდით რომ ხედავდა.
Until Avelum said goodbye, Françoise looked only at her, and no longer considered her a stranger, if only because she was walking alongside a man who was for Françoise the closest, the most beloved and, above all, the most authentic, real person.
69887.
აველუმი | თავი XIII
აველუმისა და იმ უცხო ქალის ცქერამ არა მარტო დაამშვიდა, უკვე გაბზარული რწმენაც განუმტკიცა იმისა, ყველაფერი ძველებურად რომ იქნებოდა ისევ და არავითარ შემთხვევაში არ შეეხებოდა მათ ურთიერთობას ბოროტების იმპერიაში და, აქედან გამომდინარე, მთელს ქვეყანაზე მიმდინარე ცვლილებები.
Contemplating Avelum and the beautiful stranger not only calmed her but strengthened her faith, which had begun to crack, that everything would stay as it was, that events in the Empire of Evil, and consequent changes in the world, would not affect their relationship in the slightest.
69888.
აველუმი | თავი XIII
ის კი არა, რაღაცნაირი (ოღონდ, უფრო მშობლიური, ვიდრე ქალური) სიამაყითაც კი გაიფიქრა - ტყუილად შემაშინა ტელეფონზე, მშვენივრად გამოიყურება და რაც მთავარია, თავისას მაინც არ იშლის, ძველებურად არ უშვებს შემთხვევას ხელიდანო.
Moreover she thought with pride, more maternal than female, that his phone call had not scared her, he looked very well and, above all, he hadn’t backed off and, as before, he had seized the moment.
69889.
აველუმი | თავი XIII
აველუმსაც განგებ წარბშეკრული შეეგება, „ეჭვიანობის სცენა“ გაითამაშა, აველუმისათვის რომ ესიამოვნებინა.
She deliberately gave him a surly reception, putting on a "jealousy scene" for his pleasure.
69890.
აველუმი | თავი XIII
დოინჯ-შემოყრილმა ჰკითხა: რაო, ქალბატონმა შოშამ, რა მინდაო? - ვითომ მაინც ვეჭვიანობ, თუმცა, თვითონაც კარგად მომეხსენება, ლიტერატურულ გმირზე ეჭვიანობა სისულელეა და მეტი არაფერიო.
Hands on hip, she asked him: "Well what did Mme Chauchat say she wanted?" hinting that she was jealous even though she knew very well that being jealous of a literary heroine was sheer stupidity.
69891.
აველუმი | თავი XIII
აველუმს ელდა ეცა.
Avelum was thunderstruck.
69892.
აველუმი | თავი XIII
აველუმსაც სულ ენაზე ედგა ქალბატონ შოშას სახელი, მაგრამ ვერ იქნა და ვერ ამოთქვა.
The name Mme Chauchat was on the tip of his tongue, but he couldn’t form it.
69893.
აველუმი | თავი XIII
სამაგიეროდ, ახლა ისიც კი გაახსენდა, კარიც რომ გაჯახუნდა თითქოს თვითმფრინავში, როგორც კი თვალი მოკრა იმას, თვითმფრინავშიც თავისთვის განმარტოებულსა და წერით გართულს.
But he now recalled that as soon as the plane doors slammed shut he set eyes on her, isolated from other passengers and absorbed in writing.
69894.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ თავისი გაოცება აღარ გამოუხატავს.
But he did not express his astonishment.
69895.
აველუმი | თავი XIII
ხმაში აჰყვა, მხარი აუბა ფრანსუაზას და თვითონაც ისე, სხვათა შორის მოაყოლა: რა ვიცი, რა უნდა.
He fell in supportively with Françoise’s tone and said to her, as if by the way, "How do I know what she wanted?"
69896.
აველუმი | თავი XIII
ალბათ წიგნში ჯდომა მობეზრდა და გადაწყვიტა თავად ეახლოს მკითხველს, რაკი მკითხველი აღარ მიდის მასთანო.
I expect she was bored being stuck in a book and decided to approach the reader if the reader wouldn’t come to her.
69897.
აველუმი | თავი XIII
ფრანსუაზასაც ეს უნდოდა - მაშინვე დარწმუნდა, სწორედ ის აველუმი იდგა მის წინ, ამ ოცდახუთი წლის წინ რომ იხილა პირველად, როცა ვანის საგანძურის დასათვალიერებლად შუშის ვიტრინებზე დახრილმა, ერთი წამით, უნებლიეთ თავი წამოწია და თითქოს ლითონის ჯართისგან შეკოწიწებულმა სახემ უმალ გააოგნა, ვიდრე განაცვიფრა, უმალ დააფრთხო, ვიდრე აღაფრთოვანა.
This was Françoise wanted: she was instantly reassured that she was seeing the same Avelum she’d first seen twenty-five years before, when, bending over a glass case, she was looking at the Vani treasures and unintentionally lifted her head for a moment, to be stunned, rather than astonished, scared rather than inspired, by a face which seemed to be made of scrap metal.
69898.
აველუმი | თავი XIII
უგუნებობა მოგვიანებით შეეტყო აველუმს, როცა შვილი მოიკითხა, უფრო სწორედ, როცა, ბოლოს და ბოლოს, ორივეს გაახსენდათ შვილიც რომ ჰყავდათ (ღმერთო, როგორ შეცვლილიყო ამ ორი წლის განმავლობაში!).
Avelum’s moodiness showed later when he asked after his daughter, or rather when the two of them finally remembered that they had a daughter (God, how much she’d changed these last two years!).
69899.
აველუმი | თავი XIII
ისიც ზანტად, უხალისოდ წამოიზლაზნა კედლის სიგრძე სარკმლის დაბალ რაფაზე ჩამომჯდარი, თითქოს მონატრებულ მამას კი არ უნდა შეჰგებებოდა, დედამისს უნდა წარედგინა ის თავისი მეგობრისათვის, რომლის არსებობის შესახებ გაგებული კი ჰქონდა, მაგრამ თავისი ბავშვური მრწამსითა და თვალსაზრისით, მკვდარი მამის ღირსების შებღალვად თვლიდა საერთოდ იმის არსებობას.
She reluctantly, lazily lifted herself off the windowsill that stretched from wall to wall, as if about to meet and welcome not a long-absent father but as if her mother was about to introduce a friend whose existence she had heard of, but considered, in accordance with her childlike understanding and convictions, an insult to the memory of her late father.
69900.
აველუმი | თავი XIII
ანდა, შეიძლება კიდევ უფრო მოგვიანებითაც, როცა დაბნეულ, დაძაბულ მისალმებასა და მოკითხვებს მორჩნენ და მანქანისაკენ დაიძრნენ, უნებურად დაბორკილნი მიუჩვეველი სიახლოვით.
Or it may have happened later when they circled each other with off-hand, tense greetings and questions and then moved towards the car, unable to shake off their inhibitions when faced with this unaccustomed closeness.