მოიძებნა 668048 ჩანაწერი
69941.
აველუმი | თავი XIII
ყველაფერში მართალი ხარ, აკი გითხარი, აკი ვაღიარე... - გააგრძელა მღელვარებისგან ხმაშეცვლილმა.
"I’ve told you; I’ve admitted you’re right about everything…" she went on, her voice changing with the emotion.
69942.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ სხვანაირადაც არ შემეძლო, იმიტომ რომ... იმიტომ რომ, მეშინოდა...
But I couldn’t have behaved any differently, because… because I was afraid…
69943.
აველუმი | თავი XIII
შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ - წინ გაუჩერდა და თავზე ხელი დაადო.
"Get it into your head once and for all…" she stood still in front of him and laid her hand on his head.
69944.
აველუმი | თავი XIII
შენსავით, შენსავით მეშინოდა - უთხრა დაყვავებით, როგორც ბავშვებს უყვავებენ ხოლმე საკუთარ სიმართლეში დაეჭვებული უფროსები.
"I was as afraid as you, just as afraid", she said, coaxing him as adults, unsure whether they’re in the right, coax a child.
69945.
აველუმი | თავი XIII
შენც ხომ მარტო დარჩენისა გეშინია და იმიტომ მლანძღავ ასე დაუნდობლად, ასე უსამართლოდ, ასე დაგვიანებით - უცებ გაჩუმდა, თითქოს ამოწმებდა, რამდენად სამართლიანი იყო თავად, რამდენად შეეფერებოდა საერთოდ სიმართლეს, რასაც ამბობდა, ანდა, იმდენად მართალი ეგონა თავი.
"You’re afraid, too, of being alone, that’s why you criticise me so hard, so unjustly and so late in the day", she suddenly broke off, as if assessing how fair she was being, how much what she was saying reflected the truth, or how sure she was of being in the right.
69946.
აველუმი | თავი XIII
უნებურად შეაწუხა ამის შეგრძნებამ, შეეცოდა თანამოსაუბრე, ყველა გზა რომ მოუჭრა ერთბაშად, კედელთან რომ მიაყენა.
She was inevitably distressed by this awareness, and felt sorry for her collocutor, whom she had completely cornered, pushed to the wall.
69947.
აველუმი | თავი XIII
მართლაც, რა განსხვავება იყო, კაცმა რომ თქვას, დავუშვათ, ფრანსუაზას მოსკოვურ „თავქარიანობასა“ და აველუმის ამჟამინდნელ „თავდაჭერილობას“ შორის? არავითარი.
In fact, what was the difference between, say, Françoise’s Moscow "flightiness" and Avelum’s present "holding back"? None.
69948.
აველუმი | თავი XIII
ერთი და იგივე მოვლენა, თუნდაც, გრძნობა, ერთი და იმავე მიზეზით განპირობებული, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა გარემოში სხვადასხვანაირად ამჟღავნებდა თავს და, მხოლოდ და მხოლოდ, შიში ედო საფუძვლად, მარტო დარჩენის შიში, როგორც ფრანსუაზამაც თქვა, ოღონდ უფრო ქალური გუმანის კარნახით, რამდენადაც სხვა არავითარი საბუთი არ არსებობდა ამის დამამტკიცებელი.
The same thing, or feeling, with the same cause, showed up in different ways at different times under different circumstances: it was based on just fear, fear of being alone, as Françoise had just said, more prompted by female intuition, for she had no other arguments to support the idea.
69949.
აველუმი | თავი XIII
უბრალოდ, ფრანსუაზას აველუმზე ადრე გაუჩნდა ამ შიშის გრძნობა და აველუმზე მეტსაც ფიქრობდა საერთოდ ამასთან დაკავშირებით, თუნდაც იმიტომ, არასოდეს რომ არ სჯეროდა აველუმისა, არასოდეს მოუტყუებია თავი, ერთხელაც იქნება, აღარ დაბრუნდება შინ და სამუდამოდ დარჩება ჩემთანო.
Simply, the idea dawned on Françoise before it struck Avelum, and she had pondered it more than Avelum had, if only because she had never believed Avelum, had never deceived herself into thinking that one day he would not go back home, but would stay with her for ever.
69950.
აველუმი | თავი XIII
როგორც ერთხელ უკვე ვთქვით, ფრანსუაზა იმდენად კარგად იცნობდა აველუმს, ისიც ყოველთვის წინასწარ იცოდა, თუ როდის დამთავრდებოდა მათი კიდევ ერთი დროებითი „ოჯახური“ ცხოვრება.
As we’ve said, Françoise knew Avelum so well that she always knew in advance when their temporary "family" life would end again.
69951.
აველუმი | თავი XIII
საკმარისი იყო ზემოთ ნახსენები უგუნებობა დაუფლებოდა აველუმს, ფრანსუაზაც უკვე მომავალ შეხვედრებზე იწყებდა ფიქრს, მომავალი შეხვედრებისთვის ემზადებოდა, არსებობდა თუ არ არსებობდა ამის რეალური საფუძველი, განსაკუთრებით კი მოსკოვში ცხოვრებისას, რათა მთელი მისი არსება, მხოლოდ და მხოლოდ, ამ საფიქრალით, ამ საზრუნავით, ამ იმედით ყოფილიყო გამსჭვალული.
Avelum had only to succumb to this bad mood for Françoise to start thinking about and preparing for their next meeting, whether or not she had a real reason to do so, especially during their Moscow life, for every fibre of her being was imbued with just this thought, concern and hope.
69952.
აველუმი | თავი XIII
უბრძოლველად არ ჩავარდნოდა ხელში ლანდივით ადევნებულ სიმარტოვეს - საკუთარ გამოსახულებასავით უსხეულო, უწონო და მოუშორებელ ქალბატონს, ერთდროულად ჩასაფრებულს ყველა სარკეში, ყველა შუშაში და საერთოდ ნებისმიერ პრიალა საგანში, საიდანაც კუშტი თავაზიანობით გამოეგებებოდა ხოლმე მაშინვე, თუკი წამით მაინც გაუშტერდებოდა ფრანსუაზას თვალი.
Not to give in without a fight to the loneliness which haunted her like a ghost, like the reflection of a disembodied, weightless and ineluctable lady hiding in all mirrors, in all window panes, in any shiny object, then emerging to greet Françoise with sullen politeness the moment her gaze rested on it.
69953.
აველუმი | თავი XIII
ფრანსუაზას არ შეეძლო აველუმივით, როცა მოეპრიანებოდა მაშინ დაეკრა ფეხი და გადახვეწილიყო თავის პარიზში.
Françoise couldn’t slip away whenever she liked or fancied and go home to Paris, any more than Avelum could.
69954.
აველუმი | თავი XIII
ასე იოლად ვერ მიატოვებდა იქაურობას, რადგან ის იყო ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლებოდა შეხვედროდა აველუმს, სადაც უაველუმოდაც უნდა ეცხოვრა, იმედი რომ არ მოშლოდა მისი ნახვისა, იქამდე უნდა ეცხოვრა, ვიდრე შესძლებდა, ვიდრე გააჩერებდნენ.
It wasn’t so easy for her to leave the only place where she might meet him, where she had to live without him, so as to preserve the hope of seeing him, of living: she had to stay as long as she could, as long as she was detained there.
69955.
აველუმი | თავი XIII
აველუმსაც რომ უყვარდა იგი, წამითაც არ დაეჭვებულა არასოდეს და ყოველთვის მტკიცედ სწამდა, მისი მოსკოვიდან წასვლა, უპირველეს ყოვლისა, აველუმისთვის არ იქნებოდა სასურველი, აველუმს გაურთულებდა ცხოვრებას.
She was always quite sure and did not doubt for a moment that Avelum loved her, that her leaving Moscow would be against his wishes more than anyone’s, and it would complicate his life.
69956.
აველუმი | თავი XIII
ამიტომ, არა მარტო ვალდებულად თვლიდა თავს, ვთქვათ, როგორც შეყვარებული, არამედ იძულებულადაც, როგორც ღირსებისა და თავმოყვარეობის მქონე ადამიანი, აეტანა და მოეთმინა ბევრი ისეთი რამ, რასაც არავითარ შემთხვევაში არ მოითმენდა და აიტანდა, აველუმს რომ არ გადაჰყროდა თავის დროზე, შემთხვევით.
So she not only deemed herself obliged as, say, a mistress, but forced as a human being with dignity and self-respect to put up with and endure a lot that she would never have put up with and endured, had she not chanced at the time to meet Avelum.
69957.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ ფრანსუაზამ მაინც არ იცოდა მთავარი, ანდა მკრთალი, ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა მხოლოდ მთავარზე, ასევე აველუმის სანახევროდ გაშარჟებულ-გაიდუმალებული მონაყოლების წყალობით.
Yet she didn’t know the main thing, or had a very vague, foggy idea of it, gathered from his half-exaggerated, half-mysterious tales.
69958.
აველუმი | თავი XIII
მან არ იცოდა, ან არ სჯეროდა, აველუმის ცხოვრებას ბავშვობაში გაჩუქებული დის დანატოვარი სიცარიელე რომ ედო საფუძვლად და, ამიტომაც, ვერაფერს შეინარჩუნებდა ბოლომდე, მით უმეტეს მონობაში შექმნილსა და შეძენილს.
She didn’t know or didn’t believe that at the heart of Avelum’s life was a hole left after he had, as a child, given away his sister, and that was why he couldn’t hold on to anything, least of all anything created or obtained under slavery.
69959.
აველუმი | თავი XIII
სონია გათხოვდა, თავს უშველა - თქვა უცებ აველუმმა.
"Sonia’s married: she’s got away", Avelum suddenly said.
69960.
აველუმი | თავი XIII
სონია?! რომელი სონია?! - გაიკვირვა ფრანსუაზამ და იმავე წამს იგრძნო, როგორ აფორიაქდა, როგორ აუჩქარდა გული.
"Sonia?! Which Sonia?" said Françoise in amazement, instantly sensing herself worked up, her heart beating harder.