მოიძებნა 668048 ჩანაწერი
70001.
აველუმი | თავი XIII
ვიდრე შენ ჩემი გადარჩენის გეგმებს აწყობდი იქ, ჩემო გადამრჩენელო, მე თავს ძლივს ვერეოდი, ქუჩაში რომ არ გავვარდნილიყავი და პირველსავე გამვლელს არ ჩავვარდნოდი ფეხებში... პირველსავე შემხვედრს... თუნდაც კეთროვანს...
"While you were making plans for my salvation, I almost couldn’t stop myself — listen, saviour! — from running out into the street and throwing myself at the first man to come along, anyone… even a leper".
70002.
აველუმი | თავი XIII
აველუმი აშკარად შეაკრთო ბოლო სიტყვებმა.
Avelum was clearly stunned by her last words.
70003.
აველუმი | თავი XIII
ერთი წამით გამოხედა სწრაფად, ქურდულად, გადიდებული, აწრიალებული თვალებით.
His eyes wide and flustered, he gave her a brief furtive look.
70004.
აველუმი | თავი XIII
ლოყებიც კი შეეფაკლა უცებ და ამ მოულოდნელი შეკრთომის, დაბნეულობისა თუ შერცხვენის მისაჩქმალად.
His cheeks suddenly turned red and, to hide the unexpected shock, embarrassment or shame.
70005.
აველუმი | თავი XIII
ჩაიცინა ყასიდად, უსიამოდ, თუმცა სხვა მაინც არაფერი ჰქონდა სათქმელი.
He forced himself to laugh nastily, but he had nothing left to say.
70006.
აველუმი | თავი XIII
კმარა, კმარა, გავიცინეთ და გვეყოფა - თქვა ფრანსუაზამ.
"Enough, enough. We’ve had our fun; let’s leave it", said Françoise.
70007.
აველუმი | თავი XIII
რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი ხვედრი - დაამატა ცოტა ხნის მერე, შემრიგებლურად, თან მხარზე გადაკიდული ტყავის პატარა ჩანთიდან მორიგ სიგარეტს იღებდა.
"What can we do, it’s all fate", she added a little later in a conciliatory tone, taking another cigarette from the small leather bag on her shoulder.
70008.
აველუმი | თავი XIII
ამჯერად, იმდენად მოწევა არ უნდოდა, რამდენადაც განმუხტვა ამ უხერხული, უკიდურესობამდე მისული სახიფათო სიტუაციისა.
This time she wanted to defuse an awkward situation that had become very dangerous, not just to smoke.
70009.
აველუმი | თავი XIII
ნებისმიერი მოუზომავი სიტყვა, მისგან თუ აველუმისგან ნათქვამი, შეიძლებოდა ორივესთვის ერთნაირად საბედისწერო აღმოჩენილიყო, თუკი შეგნებულად არ ესწრაფვოდნენ გათიშვას, განშორებას, ლამის ოცდახუთწლიანი სიყვარულისთვის წერტილის დასმას, მაინცდამაინც აქ, ფარშევანგის ფერებითა და სიყვარულის მარადიული ოხვრით დაბანგულ სასახლეში.
One careless word from her or Avelum could now jeopardise both, if they didn’t make a deliberate effort to part, to separate, to draw a line under almost twenty-five years of love here in a palace intoxicated by peacock colours and unending amorous sighs.
70010.
აველუმი | თავი XIII
ამიტომაც, რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევდნენ უკვე ნათქვამსა და ჩადენილს, მით უფრო გაუადვილდებოდათ, ახლაც და მომავალშიც, მისი „გასაღება“ (თუნდაც საკუთარ თავთან) უმნიშვნელო, უსაფუძვლო, ჭეშმარიტ შეყვარებულთათვის თანაბრად დამახასიათებელ და თითქმის გარდუვალ გაუგებრობად.
The less attention they paid to what had been said and done, the sooner it would relieve them and help them now and in the future to "pass it off" (at least to themselves) as a trivial, baseless misunderstanding, typical and almost inevitable between people who are truly in love.
70011.
აველუმი | თავი XIII
„პირობას გაძლევ, საღამომდე აღარ მოვწევო“ - უთხრა ფრანსუაზამ მომარჯვებულ სიგარეტს, რა თქმა უნდა, აველუმის გასაგონად.
"I promise I won’t smoke any more until evening", Françoise addressed the cigarette in her right hand, intending her words, of course, for Avelum’s ears.
70012.
აველუმი | თავი XIII
განა როდისმე მითქვამს, შენი გადამრჩენელი ვარ-მეთქი? - იკითხა თავჩაღუნულმა აველუმმა.
"Did I ever say I was your saviour?" Avelum asked her, his head bowed.
70013.
აველუმი | თავი XIII
შორეულ მოგონებებს გაუღიმა, თან სიგარეტს უკიდებდა.
She smiled at distant memories, lighting her cigarette.
70014.
აველუმი | თავი XIII
მეორე ხელს გაზის ასანთის ალს აფარებდა გვერდიდან, ცაცხვის სურნელითა და ჩიტის ჭიკჭიკით გაბრუებულ ნიავს რომ არ ჩაექრო შემთხვევით.
Her other hand stopping the gas lighter’s flame from being put out by the breeze, which was intoxicated by the lime blossom scent and the bird’s chirruping.
70015.
აველუმი | თავი XIII
თითქმის ყოველთვის, როცა თვრებოდი - სიამოვნებით ამოაყოლა ბოლს.
"Nearly every time you got drunk", she said, enjoying a puff of smoke.
70016.
აველუმი | თავი XIII
მე არავის გადარჩენა არ შემიძლია - აღელდა, აჩქარდა აველუმი.
"I can’t save anybody", said Avelum hurriedly and anxiously.
70017.
აველუმი | თავი XIII
არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ... იცი რატომ?
That’s possible, but… you know why?
70018.
აველუმი | თავი XIII
კარგი, კიდევ ერთხელ გეტყვი, რაკი შენით ვერ მიხვდი აქამდე.
All right, I’ll tell you again, if you haven’t worked it out yourself yet.
70019.
აველუმი | თავი XIII
მე ფეხდაბიჯებული სისხლი მიდგას ძარღვებში.
My veins have got blood that’s been trampled underfoot.
70020.
აველუმი | თავი XIII
იცი, რას ნიშნავს ეს?
Do you know what that means?