მოიძებნა 668048 ჩანაწერი
69961.
აველუმი | თავი XIII
იცი შენ, ძალიან კარგად იცი - აღარ დაიხია აველუმმა.
"You know, you know very well", Avelum insisted.
69962.
აველუმი | თავი XIII
მერე?! - გატყდა ფრანსუაზაც.
"So?!" Françoise gave in.
69963.
აველუმი | თავი XIII
რა მერე? გათხოვდა, გადარჩა, ბედს ეწია - ვითომ აგდებულად, ვითომ გულგარეშე უთხრა აველუმმა, თითქოს ციხეში გაგონილ ჭორს უყვებოდა.
"What do you mean: so? She’s got married, she’s survived, had a stroke of luck", Avelum said as if scornfully, with indifference, as though passing on a piece of gossip heard in prison.
69964.
აველუმი | თავი XIII
როგორ თუ გათხოვდა?! - გულწრფელად გაბრაზდა ფრანსუაზა.
"How did she get married?" Françoise said with genuine anger.
69965.
აველუმი | თავი XIII
როგორ და ჩვეულებრივად, როგორც ჭკვიანი ქალები თხოვდებიან - თქვა აველუმმა და ცაცხვის ყვავილი წკიპურტით გადაიგდო მუხლიდან.
"How? The usual way, the way clever women do", said Avelum, and flicked a lime flower off his knee.
69966.
აველუმი | თავი XIII
აბა, მე ხომ არ გადამყვებოდა? - დაამატა უკვე ნერვიული ღიმილით.
"She wasn’t going to stay hanging around me?!" he added with a tense smile.
69967.
აველუმი | თავი XIII
„აი, თურმე როგორ ყოფილა საქმეო“ - გაიფიქრა ფრანსუაზამ.
"So that’s how things are", thought Françoise.
69968.
აველუმი | თავი XIII
რასაკვირველია, იცოდა, ვინ იყო სონია.
Of course, she knew who Sonia was.
69969.
აველუმი | თავი XIII
აველუმის გარდა, სხვა გზებითაც შეიძლებოდა „ციხის ჭორების“ გაგება, თუნდაც ყოფილი ნაცნობ-მეგობრების მეშვეობით, რომლებიც არც დროს დაიშურებდნენ და არც ფულს საერთაშორისო სატელეფონო საუბრისთვის, თუკი „მეტად საინტერესო ამბავს“ შეიტყობდნენ.
She could get "prison gossip" from sources other than Avelum, from former friends who wouldn’t grudge time or money for international phone calls to pass on "extremely interesting information" they had discovered.
69970.
აველუმი | თავი XIII
მოსკოვმა კი ყოველთვის გაცილებით მეტი იცოდა მათ შესახებ, ვიდრე პარიზმა ან თბილისმა.
Moscow always knew far more about them than did Paris or Tbilisi.
69971.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ ფრანსუაზა ფიქრშიაც არ დაუშვებდა, ასე „მშვიდად“, ასე „ჩვეულებრივად“ თუ ილაპარაკებდნენ ამ საკითხზე ისა და აველუმი, საერთოდ თუ ახსენებდა აველუმი სონიას სახელს მისი თანდასწრებით.
But she never in her thoughts conceded that she and Avelum would chat so "calmly" so "normally" about this subject, that he would even mention Sonia’s name in her presence.
69972.
აველუმი | თავი XIII
სონია, რა თქმა უნდა, მისთვისაც არსებობდა, მაგრამ არავითარი სურვილი არ ჰქონდა თავად, რაიმე ურთიერთობა დაემყარებინა მასთან.
Obviously, she knew Sonia existed, but she had no desire for any relationship with her.
69973.
აველუმი | თავი XIII
მართალია, დიდად არ განსხვავდებოდნენ ისინი ერთმანეთისგან, არც ბედითა და არც მდგომარეობით, ერთიც ის იყო რაც მეორე, ანუ, ორივენი ერთსა და იმავე უღელში ჰყავდა შებმული აველუმს.
True, they were not so different from each other, in fate or situation: they were the same in that Avelum had harnessed both to the same yoke.
69974.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ ფრანსუაზას ბევრად ერჩია, თუკი ეს „საიდუმლო“ მარტო აველუმს ეცოდინებოდა, მარტო მის საკუთრებად დარჩებოდა, რადგან ამ „საიდუმლოს“ გამხელამდე, მისი და აველუმის (ისევე, როგორც აველუმისა და სონიას) ურთიერთობა თითქმის უჩვეულო, თითქოს მომხიბვლელიც და, ამდენად, ყველასათვის მეტ-ნაკლებად გასაგებიც იყო და მისაღებიც.
But Françoise much preferred this "secret" to be known only to Avelum, to be his property only: until this "secret" was revealed, relations between herself and Avelum (as between Avelum and Sonia) remained almost extraordinary, even enchanting and, as such, more or less intelligible and acceptable to everyone.
69975.
აველუმი | თავი XIII
სხვანაირად რომ ვთქვათ, უმალ თანაგრძნობას იმსახურებდა, ვიდრე შერისხვას, დაგმობას და დაცინვას, თუნდაც მთავარი მსჯავრმდებლის - მელანიას - მხრიდან.
To put it another way, the relationship deserved sympathy rather than indignation, rejection or mockery, even from the main plaintiff, Melania.
69976.
აველუმი | თავი XIII
„საიდუმლოს“ გამხელის შემთხვევაში კი, მათი ურთიეთობა თითქმის ჩვეულებრივ, თითქმის ყოველდღიურ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარყვნილებად გარდაიქმნებოდა და არა მარტო მთავარი მსჯავრმდებლის, არამედ მისი ერთადერთი თანამზრახველის, ერთადერთი თანამებრძოლის - საკუთარი შვილის - თვალშიც.
If their "secret" were ever betrayed, their relations would turn into almost ordinary, banal depravity, like anyone else’s, in the eyes not only of the main plaintiff, but even of her only supporter and companion-in-arms, her own daughter.
69977.
აველუმი | თავი XIII
მაშინვე ერთ რიგით, გულისწადილს აყოლილ ძუკნად იქცეოდა მისთვის (და ყველა მისი ასაკის გოგოსთვისაც) და ვეღარაფრით ვეღარ აღიდგენდა წიგნის გმირივით უიღბლო სიყვარულისთვის წამებულის სახესა და სახელს.
For her (like other girls of that age) she would immediately become an ordinary bitch on heat and could never restore the image and name of martyr to unhappy love, like the heroine of a book.
69978.
აველუმი | თავი XIII
რაც მთავარია, ფრანსუაზას ნამდვილად არ ეგონა, როდისმე ასე თუ შესძრავდა, შეაშფოთებდა სონიას ბედი, თუნდაც მისი გათხოვება.
Above all, Françoise never really thought she’d ever be moved or upset by Sonia’s fate, even her marriage.
69979.
აველუმი | თავი XIII
არადა, ახლა ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სონიას მარტო დაეტოვებინა ის საერთო უბედურების ჟამს, მარტო დაეტოვებინა აველუმის ხახაში.
Yet now she had the feeling that Sonia had, at a time of general disaster, abandoned her, left her alone in Avelum’s maw.
69980.
აველუმი | თავი XIII
თითქოს აველუმისთვის კი არა, მისთვის ეღალატნა სონიას - თვითონ როგორღაც გადაეგდო კისრიდან თავისი წილი უღელი და ახლა უღლის ერთი ბოლო მიწაზე მიხრიგინებდა, მიითრევდა დალეწილ ტაბიკებსა და დაწყვეტილ აპეურებს, ხოლო უღელში მარტო დარჩენილ ფრანსუაზას უფრო უარესად ედრიკებოდა კისერი.
It was as if Sonia, not Avelum, had betrayed her, as if she’d somehow thrown part of the yoke off her neck and one end of that yoke now dragged along the earth, its smashed fixing pegs and snapped twine tailing after it, while Françoise, left to bear the yoke alone, bent her neck still lower.