მოიძებნა 668048 ჩანაწერი
70021.
აველუმი | თავი XIII
არა, არ იცოდა ფრანსუაზამ, რას ნიშნავდა „ეს“.
No, Françoise didn’t know what "that" meant.
70022.
აველუმი | თავი XIII
ამასთან სახსენებელიც არ იყო უფულობა, უსამსახურობა, უძილობა, სტუმრად წასვლის თუ სტუმრის მიღების გამო მოგვრილი მღელვარება, შფოთი და წუხილი... მარტოხელა დედობაც კი!
That was on an altogether different level than having no money, being out of work, not being able to sleep, let alone getting worked up over being a guest or receiving guests — not even being a single mother.
70023.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ ეს რომ გაეგებინებინა ფრანსუაზასთვის, ძალიან შორიდან უნდა დაეწყო.
To explain to Françoise what that meant, Avelum had to start from the very beginning.
70024.
აველუმი | თავი XIII
თვითონაც არ იყო დარწმუნებული, რამდენად შესაძლებელია აუხსნა მეორე ადამიანს, რომელიც ამ დროს სახეში შემოგცქერის და რომლის ფეხსაც ეს წუთია შეეხე თავად, რომ შენ არ არსებობ, რომ ის (მეორე ადამიანი) ახლა მარტოა, ანუ ერთი ზის ამ ორადგილიან სკამზე, რაც აშკარად არ შეესაბამება თითქოს სინამდვილეს.
He doubted it could be explained to someone looking you in the face, whose leg you have just touched, but as if you didn’t exist, as if the other person were now sitting alone on a bench for two, which clearly seemed to contradict reality.
70025.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ აველუმს თვითონვე დაეზარა ლაპარაკის გაგრძელება.
But Avelum was in no mood to go on with the conversation.
70026.
აველუმი | თავი XIII
აირიდა იმის ახსნა-განმარტება, რისი ახსნა-განმარტებაც მხოლოდ სიტყვების მეშვეობით მაინც ვერ მოხერხდებოდა.
He avoided explaining what words alone could never explain.
70027.
აველუმი | თავი XIII
ამის მხოლოდ შეგრძნება შეიძლებოდა.
It could only be intuited.
70028.
აველუმი | თავი XIII
ეს თანდაყოლილი, მემკვიდრეობით მიღებული, სისხლისმიერი შეგრძნება გახლდათ და არა გიჟის აჩემება, გამძაფრებული ნევროზის კიდევ ერთი გამოვლენა.
This was innate intuition, which his blood had inherited, not a madman’s obsession, or yet another symptom of severe neurosis.
70029.
აველუმი | თავი XIII
მოკლედ, ამის გაგება თუ სურდა ფრანსუაზას, ის ცხოვრება უნდა გაევლო, რაც აველუმმა განვლო, თავის წინაპრებიანად, უხსოვარი დროიდან დღემდე.
In short, if Françoise wanted to understand, she had to live the life Avelum and his forebears had lived, from time immemorial to today.
70030.
აველუმი | თავი XIII
სწორედ ამ ცხოვრების კვალს დაეძებდა აველუმიც დაბადებიდან, მან მიიყვანა კრეტას აქოთებულ ლაბირინთშიც.
Avelum had sought traces of this life almost since he was born, and this had led him into a stinking Cretan labyrinth.
70031.
აველუმი | თავი XIII
ამის გაგება აველუმის ქალებიდან მხოლოდ მელანიას შეეძლო, რამდენადაც ერთად, ერთდროულად ჰქონდათ გადატანილი ცხრა მარტიცა და ცხრა აპრილიც.
Of all Avelum’s womenfolk, only Melania could understand him, because they endured together 9 March 1956 and 9 April 1989.
70032.
აველუმი | თავი XIII
რაც მთავარია, ისიც იმ სამყაროს ნაწილი იყო, რომელსაც ავად თუ კარგად, ახლა აველუმი წარმოადგენდა ტრიანონის სასახლეში.
Above all, she was part of a world which Avelum was now imagining, badly or well, in the Trianon palace.
70033.
აველუმი | თავი XIII
ამის გასაგებად აველუმის საყვარლობაც არ კმაროდა, მით უფრო არ კმაროდა, თუნდაც რამდენიმე წლით მოსკოვში გადასახლება.
Being Avelum’s mistress was not enough to understand this, nor was even moving to Moscow for several years.
70034.
აველუმი | თავი XIII
ვერ გაიგებ - თქვა აველუმმა და ფრანსუაზას ფეხზე ჩამოუსვა ხელი, მუხლიდან კოჭამდე და, ასე წინგადახრილი, გაშეშდა ცოტახანს.
"You’d never understand", said Avelum, stroking Françoise’s leg from knee to ankle, he froze in this bent position for a while.
70035.
აველუმი | თავი XIII
მერე ცალი ლოყა ფრთხილად, ნაზად ჩამოადო მუხლზე და თქვა: ახი იქნება, ასე რომ დავრჩეო.
Then he cautiously, softly laid a cheek on her knee and added, "Serves me right if I can’t straighten up".
70036.
აველუმი | თავი XIII
ფრანსუაზამ მუხლი ოდნავ გააქნია, ვითომ არ გიშორებ, მაგრამ ვიცი, რომ ტყუი, ვიცი რომ არაფერი გჭირს საგანგაშოო.
She jerked her knee slightly, hinting that she wasn’t pushing him away, but knew he was lying, that there was nothing serious wrong with him.
70037.
აველუმი | თავი XIII
მაინც, რას ვერ გავიგებ? გააგრძელე - თქვა ფრანსუაზამ.
"Anyway, what couldn’t I understand? Go on", she said.
70038.
აველუმი | თავი XIII
ვერ გაიგებ - გაიმეორა აველუმმა; ვერც გაიგებდა.
"You couldn’t understand", Avelum repeated; and she couldn’t have understood.
70039.
აველუმი | თავი XIII
ფრანსუაზა მოსკოვშიც „პარიზულად“ ცხოვრობდა.
Even in Moscow she lived "Parisstyle".
70040.
აველუმი | თავი XIII
ყოველ შემთხვევაში, ყველა ღონეს ხმარობდა, ყველანაირად ცდილობდა, მეტ-ნაკლებად მისთვის ჩვეული გარემო შეექმნა იქაც.
She made every effort, in any case, she tried every way to create more or less her usual environment there.