მოიძებნა 668048 ჩანაწერი
69981.
აველუმი | თავი XIII
ისე უბრაზდებოდა, თითქოს სონიას როდისმე სიტყვა მიეცეს მისთვის, რაც არის არის, მოდი ბოლომდე ერთად გვიყვარდეს აველუმიო, ერთად გავწიოთ საერთო სიყვარულის მძიმე ჭაპანიო.
She was as angry as if Sonia had once promised her, "All right, what’s past is past, let’s both love Avelum to the end, let’s bear the heavy weight of love".
69982.
აველუმი | თავი XIII
ძალიან სამწუხაროა... დღითი დღე სულ თხელდება და თხელდება ჩვენი რიგები.
It’s a great pity… Every day our ranks get thinner and thinner.
69983.
აველუმი | თავი XIII
სულ უფრო და უფრო ცოტანი ვრჩებით - თქვა ბოლოს მშვიდად.
"There are fewer and fewer of us left", she finally said calmly.
69984.
აველუმი | თავი XIII
ჩვენ! - გაუღიმა ფრანსუაზამ და მაშინვე გააგრძელა, ოღონდ უკვე მკაცრად, უღიმილოდ - ბრიყვები, ბრიყვთა ხომალდის მგზავრები, თქვენი ქვეშევრდომები.
"Us!" Françoise smiled and immediately continued, but sternly now, not smiling, "The fools, passengers on the ship of fools, your subjects.’
69985.
აველუმი | თავი XIII
ცაცხვზე ჩიტი ისევ თავგამოდებული ჭიკჭიკებდა, მაგრამ არცერთს არ ესმოდა მისი ხმა.
The bird in the lime tree twittered eagerly again, but none of them could hear it.
69986.
აველუმი | თავი XIII
მაინც გათხოვება სჯობს... ვიდრე... ვიდრე... - ვერ მოაბა სათქმელს თავი აველუმმა, ანდა, შეიძლება, უცებ გადაიფიქრა, მოერიდა ფრანსუაზასი, დაენანა, დაზოგა ბოლო წამს.
"Still, getting married is better… than… than…" Avelum couldn’t find the words, or perhaps he had suddenly changed his mind, felt sorry for Françoise and at the last moment spared her.
69987.
აველუმი | თავი XIII
ვიდრე? - არ მოეშვა ფრანსუაზა, ახლა უკვე დაძაბულად, გამომწვევად მომღიმარი, მომლოდინე ნებისმიერი სისაძაგლისა.
"Than what?" Françoise was not letting him off the hook: she was now smiling tensely, confrontational, ready for any nastiness.
69988.
აველუმი | თავი XIII
სხვათა შორის, შენს საწოლთან, პატარა მაგიდაზე, თუ შეგიმჩნევია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების კოლოფი დევს, სანახევროდ დაცლილი - თქვა აველუმმა და ხმაურით ჩაყლაპა ნერწყვი.
"By the way, if you’ve noticed, on your bedside table there’s a halfempty pack of contraceptive pills", said Avelum, audibly swallowing his saliva.
69989.
აველუმი | თავი XIII
ალბათ ყოველ შემთხვევისთვის სვამ, დასაზღვევად, ჩემმა წერილებმა რომ... - ჩაახველა თუ ჩაიცინა ერთსა და იმავე დროს, უფრო სწორად კი, უსიამოდ ჩაიხიხინა ნერვიულობისაგან ისედაც დავიწროვებულ ყელში.
"I suppose you take them just in case, as insurance, if my letters…" he coughed and laughed at the same time, or rather giggled, his throat constricted with nerves.
69990.
აველუმი | თავი XIII
მაგრამ არა მგონია, ამ თვალსაზრისით, სახიფათო იყოს, როგორც შენ უწოდე ერთხელ, ეპისტოლური სიყვარული.
But I don’t think that love-bycorrespondence, as you called it once, is dangerous in that sense.
69991.
აველუმი | თავი XIII
მართლაც, როგორც ეტყობა, ფრანგული წამლები ხანგრძლივად, წლების განმავლობაში ინარჩუნებენ ძალას.
Obviously, French drugs have years and years of shelf life.
69992.
აველუმი | თავი XIII
ჩვენ ხომ უკანასკნელად ამ ორი წლის წინათ შევხვდით?
It was two years ago that we last met, wasn’t it?
69993.
აველუმი | თავი XIII
ორი თვის მერე ორი წელი იქნება - მიუბრუნდა ფრანსუაზას, ვითომ მართლა აინტერესებდა ამის დაზუსტება.
"In two months it will be two years", he turned to Françoise as if he really wanted to be sure.
69994.
აველუმი | თავი XIII
ის წამალი გერმანულია - თქვა ფრანსუაზამ.
"The pills are German", said Françoise.
69995.
აველუმი | თავი XIII
ეგ სულერთია! - მგზნებარედ შესძახა აველუმმა.
"That makes no difference", Avelum shouted heatedly.
69996.
აველუმი | თავი XIII
ზოგი სუსტია, ზოგი ძლიერი, ძალიან ძლიერიც არსებობს.
Some are weak, some are strong, there are very strong ones.
69997.
აველუმი | თავი XIII
მაგალითად ჩინური აბები მაკე ნიანგს ჩააყლაპეს თურმე და თორმეტი კვერცხი გაულაყა მუცელში.
For instance, a pregnant crocodile was given Chinese pills and they addled twelve eggs in its belly.
69998.
აველუმი | თავი XIII
მე არ ვხუმრობ - გაეღიმა აველუმს.
"I’m not joking", Avelum smiled.
69999.
აველუმი | თავი XIII
ღმერთო ჩემო, არ მესმის როგორ ცხოვრობთ თქვენ! - შეწუხდა, აღელდა, გაბრაზდა ფრანსუაზა - ვერ გამიგია, რა გინდა ჩემგან?
"My God, I can’t understand how you lot live!" said Françoise, sad, troubled and angry, "And I don’t know what you want from me".
70000.
აველუმი | თავი XIII
რა უნდა ჩავიკლა, რა უნდა ამოვიკვეთო, რას უნდა გავუძლო კიდევ! - უნებურად აუწია ხმას, მაგრამ მალევე სძლია სისუსტეს და მშვიდად გააგრძელა.
"What else do I have to kill, cut out, put up with?" she asked, unintentionally raising her voice, but then quickly regaining control and continuing calmly.