მოიძებნა 668048 ჩანაწერი
70141.
აველუმი | თავი XII
ვკნაოდი კნუტივით.
I’d go like a kitten.
70142.
აველუმი | თავი XII
ერთხელ კიდევ, უკვე დიდობაში, მერვე თუ მეცხრე კლასში ვიქნებოდი, შენს კოლგოტკებს ვიცვამდი უკვე, დიდი ბადის მოქსოვა გადავწყვიტე კაპრონის ძაფისაგან.
Another time, when I was bigger, I must have been in eight or ninth class, I wore your tights then, I decided to make a big nylon net.
70143.
აველუმი | თავი XII
შენ მოქსოვ კაპრონის ბადეს? - დაუძახა დედას.
"Can you make a nylon net?" she called to her mother.
70144.
აველუმი | თავი XII
კაპრონის ბადეს?! - გაიკვირვა მელანიამ.
"A nylon net?!" Melania was surprised.
70145.
აველუმი | თავი XII
არ ვიცი, მაცალე, ისევ ამერია სათვალავი.
"I don’t know, wait, I’ve lost count of my stitches".
70146.
აველუმი | თავი XII
ახლა რას ქსოვ? უფრო სწორად, ვისთვის რას არ ქსოვ? - გაიცინა ეკაეკატერინეკატომ.
"What are you knitting now? I mean, who don’t you knit for?" Little Katie laughed.
70147.
აველუმი | თავი XII
მე ჩემთვის ვქსოვ.
I’m knitting for myself.
70148.
აველუმი | თავი XII
თქვენ რას გიშავებთ? - გაეღიმა მელანიასაც.
"Does it bother you?" Melania smiled.
70149.
აველუმი | თავი XII
კაპრონის ბადეს თუ მოქსოვდი?
Would you have made a nylon net?
70150.
აველუმი | თავი XII
შეგიძლია? - არ მოეშვა ეკაეკატერინეკატო.
"Can you?" Little Katie insisted.
70151.
აველუმი | თავი XII
არ ვიცი მეთქი, ხომ გითხარი.
I said I don’t know.
70152.
აველუმი | თავი XII
კაპრონის ბადე რად მინდა? - მხარი აიქნია მელანიამ.
"What would I want a nylon net for?" Melania twitched her shoulder.
70153.
აველუმი | თავი XII
აი, მე მთელი წელი ვაგროვებდი კაპრონის ძაფს - გააგრძელა ეკაეკატერინეკატომ - დიდი ბადე მინდოდა მომექსოვა.
"Well, I spent a whole year collecting nylon thread", Little Katie went on, "I wanted to knit a big net".
70154.
აველუმი | თავი XII
ერთხელაც დაბრუნდება მოსკოვიდან, გადავაფარებ თავზე და აღარსად გავუშვებ მეთქი.
He’ll get back from Moscow one day, I’ll put it over his head and never let him go again, I thought.
70155.
აველუმი | თავი XII
სხვათაშორის, შენთვის მინდოდა დამეჭირა და არა ჩემთვის.
In fact, I wanted to catch him for you, not myself.
70156.
აველუმი | თავი XII
შენ მეცოდებოდი - მოაყოლა სიცილით.
"I felt sorry for you", she added with a laugh.
70157.
აველუმი | თავი XII
ეკა! - უყვირა მელანიამ.
"Katie!" Melania shouted at her.
70158.
აველუმი | თავი XII
ჭაღის სინათლეზე სათვალის შუშა ყვითლად უბზინავდა და ამის გამო უფრო გაბრაზებული ჩანდა, ვიდრე ალბათ სინამდვილეში იყო.
In the electric light the lens of her glasses looked yellow and made her seem more angry than she probably was.
70159.
აველუმი | თავი XII
რა სჭირდა დედაშენს შესაცოდი?! - გულწრფელად ეწყინა აველუმს.
"Why did you need to feel sorry for your mother?" Avelum said with genuine resentment:
70160.
აველუმი | თავი XII
შეურაცხყო შვილის უკბილო ხუმრობამაც და ცოლის უნებლიე შეცბუნებამაც, რამაც შვილის უკბილო ხუმრობას, პირველ რიგში, სწორედ ხუმრობის ელფერი დაუკარგა.
He felt insulted by his daughter’s flat joke and his wife’s involuntary embarrassment, which had, in any case, taken the jocularity out of his daughter’s flat joke.