მოიძებნა 668048 ჩანაწერი
70201.
აველუმი | თავი XII
მე? არ ვიცი, ზოგი მომწონს, ზოგი არა - მხარი აიჩეჩა ეკაეკატერინეკატომ, თან მუყაითად ისწორებდა ფეხებს შორის ჩაფენილ კაბას, ბუქნაობისას აჩეჩილს.
"Me? I don’t know, I like some of them, but not others", Little Katie shrugged, as she carefully straightened her dress between her legs — it had risen up when she was bouncing up and down.
70202.
აველუმი | თავი XII
ზოგი ჯერ არც წამიკითხავს, ვერ მოვიცალე - შესცინა გულუბრყვილოდ, -
"Some I haven’t even read, I haven’t had the time", she laughed naïvely.
70203.
აველუმი | თავი XII
აი, ჩემს გოგოებს კი ყველაფერი წაკითხული აქვთ და მოსწონთ კიდეც.
But my girlfriends have read all of them and they like them.
70204.
აველუმი | თავი XII
სულელები არიან.
They’re stupid.
70205.
აველუმი | თავი XII
ვისზეც არ უნდა უთხრა, მწერალიაო, დაიჯერებენ.
If you tell them that someone is a writer, they believe in him.
70206.
აველუმი | თავი XII
შენ რომელი მოგწონს და რომელი არ მოგწონს - ჩააცივდა აველუმი.
"Which do you like and which don’t you?" Avelum insisted.
70207.
აველუმი | თავი XII
მართლა დაინტერესდა უცებ, რადგან შვილის აგდებულმა პასუხმა საკმაოდ შეულახა მწერლური პატივმოყვარეობაც.
Suddenly he really wanted to know: his daughter’s dismissive answer had somewhat hurt his writer’s pride.
70208.
აველუმი | თავი XII
დრო არ აქვს მამის წიგნის წასაკითხად.
Can’t find the time to read her father’s books!
70209.
აველუმი | თავი XII
ყველაფერს აკეთებს, ის რომ არ გააკეთოს, რისი გაკეთებაც ევალება.
She’ll do anything to avoid doing what she should do.
70210.
აველუმი | თავი XII
არც მშობელივით მონაა და არც მშობელივით გოიმი.
She’s not a slave, she’s not an oaf, unlike her parents.
70211.
აველუმი | თავი XII
თავისუფალია, თავისი ჭკუით, გამოსულია, თავისივე შეხედულებებიდან გამომდინარე.
She’s free, or so she thinks, she’s acted on her own views.
70212.
აველუმი | თავი XII
მაიკლ ჯეკსონის მთელი რეპერტუარი იცის ზეპირად.
She knows all Michael Jackson’s songs by heart.
70213.
აველუმი | თავი XII
მამის წიგნი კი ჯერ არ წაუკითხავს, ვერ მოიცალა.
But she hasn’t read a book by her father yet, she couldn’t find the time.
70214.
აველუმი | თავი XII
უწიგნოდაც მშვენივრად ერკვევა ყველაფერში.
She doesn’t need books to understand everything.
70215.
აველუმი | თავი XII
წარმოგიდგენიათ, ამდენი ხანი თურმე, დაპყრობილები ვყოფილვართ, ჩვენ კი არ ვიცოდით.
When you think how long we’ve been oppressed, without our even knowing it.
70216.
აველუმი | თავი XII
ჩვენ პირიქით გვეგონა, მოსკოვი და ლენინგრადი ფეხქვეშ გვქონდა ამოდებული.
On the contrary, we thought we had Moscow and Leningrad under our feet.
70217.
აველუმი | თავი XII
იცით, რატომ?
You know why?
70218.
აველუმი | თავი XII
არ იცოდით?!
You didn’t know?!
70219.
აველუმი | თავი XII
მიუხედავად მონობისა და გაუნათლებლობისა, ჩვენი მამები მაინც მსახურობდნენ, მაინც ვაზსა სხლავდნენ, მაინც პურსა მკიდნენ, მაინც წიგნსა წერდნენ, ცეკვა-სიმღერაზე რომ არაფერი ვთქვათ.
Despite the slavery and ignorance, our fathers still worked, pruned vines, reaped corn, wrote books, not to mention dancing and singing.
70220.
აველუმი | თავი XII
არ უნდოდათ მონობა ეგრძნობინებინათ ჩვენთვის, არაფერი მოეკლოთ მონობაშიც, შეძლებისდაგვარად.
They didn’t want us to feel like slaves, or, if possible, deprive us of anything.